შემოქმედება

 

 

პოეზია

 

პროზა

 

თარგმანი


ჩანახატები

 

თვალების ბრალია...
27.07.2010

ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.... ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები... ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა... ნეტა იცოდე როგორ მენატრები ხოლმე...
მახსოვს, მიყვარხარო სულ რამდენიმეჯერ მითხარი... თან ისე ჩუმად, ისე ხმადაბლა... ახლა ვფიქრობ, ხომ არ მომეჩვენა მეთქი...
გუშინ ლექსი დავწერე, შენ გულზე მეტად, შენს თვალებს ვენდობი მეთქი... და მართლა ასეა, შენი თვალები უფრო მეტყველია... მე მიყვარს შენი თვალები... გულიც მიყვარს... მაგრამ გული თავგზას მიბნევს, თვალებია ერთადერთი, რომელიც არ ტყუის...
მე, შენი თვალები მიყვარან...
იცი? მე ვიცი, რომ შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ, მაგრამ შენს თვალებს და ჩემს გულს ვერაფერი მოვუხერხე, შენი თვალები კვლავ მეძახიან...
ვიცი, მე არაფრის ღირსი არ ვარ, ვიცი... მითუმეტეს შენგან... ჩემს გამო იმდენი ტკივილი გადაიტანე... ყველა სხვა, ნორმალური ჩემს ადგილას, ალბათ... თავს დაგანებებდა და მთელი ცხოვრება, თავდახრილი ივლიდა, მე კი...
მე, ალბათ არანორმალური ვარ... მე თავს, შენი სიყვარული მაწევინებს მაღლა... ამიტომ მაპატიე, ჩემი თავაწეულობა...
შენც ხომ სულ გადარეულს მეძახი... ახლა ვფიქრობ, ალბათ, მართლა გადარეული ვარ და ეს, გადარეულობაც მაპატიე... მაგრამ, ეს გადარეულობა, შენი თვალების ბრალია იცოდე...
ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.... ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები... ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა...
იცი, ახლა რომ მოვკვდე, დარწმუნებული ვარ, იქაც ვერ გავძლებ შენი თვალების გარეშე... მე შენმა თვალებმა მასწავლა სიყვარული და უმორჩილესად გთხოვ, ნუ დამტოვე შენი თვალების გარეშე... უშენოდ მე ბრმა ვარ...




* * *
22.04.2010

მე სიცოცხლე მინდა... მინდა დღისით მზე მათბობდეს და ღამით მთვარე მინათებდეს თვალებს... სუნთქვა მინდა, ღრმა და უძირო... ისე ჩავისუნთქო ჰაერი, რომ ფილტვები დასკდომამდე დამებეროს...
არ ვიცი როგორია, მაგრამ თავისუფლება მინდა... რომ სიცოცხლე ბოლომდე შევიგრძნო და შევისისხლხორცო... ვტიროდე მინდა, სიცილი მინდა... სიხარული მინდა და სიყვარული...
ადამიანები მინდა მიყვარდეს...
გეფიცებით, ახლა მომცა თავისუფლება და მერე, მე ვიცი... ო, როგორ შევირგებდი სიცოცხლეს...
ფიქრით ახლა ვფიქრობ, თორემ, მერე ფიქრისთვის სადღა მეცლება... მერე, მთელი სამყარო უნდა შემოვიარო ფეხით და სიცოცხლის უკანასკენ წუთამდე, მადლობელი ვიქნები უფლის...
ოღონდ მომეცით თავისუფლება, სიცოცხლე მაჩუქეთ...

* * *
-მთელი სიცოცხლე შვილზე ვოცნებობდი, აი ახლა... ჩემში ვგრძნობ მას და ძალას მმატებს, ნუ დამღუპავ, მე შენგან არაფერი მინდა... ვერავინ გაიგებს რომ შენია- ქალს ცრემლები და ბოღმა ერთნაირად ახრჩობდა... უსახო მამაკაცი უძრავად იდგა, საყვარელი ქალისთვის ზურგი შეექცია და სიგარეტს მდუმარედ აბოლებდა...


* * *
28.02.2010

ვერ ვიჯერებდი, რომ ერთად ვიყავით...
თავები ერთმანეთისთვის მიგვედო და ჩუმად, ხმის ამოუღებლად შევყურებდით სივრცეს...
ჩვენს წინ ულამაზესი პეიზაჟი იშლებოდა...
მზე ჩაიდოდა...
ფოთლების შრიალი არღვევდა მხოლოდ მყუდროებას და ბედნიერებისგან გატრუნულებს, სხვა არაფერი გვადარდებდა...
შენი სითბო, ჩემს სხეულში იღვრებოდა და.... მზითა და შენი სხეულით გამთბარი, სუნთქვას ვერ ვბედავდი...
-იქნება, ყველაფერი გავაფუჭო... - ვფიქრობდი და არ ვინძრეოდი...
არ ვიცი, უკვე მერამდენე საათი ვიყავით ასე, უბრად...
თითქოს დროის შეგრძნება დაგვეკარგა... მხოლოდ ამ წუთით ვსუნთქავდით...
შენი ფაქიზი სუნთქვა, ჩემს ყურთასმენამდე აღწევდა და საოცრად მაგიჟებდა...
ერთხანს დამბურძგლა კიდეც სიამოვნებისგან...
მინდოდა, დრო შემეჩერებინა...
-რა მოხდება, დრო რომ გაჩერდეს- ვფიქრობ...
უეცარმა ხმამ გამომარკვია...
ვიგრძენი როგორ შეტორტმანდი და... უეცრად სადღაც დამეკარგე...
-აი, სროლაც ასეთი უნდა... -
სადღაც ქვემოთ... ბავშვები რაღაცას ზეიმობდნენ...
ერთს, ცალ ხელში შენი ცივი სხეული ეკავა, მეორეში კი შურდული და გამარჯვებული სახით უყურებდა სხვებს...



* * *
19.02.2010

როცა ირგვლივ მიმოვიხედე, სიცარიელის გარდა ვერაფერი დავინახე... გაურკვევლობამ უფრო დამაბნია და შემაშინა... არ მახსოვს, საიდან მოვედი და სად ვიყავი...
ნუთუ მოვკვდი? მაგრამ სად ვარ, რომ ვერ ვხვდები?..
ვფიქრობ...
თუ სამოთხეა, თეთრფრთიანი კეთილი ანგელოზები სად არიან? ამბობენ, სამოთხეში სინათლეა, სითეთრეა... აქ კი ბნელა... სინათლე არ ჩანს...
იქნებ, მე ვერ ვხედავ და სინათლე არის? იქნებ, ისეთი სინათლეა, რომ თვალებს მიბრმავებს?... ხომ ხდება ხოლმე, გადამეტებული სინათლის დროს, ასე?... თუ მოვკვდი და სამოთხეში ვარ, ჩემი მიუჩვეველი თვალი შეიძლება მატყუებდეს...
გონებას კიდევ ერთხელ ვძაბავ... შიშით ვახელ თვალს... მაგრამ...
მაინც ბნელა...
ვფიქრობ...
აბა სად უნდა ვიყო? თუ სამოთხე არაა... აბა, რა უნდა იყოს, სხვა?...
უცებ გონება დამებინდა...
ნუთუ?...
ნუთუ, ჯოჯოხეთში ვარ?
მაგრამ, თუ ჯოჯოხეთში ვარ... წესით ახლა, აქ ბოროტი ანგელოზები უნდა დამხვედროდნენ... არც ცეცხლი ჩანს სადმე...
არა, ჯოჯოხეთი არაა...
თავს ვიმშვიდებ და...
ისევ ვფიქრობ...
აბა სად ვარ...
ახლა უკვე შიშმა ამიტანა...
მაგრამ, თუ არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, აბა სად ვარ?..
ირგვლივ ისევ სიცარიელეა... ასეთი საოცარი სიცარიელე არასდროს მინახავს... ვგრძნობ, ჰაერში ვარ გამოკიდებული... ირგვლივ ყველაფერი ბნელია... მაგრამ, ეს სიბნელეც ისეთი გამჭვირვალეა, რომ სიბნელის იქითაც კი, ვხედავ წყვდიად სიბნელეს...
დაბლა ჩახედვის მეშინია...
იქნება ელოდებიან, ჩავვარდები თუ არა... ალბათ ასეა...
ვგრძობ ჩემს ფეხქვეშ არაფერია, მე კი ვდგავარ...
ვფიქრობ...
რა იქნება, რომ არ ჩავვარდე?... ნუთუ, ისე დავამძიმე სული რომ, ჩავვარდები?... არა, არ უნდა ჩავვარდე... რომ ჩავვარდე, მერე რა მეშველება?..
ვცდილობ თავი ავიმჩატო...
ამჩატებაც არ შემიძლია... როგორ გინდა ამჩატდე, როცა არაფერზე დგახარ?
ვფიქრობ....
ვფიქრობ...
ვფიქრობ...
ალბათ, ჩემს ცხოვრებას უყურებენ სადღაც...
ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო... გონებას ვძაბავ, მაგრამ... ვერაფერს ვიხსენებ... თავში არაფერი მომდის...
ფიქრი არ შემიძლია... გესმით?
ფიქრი დავკარგე...
არა, მე ცოდვილი არ ვარ...
არა, მე ცოდვილი არ ვარ...
მე, არაფერი დამიშავებია... ღმერთო ცუდად ვარ, მიშველე რამე... ნუ გამწირავ უფალო...
ვფიქრობ...
ახლა, მუხლებზე რომ დავეცე და ვილოცო, შეიძლება?... არ ჩავვარდები?...
მაგრამ რომ ჩავვარდე?... იქნებ არც ღირდეს?
არა, უნდა ვცადო... ასე ვის ველოდო ან როდემდე?
ცალ ფეხს ძალიან ნელა ვხრი... გამომდის... ცოტათი ვიხრები... მერე ვცდილობ მეორეც მოვკეცო...
მე მგონი გამომდის...
ახლა, მუხლებით ვეხები სიცარიელეს და...
მაგრამ ლოცვა რომ დამავიწყდა?... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღემდე არ მილოცია... ღმერთო რა მემართება? გამახსენე, როგორ იწყებოდა?... რამ დამავიწყა, ლოცვის დავიწყება შეიძლება?...
ვფიქრობ...
ვფიქრობ...
ვფიქრობ...

* * *
მერე... მერე, მახსოვს, თითქოს, ცივი წყალი გადამასხესო და თვალები გავახილე...
საოცარმა სითეთრემ თვალი ერთიანად მომჭრა...
ვიღაცა უცნობი, თეთრხალათიანი კაცი კი ხელს, სახეში გამეტებით მირტყამდა...
დარტყმა იმდენად მტკივნეული იყო, რომ უეცრად ავტირდი...
ახლაც არ ამომდის თვალებიდან, თეთრხალათიანის გაღიმებული და ბედნიერი სახე...





მიკვირს...
19.02.2010

აი, უკვე მერამდენე დღეა, სიჩუმე მეფობს...
ირგვლივ წყვდიადია...
სიბნელე...
მერამდენე დილა გათენდა და მერამდენედ დაუღამდა დღეს...
მერამდენედ მესიზმრები და ვინ მოსთვლის, მერამდენედ მენატრები...
აი, უკვე მერამდენე დღეა ვზივარ და ვფიქრობ...
ვფიქრობ და ვდარდობ...
ვდარდობ და ვფიქრობ...
ფიქრებმა წამლეკა და წამიღო...
მივცურავ ასე, ფიქრებში და არც კი ვეწინააღმდეგები... არ ვბრძოლობ, იმიტომ, რომ ვიცი ეს არაფრის მომცემია...
აი, უკვე მერამდენე დღეა ცაზე ვარსკვლავებს ვითვლი...
ვარსკვლავები თვალებს მაგონებენ, ასე რომ მიყვარდა, იმ თვალებს... თვალებს, რომელშიც სიხარული და სევდა ერთნაირად იღიმოდნენ...
მენატრება ეგ თვალები... ასე ახლობელი და ასე ლამაზი...
რა ლამაზი ყოფილა ცა ღამით... ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...
ვარსკვლავების ციმციმი მაბრმავებს, თითქოს ერთმანეთს ესაუბრებიანო... სულ ციმციმებენ....
აი, უკვე მერამდენე დღეა, უშენოდ ვითვლი ვარსკვლავებსაც და დღეებსაც...
აი, უკვე მერამდენე დღეა, უშენოდ ჩუმად ვარ...
გიხსენებ და მიკვირს...
მიკვრის ჩემი თავის...




მე და მუზა...
21.10.2009

ამბობენ, პოეტს როცა ეწერება, მაშინ წერსო... ამბობენ მუზა არაფერ შუაშია, უბრალოდ ეწერება და წერსო... სიმართლეა ეს? შიძლება ისე წერო, რომ მუზა არ გკარნახობდეს ბწკარებს? შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ დილას, კარგ ხასიათზე ადექი, მიხვიდე მაგიდასთან და დაწერო? არავითარი სულიერი შემზადება, მხოლოდ იმიტომ რომ კარგად ხარ, კარგ ხასიათზე და უნდა დაწერო?
მიმიფურთხებია ასეთი ლექსისთვისაც და ასეთი პოეტისთვისაც... მე ასე არ შემიძლია... მაშინ ის, რასაც ვწერ ის არ იქნება, რაც არის... ის ჩემი არ იქნება... უსულო იქნება... მხოლოდ ფრაზებისა და რითმების ბრახა-ბრუხი,დროის ფუჭი ნაყვა და მეტი არაფერი...
აფერუმ პოეტის ვაჟკაცობას, მხოლოდ იმიტომ რომ დაწერს რომ ეწერება, რომ სიტყვებს კარგად რითმავს... შეუძლია და რატომაც არა? ჰოდა, მე არ მინდა ასეთი... ასე თქვენ წერეთ, მე მაინც ისე დავწერ, როგორც მე მინდა...
და მე რა მინდა?
მინდა დილას მუზამ გამაღვიძოს... სახლიდან გამოსულს... ქუჩაშიც კი მუზა დამყვებოდეს... დილაა თუ ღამე, მუზა მუხლებზე მეჯდეს და თვალებში შევციცინებდე...
უმუზოდ ცხოვრებას რა ფაქსი აქვს?
არადა, მთელი ცხოვრება ველოდი მუზას... ძლივს მუზა მეწვია და ახლა შევეშვა? მივატოვო? ნურას უკაცრავად, მაპატიეთ... ჩემი მუზა, ჩემია... და სულ ჩემთან იქნება...
ისე ვატყობ მუზასაც არ უნდა ჩემგან წასვლა და რა? ხელი ვკრა? უნდა და იყოს... ჩვენ ხომ ერთმანეთს ვავსებთ...




მე ვეცადე, მაინც...
21.10.2009

რამდენი წელი გავიდა უშენობით და კიდევ, რამდენი წელი გავა შენამდე? იცი? მე არ ვიცი... არადა, ამასობაში მთელი სიცოცხლე შემომებერტყა და დავრჩი ასე, გაფოთლილი და მოშიშვლებული...
მახსოვს, მჩქეფარე მდინარესავით მივედინებოდი... კალაპოტებს ვარღვევდი, არ ვურიგდებოდი არც ბედს და არც წინაღობებს... არაფერი მედარდებოდა... ვცხოვრობდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... აშრიალებული სულითა და აფორიაქებული გულით...
ეს, ადრე იყო... ეხლაც შემიძლია.... მაგრამ, ეხლა შემოდგომაა და მე კი არა, ხეებსაც კი სცვივათ ფოთლები... არადა, ვეღარ ვშრიალებ ისე, ძველებურად... ეხლა წარსულით ვიკვებები და მომავალს შეშინებული თვალებით ვუმზერ...
არ მეგონა, ასეთი უძლური და უსუსური თუ შევიქნებოდი... მეგონა, წლები ვერაფერს დამაკლებდა... მეგონა, ისევ ისეთი ჯანღონით სავსე ცხოვრება მექნებოდა და სულ ნაკადულივით ვიხრიალებდი, მთელი ცხოვრება...
მაპატიე, მართლა არ მინდოდა ასე... მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო... ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც უნდა ყოფილიყო.... ამის ძალა ადრეც შემწევდა და ახლაც შემწევს... მინდოდა და ვცდილობდი... მინდოდა და მინდა... მაგრამ ვხედავ, უკვე გვიანია...
ერთადერთი, რაც მამშვიდებს და მამხნევებს ისაა, რომ... მე, ვეცადე მაინც...
და მაინც, კიდევ რამდენ ხანს გავძლებ უშენოდ, ასე გაშიშვლებული?... იცი?





მივქარე...
21.10.2009

ვიფიქრე, ასე უკეთესი იქნება მეთქი და გავაკეთე ის, რაც ვიფიქრე... მაგრამ.. აღმოჩნდა რომ, არ ვყოფილვარ მართალი... მე რა უფლება მქონდა... მე ვინ ვარ საერთოდ... ვინმეს ან ჭკუა ვასწავლო, ან დავარიგო... მე ვის რაში ვჭირდები...

რატომ ვერ ვხვდებით, რომ ხშირად ზედმეტები ვართ? გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ და გვგონია, ამ სამყაროს იქეთ არაფერი ხდება... გვგონია, რომ სხვებსაც ვაინტერესებთ და სხვებისთვისაც რამეს წარმოვადგენთ, სისულელეა თურმე... არავის არ აინტერესებ... არავის...

არც არავის აინტერესებს შენი აზრები, შენი ფიქრები... სამწუხაროდ ყველა თავისი აზრებით ცხოვრობს და შენი ფიქრები და ოცნებები არავის ანაღვლებს... გიყვარს? მერე რა... გძულს? მერე რა...

ისე, ამდენს რომ ვფიქრობ ამისაც მეშინია... ვფიქრობ და ისევ მეშინია... ეს კარგია თუ ცუდი?... იქნებ საერთოდ არ უნდა ვიფიქრო? იქნებ ფიქრი არაა ჩემი საქმე... თუ ფიქრი არაა ჩემი საქმე, გამოდის.... ოცნებაც არ შემიძლია... ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ... კაცს, რომ ფიქრის და ოცნების შეგეშინდება... არადა ვფიქრობდი, ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ყველსათვის და ის გავაკეთე, რაც ვიფიქრე...

ჰოდა, ეხლა ვხვდები რომ მაგრად მივქარე....




მარადიულობა...
9.09.2009

ვისკი... ხილის ასორტი... მე და შენ და მუსიკა...
ერთმანეთს შევყურებთ და ვისკს ვწრუპავთ... ხმას არცერთი ვიღებთ... თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს და იმაზე მეტს ვგებულობთ ერთმანეთზე, ვიდრე ეს საუბრით შეიძლებოდა გაგვეგო...
გიცქერი და კმაყოფილი... ვისკს, მუსიკის რიტმზე ხილს ვაყოლებ...
შენი სიმშვენიერე ვისკივით იღვრება ჩემს სხეულში და მათრობს... ვგრძნობ რომ მართლა ვთვრები...
ვისკი გამჭვირვალე ჭიქიდან შენი თვალებივით მიყურებს და უხერხულობა რომ დავფარო ჭიქა პირთან მიმაქვს და ვწრუპავ... სვენებ-სვენებით... არ მინდა ვისკი დამთავრდეს...
რამდენიმე ჭიქის მერე, უკვე მართლა მთვრალი ვარ ვისკითაც და შენი თვალების სითბოთი...
შენსკენ ვიხრები, მინდა ყურში რაღაც გითხრა...
შენც იხრები ჩემსკენ...
არ მახსოვს რას გეჩურჩულები, მაგრამ ეხლაც დღესავით მახსოვს... თუ როგორ შემოაბრუნე უეცრად თავი და... ჩვენი ტუჩები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ...
მერე, მახსოვს, რაღაცის თქმა დავაპირე და.... ისევ შენი ტუჩების სიტკბომ გამითბო სხეული...
მერე... მერე იყო ისევ ვისკი და... ის მარადიულობა, რისთვისაც სიცოცხლე სიცოცხლედ ღირს...





როცა წააგებ...
6.09.2009

როცა წააგებ, უნდა ადგე და წახვიდე... უნდა წახვიდე და აღარასდროს, აღარასდროს არ უნდა დაბრუნდე...
წაგებასაც ვაჟკაცურად უნდა დახვედრა... წაგებაც ცხოვრების ნაწილია და უიმისოდ... არც გამარჯვებას ექნებოდა ფასი...
როცაა წააგებ, უნდა ადგე და წახვიდე...
არ ვიცი? ძალიან კარგად ვიცი... რომ ყველაფერი დასრულდა, რომ უკვე გვიანია.... რომ ამაზე მანამ უნდა მეფიქრა, სანამ ამ ყველაფერს ავიწყებდი...
მაგრამ, სულ სხვაა როცა თამაშში აგებ და სულ სხვა, როცა ცხოვრებაში აგებ...
როცა შენ გინდა, მაგრამ ვიღაცა შენზე მაგარია... როცა შენ გინდა ხმის ჩაწყვეტამდე, ბოლომდე იმღერო, მაგრამ ვიღაცა შენზე უფრო მაგრად მღერის... ან გინდა ისე იცეკვო, არასდროს რომ არ გიცეკვია... მაგრამ აქაც ვიღაც გასწრებს და ვიღაცა, შენზე უფრო მაგრად ცეკვავს...
ამიტომ, როცა წააგებ უნდა ადგე და წახვიდე...
აი, ახლა... მე ავდგები და წავალ... იმიტომ რომ მეც დავმარცხდი... არა, განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი, მაგრამ ბევრზე უკეთესი ხომ ვარ, ესეც ხომ ვიცი...
მაგრამ დღეს მე წავაგე და ამიტომ უნდა წავიდე... წავიდე...
სად? არ ვიცი... მაგრამ უნდა წავიდე...
მე ალბათ, წამოვდგები, ჩემს მოწინააღმდეგეს ხელს გავუწვდი და მივულოცავ, გამარჯვებას... მივულოცავ და ვეტყვი, რომ ის ბედნიერია... ყველაზე ბედნიერი დედამიწაზე...
იმიტომ რომ მას.. .შენ დარჩი




* * *
2.09.2009

როცა დაგინახე... უცებ თითქოს განათდა... გული ამითამაშდა... სუნთქვას მოვუხშირე...
თვალს ვერ გაშორებდი... ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი...
არ ვიცოდი სად დავტეულიყავი... სად წავსულიყავი...
თითქოს ვიხრჩობოდი... სუნთქვაც მიჭირდა...
როცა დაგინახე... ყველაფერი თავდაყირა დადგა... ყველა დღემდე არსებული მითი დაინგრა...
როცა დაგინახე...
ისეთი ლამაზი იყავი... ისეთი საოცარი... რომ მომინდა, აქვე ხალხში მოვვარდნილიყავი და...
მინდოდა დამეჭირე და არსად გამეშვი...
შენი სხეულის ყველა ნაწილი მეძახდა... უკვე აღარ შემეძლო.... ვეღარ ვითმენდი...
ვიცოდი უაზრობა იყო... მე მაინც ვერ მოვითმენდი და...
ურცხვად გამოვექანე... დუჟმორეული დაგეტაკე...
შენ ელოდი... მივხვდი რომ ელოდი... არც განძრეულხარ... ერთი შემომხედე და...
ის ღიმილი, ეხლაც არ ამომდის თვალებიდან....
ჩვენ, უკვე არაფერი გვაინტერესებდა... მხოლოდ ერთმანეთის სხეულებს ვგრძნობდით... ყველაფერი ინსტიქტურად ხდებოდა...

* * *
როცა ყველაფერი მორჩა, სიამოვნებისგან ორივე გავიტრუნეთ... ნეტარება ხანმოკლე აღმოჩნდა...
ბურანიდან, რკინის დიდი მესერის იქეთა მხარეს მდგარი ახალგაზრდების საუბარმა გამომიყვანა...
გოგონა აწითლებულ ბიჭს რაღაცას უმტკიცებდა...
-ხომ გითხარი, სპილოებიც ადამიანებივით არიან მეთქი, ნახე?
-ვნახე... - უპასუხა ბიჭმა ისე, რომ თავი მაღლა არ აუწევია...
მაშინღა მოვიხედე...
ყველა ჩვენ გვიყურებდა... და გამეღიმა...




დაგელოდები....
2.09.2009

თუ მოვკვდები ხომ მოხვალ ხოლმე, ჩემს საფლავზე?... გახსოვდეს, მინდვრის ყვავილები არ მომიტანო.... არ მიყვარს და იმიტომ... მარტო შავი ვარდები...

მოდი და მერე დიდხანს იდექი ხოლმე ჩემს საფლავთან და იფიქრე... უსაშველოდ იფიქრე... იფიქრე იმაზე, რა იქნებოდა რომ მეცოცხლა ცოტა ხანი ... მეც ხო შენთან ერთად ვიცოცხლებდი...

მინდა გითხრა, რომ აქეთ სხვა ცხოვრებაა... ამ ცხოვრებისგან განსხვავებული... აქ ყველაფერი ლამაზია... საოცრად მომხიბვლელი და ლამაზი... მე დაგელოდები აქ... რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, დაგელოდები... მე აქაც უშენობა მაწამებს...

უბრალოდ ერთს გთხოვ, არ დამივიწყო... ნუ ჩამიქრობ, უკვე ჩამქრალ ოცნებას... შენი თავი მაჩუქე და გამიხსენე...

ცუდად ნუ მოგაგონდები... თუმცა ცუდად რატომ უნდა მოგაგონდე... ჩვენს ხომ კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის?...

მჯერა, არასოდეს დამივიწყებ... ისევ ისეთი ხალასი და მხიარული გეხსომები, როგორიც ვიყავი...

ჰო, ვარდები გულზე არ დამაწყო, ვეღარ დაგინახავ... რამე მოუტანე, აი ის ლარნაკი, შენ რომ მაჩუქე... ლარნაკში ჩადე ვარდები და ჩემს გვერდით ლამაზად დადე... შენც რომ გიყურო და ვარდებსაც...

მე, ყოველთვის შეგეგებები ხოლმე... მე ყოველთვის შენთან ვიქნები... ჩამომიჯექი და იფიქრე... მარტოდ რომ არ იგრძნო თავი, მეც შენთან ერთად ვიფიქრებ...

მომეფერე... მე რომ ვყოფილიყავი, მეც მოვიდოდი შენს საფლავზე , ვიცი მეც ვივლიდი ,სულ ვივლიდი...

ეხლა ვხვდები, თუ რაოდენ მყვარებიხარ... იცი, როგორ მენატრები??? ლამისაა გავგიჟდე უშენობით... შენ ხომ ჩემი გრძნობა ხარ... შინაგანი გრძნობა... რაღაც ღრმა და დიდი.... შენ ჩემი წარსული და ტკივილი ხარ, რაღაცნაირი... უკვე ნაპატიები, მაგრამ მაინც ტკივილად დარჩენილი...

იცოდე, შენ არ მოკვდე... შენ სიკვდილის უფლება არ გაქვს, შენ უნდა იცოცხლო... რომ მეორედ არ მოვკვდე....

მერე... მერე როცა ფიქრი მოგბეზრდება, მოტრიალდი და წამოდი... მე ისევ შენ დაგელოდები....





თუ შენთვის მოვკვდე....
2.09.2009

მზეს რომ ჩაეძინება...
მე შენთან მოვალ.... სასთუმალთან ჩამოგიჯდები... გაგიყოფ ტკივილსა და დარდებს...
ზღაპარს გიამბობ.... სიზმრად შენს ხმას ავყვები...
მერე... მერე მოგაჩერდები... მძინარეს...
ზღაპარს გავაგრძელებ და ისევ, ოცნებას ახლა უკვე, შენთან ერთად წავყვები....
ზღაპარში, გული გაგიმხელს ღიმილს..
დაგავიწყებ ტკივილს და მერე, მთელი ღამე, სულ ერთად ვივლით...
გეტყვი, რომ მივენდე, ბედსა და იმედს...
ზღაპარს გიამბობ, დილამდე იმდენს....
მთელი ცხოვრება რომ ვერ მოვრჩები...
დარჩები, ვიცი, განაოცები...
ალიონზე მზეს ამოსვლას დავასწრებ და შენც მზის ამოსვლას დაგასწრებ...
განახებ მზეს, ამოსვლისას სიყვარული რომ მოჰყვება მაყრად და გულში უფრო დიდ სიყვარულს რომ მალავს.... სიყვარულს რომელსაც მზის ცეცხლიც ვერ წვავს...
მერე დაგხედავ... შენ სიყვარულის ალმურით გეძინება...
ყელმოღერებულს... მშვენიერ ასულს...
და შენს სასთუმალთან ვიჯდები ვიდრე, არ გაგახსენებ... ბედნიერ წარსულს...
და მაშინ...
შენს სიზმართან დავრჩები ოდეს...
გადავწყვეტ დავრჩე...
თუ შენთვის მოვკვდე




სიყვარული მშვიდობისათვის...
1.09.2009

"მშვიდობა სიყვარულის გამოხატულებაა. მოდი, გვიყვარდეს"...
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ სიყვარული არ არსებობს... რა იქნებოდა ჩვენი ყოფა უსიყვარულოდ?... ტანჯვა, წამება, ომი და უბედურება... ალბათ შეგეშინდათ.... შეგაციათ... ვერც კი წარმოგიდგენიათ ცხოვრება უსიყვარულოდ...
მეც ასე ვარ...
მეც ვიცი, რომ სიყვარულია ყველაფერი...
ვინ ვართ სიყვარულის გარეშე?...
ან რაა სიყვარული ჩვენს გარეშე?..
გიფიქრიათ?...
მე ბევრჯერ...
ჩვენ ხომ ასეთი არ ვიქნებოდით, სიყვარული რომ არ ყოფილიყო ამ ქვეყნად? და არც სიყვარული არ იქნებოდა ასეთი, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით ამ ქვეყნად....
გამოდის, სიყვარული მარადიულობაა...
მარადიულობა კი ღმერთშია....
იმიტომ, რომ სიყვარული სრულყოფაა... ყველაფერი ღმერთისგან მოდის და ღმერთთან მიდის... ყველაფერი სრულყოფილებისკენ უნდა მიდიოდეს...

P.S. მაგრამ, თუკი სიყვარული არსებობს... თუკი სიყვარული მარადიულია ღმერთივით....
მაშ, რატომღა ვიტანჯებით? რატომ ვეწამებით? რატომ ვომობთ? რატომ ვართ უბედურები?...
გვაქვს კი უფლება სიყვარულს ასე მოვექცეთ?..
ღმერთო გვაპატიე...




სიზმარი...
31.08.2009

მე სიყვარულს ვაღმერთებდი, გახსოვს?.
გახსოვს, რარიგად ლამაზი იყო მაშინ ყველაფერი... უსაზღვროდ ბედნიერი და უზომოდ ღიმილიანი იყავი მაშინ?.. გახსოვს?
დღეებიც რა ხალისიანად მიჰქროდა... არაფერი გვადარდებდა... სიყვარულით ვარსებობდით და ერთმანეთით ვსუნთქავდით...
ირგვლივ ყველაფერი სხვაგვარად რომ გვეჩვენებოდა... ბედნიერებისგან მთვრალი, ყოველ დილას შენს ღიმილს გამოვყავდი ბახუსიდან...
მაშინ, თითქოს დედამიწაც სხვანაირად ბრუნავდა... თითქოს, ყველაფერი მაშინ ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა და ბედნიერებისგან გათანგულებს არაფერი გვადარდებდა...
ალბათ, დედამიწა დავამძიმეთ ჩვენი ბედნიერებით,... ალბათ, ძალიან ზედმეტი მოგვივიდა...
ვიცოდით რომ ეს ბედნიერი წუთები არასდროს განმეორდებოდა და ამიტომ ვჩქარობდით, ერთმანეთს ვეჩქარებოდით.... უსაზღვრო სიყვარული ვაჩუქეთ ერთმანეთს...
გახსოვს? ღამე... ვარსკვლავები... უზარმაზარი ნაძვის ხე... ჩვენი სიყვარულის მესაიდუმლე... ზემოდან დაგვყურებდა და შურდა... ალბათ შურდა...
გვეგონა ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა... დაუსაბამოდ გვეყვარებოდა ერთმანეთი და ვერანაირი ძალა ვერ დაგვაშორებდა ერთურთს... მაშინ ძალიან ამაყი ვიყავი... მხრებში ფართოდ გაშლილი დავდიოდი... არა დავფრინავდი... თავი სიზმარში მეგონა...
თურმე, ყველაფერი... მართლა სიზმარი ყოფილა...




* * *
28.07.2009

როცა გაკოცე... ცოტა გაფითრდი... ცრემლები უპეებს მოსწყდა და მძივივით დაგეკიდა ლოყაზე...
მეც ვტიროდი...
როცა შეგეხე... ისეთი თბილი იყავი და ისეთი საყვარელი, რომ ისევ კოცნა მომინდა და...
ისევ გაკოცე....
ტუჩები გაგციებოდა... გაყინულიყო... გაქვავებულიყო...
თვალებში ჩაგხედე და... შენი თვალები ვერ ვიცანი... არადა შენი თვალები ხომ ასე მეტყველი იყო ყოველთვის...
შენს გვერდით ჩამოვჯექი... ისე, რომ შენთვის პროფილში მეცქირა...
შენი ყურები ყოველთვის აღმაგზნებდა ხოლმე...
ეხლაც შენს ყურს შევეხე თითებით...
თავი ჩემსკენ გადმოხარე... ოდნავ შემოატრიალე... და ისევ აქვითინდი...
შენი ხელი, ხელში მეჭირა და ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა...
ტუჩები ყურთან მოგიტანე და ჩუმად, ისე, რომ არავის გაეგო, გკითხე...
- ძვირფასო რატომ ტირი???
ერთხანს ასე მიყურე... ჩვენი თვალები ერთმანეთს უბრად უცქერდნენ...
მერე თავი დახარე და კვლავ უხმოდ აქვითინდი...

* * *
ვხედავდი, როგორ გტოვებდი... სადღაც უსასრულობაში გაჩერებულს, შენი ქვითინიღა ჩამესმოდა... შენ ძლივსღა გხედავდი... შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა... მე კი გტოვებდი... უნდა დამეტოვებინე... უნდა წავსულიყავი, რომ გამეგო შენი მოწყენილობის მიზეზი... და წავედი...

* * *

ქუჩაში რომ გამოვედი... უეცარმა ქარმა უცებ შემაბარბაცა... ეზო ძლივს ვიცანი... გადასხვაფერებულიყო...
და წავედი...
მივდიოდი ქუჩაში და ორივე მხრიდან რატომღაც ყველა მე მიცქერდა...
ყველას საბრალო და შიშით აღსავსე თვალები ჰქონდა...
მე მივდიოდი...
ასეთ განწყობაზე არასდროს არ ვყოფილვარ... ასეთი მოშვებული... ასეთი ჰაეროვანი...
არაფერი არ მადარდებდა... მხოლოდ მივდიოდი... მივარღვევდი ჰაერს და მივდიოდი...
სახლებიც მეგებებოდნენ თითქოს... ხეები შრიალებდნენ... ქარი ქროდა, სუსტად... მაგრამ სასიამოვნოდ...
მეც ქარივით ვიყავი...
მინდოდა გავქცეულიყავი... მენავარდა... მაგრამ...
მე მივდიოდი...
მანქანებს ვხედავდი... ამდენი მანქანა ერთად არასდროს მინახავს... ყველა მე მოყვებოდა...
ჩემს უკან ჩემი ცხოვრება იდგა... მე კი ამ ცხოვრებისგან გავრბოდი...

* * *
შენ დაგინახე... უამრავ ხალხში, შენ დაგინახე... ტიროდი... და შემეშინდა... ისე შემეშინდა, რომ გავიქეცი...
გავრბოდი უკან მოუხედავად... არ ვიცოდი სად, მაგრამ გავრბოდი...
ერთხანს ასე ვირბინე... მერე დაღლილმა... შევჩერდი... და უკან მოვიხედე...
ჯერ მიტინგი მეგონა... მთელი ქუჩა გადაეკეტათ და შუა ქუჩაში მოდიოდნენ...
ცოტა მომეშვა...
მერე წინ მომავალი მანქანა დავლანდე...
მანქანის საქარე მინიდან... ჩემი სურათი მიცინოდა...





* * *
23.07.2009

როცა ყველაფერი თავიდან იწყება... გგონია, რომ არაფერი დასრულებულა...
მაგარი შეგრძნებაა... როცა არ იცი და თურმე, ყველაფერი იცი... როცა გგონია რომ დასრულდა და აღმოაჩენ, რომ ჯერ ძალიან შორია დასასრულამდე...
გიხარია...
შეიძლება სიხარულისგან გაგიჟდე კიდეც... მაგარია...
ასე ვართ ყველა... ხშირად ფაქტებს არასწორად აღვიქვამთ და გამოგვაქვს დასკვნა, განაჩენი...
შეიძლება ძალიან მტკივნეული, მაგრამ მაინც... ადამიანებს გვჩევია ასე... მოგვწონს როცა გვტკივა...
როცა შეიძლება ყველაფერი მარტივად იყოს...
მხოლოდ ერთი, თვალებში ჩახედვა კმარა ხოლმე... თუმცა ამას იშვიათად ვაკეთებთ....
არ ვენდობით ერთმანეთს და ამიტომ...
გვგონია, რომ ყველაფერი დასრულდა...
მზად ვართ მივატოვოთ, ხელი ვკრათ... სიყვარულს, რომელიც შეიძლება ერთადერთხელ გვეწვია ცხოვრებაში... ადამიანები ვართ და ამიტომ...
არადა, მერე აღმოაჩენ, რომ არც დასრულებულა და იჩქარე...
გადაწყვეტილებაში იჩქარე...
და მერე, მთელი ცხოვრება ნანობ... არადა, გინდა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს... რომ არ დასრულდეს...
ამიტომ, ხშირად გაიღიმეთ პრობლემებზე და ენდეთ, სიყვარულსაც და საკუთარ თავსაც...
მერწმუნეთ, როცა ყველაფერი თავიდან დაიწყება...
აღმოაჩენ, რომ არაფერი დასრულებულა....




* * *
21.07.2009

არ ვიცი...
ძალიან მინდა ვიცოდე, მაგრამ... არ ვიცი...
ვიცი, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ისე არაა, როგორც მე მინდა... მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
მთავარია ვიყო ბუნებრივი და ისეთი როგორიც ვარ...
მე იმდენად ვემორჩილები საზოგადებრივ კანონებს, რომ ვეღარ ვაცნობიერებ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ...
სად გადის ზღვარი ჩემს თავსა და იმ ნიღაბს შორის, რომელსაც ყოველ დღე ვაფარებ თავს?
ვინ ვარ მე?
არ ვიცი...
ეგ რომ ვიცოდე, რაღა მიჭირს... ეს რომ გავიგო, უნდა დავივიწყო ემოციები და განცდები და ვეცადო ჩემს თავს, სხვა ადამიანის თვალით შევხედო...
უნდა დავაკვირდე რას ვგრძნობ ამ წუთას... ოღონდ ტყუილის გარეშე... ვინაიდან საკუთარი თავის მოტყუება, აბსოლუტური ნონსენსია...
და კიდევ...
მე მუდმივად ვღალატობ საკუთარ თავს... ვივიწყებ ბევრ რამეს, მათ შორის ჩემს შინაგან სამყაროს და ვიქცევი ისე, როგორც ამას საზოგადოებრივი წესები და ახლობლობა მოითხოვს...
საკუთარი თავის ღალატი კი... ვიცი, დადებითი შედეგებით არ მთავრდება...
იმის გარკვევა, თუ ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და რას წარმოვადგენ... დამეხმარება ჭეშმარიტი სურვილების და მიზნების გაცნობიერებაში...
მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არ ვიცი ვინ ვარ და რა მინდა....
იმიტომ, რომ... მეც ერთი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და...
მეც, ბევრი რამ...
არ ვიცი....





* * *
20.07.2009

უკვე დავიღალე...
ზოგი, გაჩერდიო მეუბნება... ზოგი, ჩქარა იარეო...
არ მესმის და მომკალით...
ზოგს რატომ ეჩქარება ასე და ზოგი რატომ მიზოზინებს???
და თან ყველაფერს რომ სხვას აბრალებენ, ოღონდ საკუთარ თავს არა...
უკვე დავიღალე...
ადამიანები მღლიან... ჩემს გარშემო ყველა არსება მღლის... უკმაყოფილო მასა... რომ ვერ გაურკვევიათ - რა უნდათ....
ანდა ისინი, რაღაცას რომ მიაღწევენ ცხოვრებაში და მერე აღარ იციან რა ქნან... საით წავიდნენ... თუ ერთ ადგილას იდგნენ... არ იციან და რა ქნან?
ან ისინი, ნამდვილ სიყვარულს რომ ზურგს აქცევენ... და ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს არაფერი მომხდარა... თითქოს, ყველაფერი წესრიგშია... არ იციან...
მე კი ვიცი...
მაგრამ, მე დავიღალე...
მთელი სიცოცხლე, რაც თავი მახსოვს... კედელზე ვარ ჩამოკიდებული და ელემენტის შესაცვლელად თუ ჩამომხსნიან ხოლმე, 6 თვეში ერთხელ...
მე დროს ვითვლი... ადამიანებისთვის...
მე ადამიანების დრო ვარ...
სიცოცხლით სავსე დრო...
დრო, რომელიც ხანდახან სიკვდილზე უარესია...
დრო, რომელსაც... გინდა თუ არა, მაინც თავისკენ მიჰყავხარ... და თავის ნებაზე გატარებს....
მე დრო ვარ, რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის... დამიჯერეთ, რომ მესმის...
მაგრამ, ისიც დაიჯერეთ, რომ ძნელია, მთელი ცხოვრება სადღაც მიდიოდე... სულ მიდიოდე...
მიდიოდე...
დროს ვერ გააჩერებთ და დროს ვერავინ მოაბრუნებს...
ჩემს გარდა...
იმიტომ რომ დრო, მე ვარ....






* * *
19.07.2009

მინდორში თოკზე ვკიდივარ და... ვფიქრობ...
წვეთები ღვარად დამდის და ჩემს დაბლა გუბე სარკესავით პრიალებს...
თოკზე ვკიდივარ და... ვფიქრობ...
თოკი თანდათან ვიწროვდება და კიდევ უფრო და უფრო მიჭერს... წვეთებისგან სულ დავიცალე... ჩამოვდნი... მე მაინც ვკიდივარ...
ქარის ყოველ მიმობერვაზე... სიფრიფანა ქაღალდივით ხან იქეთ ვფრიალებ და ხან აქეთ...
ეხლა უკვე, ერთი სული მაქვს... როდის დასრულდება ეს ყველაფერი...
მე კი... ვკიდივარ და... ვფიქრობ...
იქნება ვინმე მადლიანი მოვიდოდეს და ჩამომხსნიდეს ამ თოკიდან... ნეტა ვინმე ეხლა ჩამომხსნიდეს და...
ვფიქრობ...
იქვე ახლოს... რომელიღაცა სახლის ფანჯრიდან... ბავშვის თავი გამოჩნდა და გამიხარდა, იქნებ დამინახოს... იქნებ საშველად ვინმეს მოუხმოს...
ქარიც რომ ძლიერდება???
მგონი წვიმასაც აპირებს...
რა უბედური ვარ....
ვფიქრობ...
ვფიქრობ...
ვფი... ქრობ...
ვფი...

* * *
- დედა, ნახე? ჩემი შარვალი დროშასავით ფრიალებს ქარზე...
- მომიკვდეს თავი, წვიმას იწყებს მგონი... ჩამოვხსნი სარეცხს, თორემ დამისველდება...- ქალი ბავშვს მადლიერების ნიშნად თავზე ხელს უსვამს.... და გარეთ, აჩქარებული გადის...





* * *
19.07.2009

უხდებოდნენ ერთმანეთს...
უყვარდათ...
სიყვარულში ათენებდნენ და აღამებდნენ...
ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ... სულ ერთად იყვნენ...
როცა ჩვენს ეზოში გამოივლიდნენ... ყველა მათ უყურებდა...
ერთი მაღალი იყო და ვაჟკაცური...
მეორე კი ნაზი და სიფრიფანა....
ერთი სიამოვნება იყო მათი ცქერა....
ბევრი გულში ლოცავდა...
ბევრს შურდა... და თვალს არიდებდნენ...
ისინიც არავის ერიდებოდნენ და დღედაღამ სულ ერთად დადიოდნენ... ერთმანეთით ცხოვრობდნენ...
და ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს... მათ ერთად ვერ დაინახავდნენ....
მაგრამ... ერთ საღამოს მაღალი... ეზოში მარტო გამოვიდა...
მის თვალებში, ის ვარსკვლავი აღარ კიაფობდა...
მგონი დაბერებულიყო კიდეც...

***
ეზოში... ცალკე სიცხისგან და ცალკე დომინოს თამაშისგან მისავათებულები... ლუდს შევექცეოდით, როცა მან გამოიარა...
ადრე ჩვენსკენ არც გამოიხედავდა.... ეხლა კი...
ჩვენთან მოსულიყო და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... თვალებში შემოგვცქეროდა... და თვალებით რაღაცას გვთხოვდა...
- გადი ძაღლო, რას მოგვჩერებიხარ...- მიაძახა ერთმა და ფეხი მოუქნია...
შეურაცხყოფილმა და კუდამოძუებულმა დაგვტოვა... ხან წინ იყურებოდა და ხანაც ჩვენსკენ გამოაპარებდა თვალს...





განრისხებული ზღვა....
14.07.2009

გამიგია...
ზღვა ლამაზი ქალია...
ქალი,
რომელსაც არ უნდა ენდო...
აბობოქრებული....
ფაფარაშლილი...
განრისხებული ზღვა გინახავთ????
მე მინახავს... და ისევ მენატრება...
ზღვა, რომელსაც შეუძლია წაგიღოს და გაგიტანოს...
ზღვა, რომელიც არაფრის წინაშე არ იხევს უკან....
ზღვა, რომელსაც ძალიან უყვარხარ და... თან ეზიზღები... ვერ გიტანს...
ზღვა, რომელიც შენს ნაპირებს ეხეთქება და აქაფებული, ისევ უკან ბრუნდება...
განრისხებული ზღვა... ლამაზი ქალივითაა...
განრისხებული ზღვა... ისევ გითრევს...





ჩანა(ხატი)...

მიტინგზე გამომსვლელს გამომსვლელი ენაცვლებოდა
გულზე მჯიღების რტყმასა და ყვირილში, მთელი დღე გავიდა და ჩამოღამდა
მერე დავიშალეთ
მე იქვე, ახლოს, ღამის კლუბი მოვძებნე და მთელი დღის განმავლობაში მიღებული ემოციების, ასე ჩაწყნარება გადავწყვიტე
კლუბში ვაპირებდი შესვლას, რომ შესასვლელში ასე, 11 ან 12 წლის ბიჭი მომიახლოვდა და ხატი შეიძინეო, მთხოვა...
მთელი დღის დამძიმებული თავის, კიდევ უფრო დამძიმებას წაყრუება ვარჩიე და ვითომ არც დამინახავს, გვერდი ისე ავუარე
კლუბში შესულს სიბნელემ და პროჟექტორების გამჭოლმა, მორბენალმა სხივებმა თვალები ამირია ვერაფერი გავარკვიე და ერთხანს ასე ვიდექი
მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა საგნები ნელ-ნელა გავარჩიე და ბარისკენ წავედი
იქვე დახლთან, მაღალ სკამზე შევხტი და მოვკალათდი
ბარმენმა 50 გრამი ვისკი დამისხა და ჭიქა ეფექტურად გამომიცურა ჭიქას ხელი შევახვედრე და სასწრაფოდ პირისკენ გავაქანე
როგორ მომწყურებია
პირველს მეორე, მეორეს მესამე მოყვა და
მერე, მერე უკვე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.
როცა გამოვფხიზლდი, უკვე დილა იყო ბარის შესასვლელთან ბორდიულზე ვიჯექი
თავზე ასე 11 ან 12 წლის ბიჭი დამდგომოდა და სასაცილო სახითა და ჩემთვის გაუგებარი ენით, რაღაცას მთხოვდა
და ყველაფერი გამახსენდა რომ დღეს, ისევ მიტინგი იყო დანიშნული




მეშინია

მეშინია
იცი როგორ მეშინია?
საკუთარი თავის მეშინია მცივა
ეხლა ვიგრძენი, რომ თურმე, ძალიან ცივა
სიცივემ ტანში დამიარა და შემაცია სულმთლად ვკანკალებ
მინდა ავდგე, ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე, უხილავი ძალა უკან მაგდებს
ცუდად ვარ.
მეშინია
ცხოვრების მეშინია, მეშინია რომ დაგკარგავ.
რომ ვერასოდეს ვეღარ გნახავ და შეიძლება ეს დღე უკანასკნელი იყოს
ეს ისე მაშინებს, რომ ალბათ გავგიჟდები
ეხლა, რომ ვერ ავდგე, შეიძლება მართა გავგიჟდე შეიძლება შიშისგან გავგიჟდე შენი დაკარგვის გიჟური შიშისგან
ისევ ვიწევი მაგრამ ამაოდ.
რა საშინელებაა, როცა გინდა წამოდგე და სწორედ მაშინ ვერ დგები მაშინ არ გემორჩილება გონება
არადა გადავწვიტე, მკლავები მოგხვიო გულში ჩაგიხუტო და არასოდეს, არასოდეს არ გაგიშვა
მაგრამ არ შემიძლია, რადგან ამის ძალა არ მაქვს
მეშინია

P.S.
იქვე, ახლოს
ჩემს ფეხებთან შენთვის განკუთვნილი და შენს მიერ უარყოფილი იები მორცხვად მიბღვერენ




ეხლა ომია...
10 აგვისტო 2008 წელი

ტყვიების ზუზუნში არაფერი მესმის...
თვალები, მხოლოდ ჯარისკაცთა ლანდებს არჩევენ...
ეხლა ომია და მაინც მენატრები...
მგონია, ვერასდროს გნახავ... არასდროს დაბრუნდება, ის დრო...
ეხლა ომია...
ომშიც, ხომ შენს გამო წამოვედი... ყველაფერზე მზად ვიყავი... სიკვდილიც კი არ მაშინებდა ისე, როგორც შენი დაკარგვის შიში...
ჯარისკაცებს სიცოცხლე სწყურიათ და ყველა გადარჩენისთვის იბრძვის...
მეც ვიბრძვი...
მეც მინდა დაბრუნება...
სიკვდილი არ მაშინებს...
ალბათ იმიტომ, რომ სიცოცხლე სიკვდილზე მეტად მიყვარს...
ალბათ იმიტომ, რომ შენ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...
სიყვარული აქაც მეხმარება... თუმცა, ტყვიებს ვერაფერს ვაკლებ...
ტყვიების ზუზუნში აღარაფერი მესმის... მხოლოდ საკუთარ გულს ვუსმენ...
ეხლა ომია...
აქ ფიქრის დრო ბევრია... მეც ვფიქრობ...
ომში, ცოტანი ფიქრობენ მომავალზე...
ომს მომავალი არ აქვს...





შენ ქალი ხარ...

შეიძლება, შენი ნებით არ გინდა, მაგრამ ასეა... შენ ისიც კი იცი, რომ ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ...
შენ ქალი ხარ...
სუსტი ქალი... ტკივილამდე სუსტი...
შენ ქალი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედი ხარ... შენ, ვიღაცის ბედი ხარ...
იბრძოლებ თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია...
მთავარია, რომ...
შენ ქალი ხარ...
და ძნელია იჩქარო, როცა შენს უკან ვიღაცაა, როცა შენით ვიღაცა სხვა ცოცხლობს და შენით არსებობს...
შენ ქალი ხარ...
არადა, რა ძნელია იყო უხეში, როცა შენ, თავად ნაზი არსება ხარ, ჰაეროვანი, მაგრამ გახსენდება, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ხანდახან გიწევს იყო უხეში...
შენ ქალი ხარ...
არადა, ძნელია სუსტი იყო, თუკი შეგიძლია იყო ძლიერი...
არადა იცი, რომ შენ ხარ ულამაზესი, უსაზღვრო ბრწყინვალება... სიძლიერე და სიმდიდრე ამ დროს უშედეგოა და არაფრის მომტანი, მაგრამ ისიც არ გავიწყდება, რომ კეთილი გული და ზოგადად სიკეთე ყველაფერს წონის ამ ქვეყანაზე.
შენ ქალი ხარ...
მიუხედავად იმისა, რომ სუსტი ხარ, მაგრამ ამავე დროს ძლიერიც... შენ იცი, რომ შეგიძლია, ის დიდხანს არ ნახო... მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის არ დაგავიწყდეს...
და მერე ხვდები, რომ შენი ცხოვრება შენს ხელთაა... თუმცა ძნელია გიყვარდეს თუ ეს ცოდვაა, ძნელია სუნთქვა, თუკი მკერდში გული არ გაქვს...
შენ ქალი ხარ...
და შენი გაგება, ხანდახან, ძალიან ძნელია... რადგან შენ, ის სულაც არ ხარ, როგორსაც სხვები ხედავენ... ისე იქცევი, თითქოს შენთან ყოფნა უიმედობაა... მაგრამ, იმასაც ხვდები, რომ უშენოდ ირგვლივ მხოლოდ სიცარიელეა... მხოლოდ სიცარიელე...
შენ ქალი ხარ...





* * *

წაშლილი კვალი გადათელილი კვალი ღამე ლამპიონების მკრთალი ნათება ხეების აჩრდილები ღამეში და წვეთები აქა იქ რომ ეცემიან სივრცე უსაშველოდ დიდი სივრცე ბილიკი საცალფეხო ბილიკი შენობებიდან გამოსული მკრთალი სინათლე და წყვილი ფეხის საოცრად შეხმატკბილებული ხმა მთვარე. ნისლში დაფარული ნახევრად მთვარე ცის კაბადონზე შავად მოქუფრული ღრუბლები. ლანდები ქუჩაში მოსიარულე ლანდები ცივი ლანდები, ცივ ღამეში გაყინული მზერა და გაყინული გულები ლოდინი, უსაზღვროდ დიდხანს ლოდინი




* * *

ნისლი, ქარი, საშინელი ამინდი, ფოთოლმოყრილი ბილიკები და საშინლად ჩუმი ტბა საცოდავად მიკუნტული და გაყინული, გაშიშვლებული ხეები ნისლი ისეთი ნისლი, რომ გარშემო ვერაფერს ხედავ სიარული უაზრო, მაგრამ აზრიანი და მიზანი კანტიკუნტად მოსიარულე წყვილის მორბენალის სიარული. რომელიც მთელი საღამო გრძელდება რომელიც არასდროს მთავრდება სიცივე რომელსაც ვერ გრძნობ გაყინული სხეული და გაყინული გრძნობები რომელსაც მხოლოდ სითბო თუ გაალღვობს




* * *

რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოვხვდი... საოცარი დარტყმა... ხმაური... ერთმანეთში აირია... მეგონა ყველაფერი დასრულდა... დამთავრდა... წამიერი გაოგნება... წამიერი გაელვება ვიგრძენი... ერთხანს თვალების გახელის მეშინოდა... მერე, მერე როცა გავახილე... გამიხარდა... თითქოს ისევ დავიბადე... ხელახლა დავიბადე... ისევ მოვედი....





* * *

ისევ ამოვა... აენთება... გაშლის ფერებად... ამოანათებს და ცხოვრებაც მოგეფერება... მერე წამოვა, იმედები და ოცნებები... ნაღდი გრძნობები... სავსე ვნებებით...

მერე დაიწყებს... რომ არ იყოს, მერე გვიანი... რომ აღარ გითხრას, დაიგვიანე...

ისევ ამოვა... ისევ მოვა ათას ფერებად... და ძარღვებიც, უსაშველოდ დაებერება... ამოანათებს კაბადონზე და გადმოკიდებს... სითბოსთან ერთად, ნარნარა სხივებს... ამოანათებს, აენთება... ისევ ამოვა... დამიჯერე ყველაფერი... მართლა გამოვა...





* * *

ისევ მოვედი და თვალები გავახილე... უჩვეულოდ მეჩვენა აქაურობა... თითქოს შეცვლილაო... თვალები გავახილე და თვალებს არ დავუჯერე... ნუთუ ეს მე ვარ... ნუთუ... თვალები ისევ დავხუჭე... მერე ისევ გავახილე... არა ეს, მე ვარ... მაგრამ მე ჩემი თავი ასეთი არ მახსოვს... მე სხვა ვიყავი... აშკარად სხვა... ეხლა სხვა ვარ... განსხვავებული და... ამოუცნობი... ჩემს თავს ვერ ვცნობ... ნუთუ მეჩვენება?... ნუთუ ისევ სიზმარში ვარ... ნუთუ ისევ მძინავს... თვალებს რაც შეიძლება მაგრად ვხუჭავ... ისე, რომ ძარღვები დამებეროს... სისხლი ტვინს აწვება... მერე ისევ ვახელ... არა, ყველაფერი რეალობაა... თვალებს კიდევ უფრო ფართოდ ვახელ... უფრო კარგად მინდა დავინახო ყველაფერი... მინდა უფრო კარგად შევიცნო რეალობა... მიხარია რომ, ისე მოვედი... მეყო ამდენი ძილი... ამდენი უიმედობა... ამდენი უძრაობა... ისევ მოვედი... თვალებს უფრო ფართოდ ვახელ და ვმშვიდდები... ეს მე ვარ...




* * *

რაა ბედნიერებისთვის საჭირო?... რაა სიცოცხლისთვის საჭირო?... რაა ოცნებისთვის საჭირო?.... მხოლოდ მონდომება... თუ არ მოინდომებ არც არაფერი გამოვა... ვერც ვერაფერს შეძლებ... მთავარია გინდოდეს... მთავარია გწამდეს.... რომ ამქვეყნად არაა პრობლემა, რომლის დაძლევა ადამიანს არ შეეძლოს... მთავარია უნდოდეს... მთავარია არ დაჭაობდეს.... სულით არ დაეცეს და არ დაყაროს ფარ-ხმალი... რაა ბედნიერებისთვის საჭირო?... პატარა ნაპერწკალიც კი... რომელიც აუცილებლად გადაიქცევა დიდ კოცონად... დიდ ცეცხლად, რომელიც აუცილებლად დაგწვავს თუ არ იცი რა გინდა... რაა ბედნიერებისთვის საჭირო?... ბევრი არც არაფერი... არც ფულია ბედნიერება და არც ამქვეყნიური მოჩვენებითობა... მთავარია რა უნდა გულს... მთავარია რა გინდა შენ... მთავარია ჰარმონია...





* * *

მომეცი ხელი... ამომიყვანე.. აქ უსაშველოდ ბნელა... საშინელი სიმარტოვეა და საოცარი უიმედობა... მომეცი ხელი... მომეცი... თორემ დავრჩები ასე... ნუთუ ვერ მხედავ?... ხელგამოწვდილი ვდგავარ და გიცდი... აღარ მინდა ამ სიბნელეში... სინათლე მინდა... ცხოვრება მინდა... სიცოცხლე მინდა... აქ კი წყვდიადია... და მეშინია... მეშინია... მერამდენედ მოდიხარ და მიყურებ ასე... ზემოდან... შეგიძლია ამომიყვანო... შეგიძლია გამათავისუფლო... მეც მინდა თავისუფლება... სულ მარტო ვდგავარ... ბილიკი ვიწროა და თან ეკლიანი... ყოველ წაბარბაცებაზე, სხეული მეკაწრება... სისხლი იარებიდან ღვარად მდის... მაგრამ თავისუფლების სურვილი იმდენად დიდია... ვეღარ ვგრძნობ ტკივილს... მომეცი ხელი... აქ არ დამტოვო... აქ აღარ მინდა...





* * *

მზეზე ვთბები და... შენი თმები და... შენი ღიმილი... შენი თვალები... შენი თითები... შენით ვტკბები და... შენთვის ვმღერი და... მომაქვს ვარდები...
მზეზე ვთბები და... შენი ბედი და... შენი ნაღველი... შენი ტანჯვები... შენზე ვლოცულობ... შენით ვთვრები და... მრავალათასჯერ განაწვალები...
მზეზე ვთბები და... შენი თმები და... შენი უმანკო, სულის განცდები.. შენი მზერა და.... შენი სუნთქვა და... შენი ტანი და.... შენი ღაწვები...
მზეზე ვთბები და... პალიტრა მათრობს... მეძახის ფუნჯი... მუდამ თანმდევი... შენი ცქერა ვარ... შენი აზრი და... შენი უფერო პეიზაჟები...
მზეზე ვთბები და... მზეში ვრჩები და...





* * *

...მინდოდა თითქოს და არც მინდოდა... ვხედავდი თითქოს და არც ვხედავდი... მესმოდა თითქოს და არც მესმოდა... მივდიოდი თითქოს და არც მივდიოდი... არადა მინდოდა კიდეც... ვხედავდი... მესმოდა.... და... მივდიოდი კიდეც...
წვიმდა თითქოს და არც წვიმდა... წვეთები თითქოს მეცემოდა და არც მეცემოდა... მციოდა თითქოს და არც მციოდა... მზე თითქოს ანათებდა და არც ანათებდა...
სიცოცხლე მინდოდა თითქოს და არც მინდოდა...



* * *

"... სიყვარული თუ გაქრება..
მზე იტირებს და ჩაქრება..
ჩვენ ვერ გავიგებთ, რა ხდება...
გაჩერდება დრო..
დრო, დროზე ჩქარა მიქრის...
დროს არ გვიტოვებს ფიქრის...
ერთად თუ არ ვართ დღეს...
ხვალ, შენც გაქრები და მეც...
სიყვარულს რომ რამ გააქრობს...
არ დავიჯერებ არასდროს...
ფიქრი რად უნდა დროს...
როცა უნდა თოვს..."
***
უბრალოდ...
მიყვარხარ...
და...
ამით ყველაფერია ნათქვამი...





* * *

მამაკაცი ნერვიულობს პრობლემებზე, რომლებიც ცხოვრებისეულ წარმატებებთანაა დაკავშირებული... ფულთან... ქალებთან... იმ ერთადერთის ძებნასთან... ან დაკარგულ სიყვარულთან... რა თქმა უნდა ნერვიულობს სამსახურზეც... ფინანსურ წარმატებაზე.... მომავლის გეგმებზე და სიბერეზე...
ეს ყველაფერი ხშირად ქალისთვის ნაცნობია... რა თქმა უნდა... ეს მამაკაცი ძალიან გგავთ თქვენ, იგივე პრობლემები აქვს... რაც თქვენ. დიახ... მამაკაცები საერთო ჯამში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სოციალურ როლს... მათ შეიძლება სხვაგვარად გამოხატონ გრძნობები, მაგრამ იგივეს განიცდის... რასაც თქვენ.... ისევე არ არის ხანდახან დარწმუნებული საკუთარ თავში... იგივე შიშები აქვს... იგივე იმედგაცრუებები... იგივე იმედები...

აჩუქეთ მას თქვენი თანაგრძნობა და შეიბრალეთ იგი... დაე... თქვენს ურთიერთობებში... იდოს თანაზიარება... ეს გრძნობა ქალსა და მამაკაცს შორის ანგრევს... მათ შორის წარმოქმნილ კედელს და ხელოვნურ ბარიერებს... თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ ნამდვილ სიახლოვეს მამაკაცთან... სანამ არ მიიღებთ მას ისეთს.... როგორიც არის... ხოლო ამაში მისდამი თანაგრძნობისა და თანადგომის გრძნობა დაგეხმარებათ...

არ ვიცი რატომ, მაგრამ... მეფე ართურის, დედოფალი გინევერისა და მრგვალი მაგიდის რაინდის, სერ ლანსელოტის ურთიერთობა გამახსენდა... ლანსელოტი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ინგლისში ართურის სამეფო კარზე და საკუთარი გამჭრიახობით, მალე... მეფის ყველაზე ახლო მოკავშირე და მეგობარი გახდა... თუმცა ლანსელოტი გინევერით მოიხიბლა... მართალია გინევერის ართურიც გულწრფელად უყვარდა, ლანსელოტს დანებდა...





* * *
2008 წ.

"ბედნიერება იმ ქალში კი არაა, ვისთანაც დაწოლა გინდა, არამედ იმ ქალში, ვისთან გაღვიძებაზეც ოცნებობ..."

სიყვარული ჰარმონიაა... სრულყოფა პიროვნული, როცა კარგად ხარ სხვასთან... აი ესაა სიყვარული... თან როგორი სიმღერასავითაა... ჰარმონიაა... კლასიკური მუსიკასავითაა... და ჰარმონია რაღაა? ორი ადამიანის ურთიერთგაგება... ორი ადამიანი ერთ ადამიანად გარდაქმნილი... როცა ადამიანს სულიერი შიმშილი აქვს, ან ეკლესიაში მიდის, ან წერს... ადამიანი მარტო ურთიერთობით ივსება და სრულყოფამდე მიდის სულიერად და თუ არა... მაშინ ფურცლებში ჰპოვებს ადამიანი სულიერ საზრდოს... ეს დიდი რაღაცაა, არ ვიცი ვინმე ოდესმე ყოფილა თუ არა სრულყოფილი... მაგრამ ვიცი, სულიერი შიმშილის უკანონოდ შევსებისთვის დამხვრეტენ... გილიოტინაზე დამადებინებენ თავს და როცა მეფე ხელს აწევს, ჯალათი გილიოტინას მოიყვანს მოქმედებაში... მაგრამ ჩემი ბოლო სიტყვა მაინც იქნება: თავისუფლებააააააააა....
გამიგია, სიყვარული გრძელდება იმდენ ხანს, რამდენსაც იმსახურებსო... და, მხოლოდ იშვიათი სიყვარული იმსახურებს უკვდავებასო...






* * *
2008 წ.

და მაინც რაა სიყვარული ?!
ეს გრძნობა ყოველთვის უდროო დროს ეწვევა ხოლმე ადამიანს... შეიჭრება მის ჩვეულ ცხოვრებაში... აურევს გეგმებს... თავგზას... გრძნობებს... და ააფორიაქებს... სიყვარული ავადმყოფობას ჰგავს: აგატკიებთ გულს... სხეულს... თავს...იგი ადამიანს ისე ცვლის, რომ საკუთარი მშობლები ვეღარ ცნობენ ხანდახან... და მათი საქციელი უკვე აღარ ექვემდებარება ლოგიკას...
მაშ, რა არის სიყვარული... რაში გვჭირდება იგი? სიყვარული  უცნაური საჩუქარია... რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს... რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი... არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს... ხოლო შემდეგ... ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს... ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული... მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული...
შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული... და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს... გახშირებული გულისცემა... ციებიანივით სუნთქვა... კუნთების კანკალი... სველი ხელისგულები... აწითლებული ლოყები... უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა... იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია... ეს თავისებური დაავადებაა, სიმპტომებიც ასეთი აქვს.... მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა.... ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე... ვიღაცისთვის 12 წელი... ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ... თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს... მაშ, რაში გვჭირდება იგი... თუ ტანჯვა-წამების მოტანაც შეუძლია? მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში... რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა... რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები... ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება... და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს...
როგორც ამბობენ, ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო ორმოცი წლის ქალმა (ან მამაკაცმა) შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა... გიყვართ უკვე, არა გარეგნობისათვის... არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის... საერთოდ არაფრისათვის... უბრალოდ გიყვართ... და ამას, ყოველი უჯრედით გრძნობთ... თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ...
სიყვარული მრავალსახიანია... და ვერავინ გვეტყვის ზუსტად... თუ როდის და ვინ შეგვიყვარდება... და რომელი სიყვარული გვეწვევა... მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგვეპარება...





* * *
2008 წ.

როცა გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ.... შენს სიყვარულს, ვით ზღვას უსაზღვროს, ვერ დაიტევდა ცხოვრების ზღუდე... უნდა გესმოდეს, რომ..... ასე მხოლოდ, შენ არ იქნები, რომ იქნება სხვასაც შეუძლია უსაზღვროდ და უსაშველოდ შეყვარება... რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი რომლის გულისთვისაც ღირს ცხოვრება, რომლისთვისაც ღირს თავის გაწირვა... ადამიანი, რომელიც სულიერად და შინაგანად შენთანაა... იცი?... ხანდახან გვეშინია კიდეც, რომ ერთი არ გავხდეთ... ორი ადამიანისგან შემდგარი... ერთი პიროვნება.... ხანდახან იმასაც კი ფიქრობ, რომ.... რასაც გრძნობ... ამ გრძნობის მქონე ადამიანებს ყველაფერი კარგად და ლამაზად ეჩვენებათ... არადა, ცხოვრებამ გვასწავლა... რასაც არ გვინდა არ ვიღებთ მისგან და რასაც არ გვინდა, არ ვხედავთ... მადლობა ღმერთს... არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო არ ხედავენ... ან არ ესმით... არამედ, უმეტესად არც იგებენ ხოლმე და.... არც უსმენენ ვინმეს... როცა ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ... როცა ჩვენი თავის გვჯერა... როცა ვიცით რასაც ვაკეთებთ... როცა.... უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია... როცა... სამყარო მხოლოდ შენთვის ტრიალებს... როცა... სიცივეში დგახარ და სიცივის არ გეშინია... როცა ცხოვრება გიხარია.... როცა გიხარია, რომ იპოვე ვიღაც... ვისაც ენდობი... როცა ის შენშია....





* * *
2008 წ.

წუხელ წმინდა ნინო გამომეცხადა... სულ თეთრებში იყო... და ირვლივაც სულ თეთრი შარავანდედით იყო მოცული... და ისეთი გაბრწყინებული იყო... რომ თვალს ვერ ვუსწორებდი... მის ფერხთით ვეგდე ერთხანს ასე... მერე ხელი შემახო მხრებზე და თითქოს ჩემშიც ყველაფერი განათდა, გაცისკროვნდა... მერე... მერე... ყველაფერი გაქრა...მერე გავიღვიძე და... საოცარი შვება ვიგრძენი... მერე... ყველაფერი თავიდან დაიწყო...





* * *
2008 წ.

შესაძლებელია... ამ სამყაროში.... საოცრად ლამაზ სამყაროში... შენ უბრალოდ.... ჩვეულებრივი ადამიანი ხარ... ადამიანი, რომელსაც არც ამბიცია გამოძრავებს და არც ზედმეტი ფამილიარობა... მაგრამ ვიღაცისთვის შენ... შეიძლება მთელი მსოფლიო იყო.... მთელი სამყარო... -გენიალურია არა?... საოცრად ადამიანური და ლამაზი... მაგრამ, ზოგჯერ სხვის სიტყვებს უაზროდ,... დაუფიქრებლად ვიმეორებთ.... და მოგვწონს... ვეთანხმებით... ცხოვრებაში კი სულ სხვას ვაკეთებთ... ან... სულ სხვა გამოგვდის... ამიტომ უნდა დავფიქრდეთ... ადამიანები ცხოველებისგან, ხომ იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ ფიქრის.... და ანალიზის უნარი შეგვწევს... ჩვენც ვიფიქროთ... ფიქრისთვის დრო ბევრი გვაქვს... გულს მოვუსმინოთ მხოლოდ და გონებას ნუ დავუჯერებთ... ეს არაფერს გვარგებს.... მე მომწონს მარკესის ეს ფრაზა, მაგრამ... ცოტანი თუ ვცხოვრობთ ასე...




* * *
ძალიან ძნელია, როცა არ გინდა წასვლა... მაგრამ უნდა წახვიდე... მეც მივდივარ... უნდა წავიდე... მე ყველასგან შორს ვიქნები... ჩემთვის... აღარავის შევაწუხებ... მე მივდივარ... უკვე გადაწყვეტილია... მშვიდობით...







* * *
2008 წ.

შემოდგომის ცივი საღამო... ნაცნობი ადგილი... და... ნაცნობი დრო... მოვდივარ და ვზივარ ყოველ საღამოს... მე მაინც მოვდივარ... ნაცნობ სკამზე ვჯდები და სიგარეტს საათობით ვაბოლებ... მე შენ გელი... მე მაინც გელი... ადამიანები მიდი-მოდიან... ზოგი სადღაც მიიჩქარის... აქ, წყვილებიც დასეირნობენ... ხელები გადაუხვევიათ ცხოვრებისათვის... და უშიშრად მიაბიჯებენ... მათთვის არაფერი და არავინაა ირგვლივ... მხოლოდ ერთმანეთი... მე ვზივარ... მარტო... ცივ სკამზე და გელი... საშინლად ცივა... სიცივე ძვალ-რბილში აღწევს... საშინლად ცივა... შეიძლება გაიყინოს კაცი... მაგრამ, წყვილები მაინც დასეირნობენ.... მათ ვერაფერი შეაშინებთ... ვერც სიცივე....







* * *
2008 წ.

მკვლელი ცოცხალი რჩება... მან უნდა მოინანიოს... მისთვის არსებობს გზა... მისთვის არჩევანი არის... თვითმკვლელი არჩევანს არ იტოვებს... მისთვის გზა აღარ არსებობს... ის ყოველთვის პატიებას სთხოვს ყველას,... ვისაც უყვარდათ... ან არ უყვარდათ... ის არავის უშავებს... მას მხოლოდ საკუთარი თავი ეზიზღება... მას მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია დაუმტკიცოს... მხოლოდ საკუთარ თავს,,,





* * *
2008 წ.

ტ-ყუილად ბრაზობ..

ა-რ გაქვს საბაბი...

ჯ-ერ მხოლოდ დღეა

ა-რ გინდა ფიქრი

ბ-ოდვაა ეს ყველაფერი და

ო-ცნება და იმედი

ნ-ოსტალგია და...

ე-მოცია




* * *
2008 წ.

შენ გეშინია, სიცოცხლის გეშინია... სიცოცხლის გეშინია... და სიყვარულის... ნამდვილი სიყვარულის გეშინია... სიკვდილივით გეშინია... გგონია ვერ გაუძლებ... გგონია ისევ გულს გატკენს ცხოვრება... გგონია ყველა ერთნაირია... ყველას რაღაცა უნდა შენგან... შენ გეშინია... და მესმის შენი... არაა ადვილი გიყვარდეს... ადვილია გძულდეს... მტრობაა ადვილი, ჭეშმარიტი სიყვარული კი ძნელია... შენ მართალი ხარ... ყველას არ ძალუძს ჭეშმარიტად უყვარდეს... სიყვარული ძნელია... სასტიკად ძნელი... შენ გეშინია... მიკვირს რატომ, მაგრამ გეშინია... მე არ მეშინია... ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ უსაზღვროდ უყვარდეს... უსაზღვროდ სძულდეს... მთავარია რომელს აირჩევ...



***

უსიყვარულოდ... მზე არ სუფევს ცის კამარაზე... სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება... სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე.... არც უკვდავება არ არსებობს... უსიყვარულოდ.... მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი... როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს... იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს... არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს... იგი არ უხმობს...
შენ სიყვარულის გეშინია.... და მესმის შენი... არაა ადვილი გიყვარდეს...






* * *
2008 წ.

მე შენით ვცოცხლობ... შენით ვარსებობ... და შენით ვსუნთქავ... მითხარი რამე...
მინდა გიყვარდე... უბრალოდ... ისე... როგორც არასდროს არ გყვარებია..... მინდა სიყვარულს საბაბი მისცე, და ვიყოთ ქვეყნად დაუსაბამოდ.... ვფიქრობ და ვხვდები რა მემართება.. გულში პატარა ადგილი დარჩა... შენზე ფიქრი და შენზე ოცნება... მე ესღა დამრჩა.... შენს თვალებს ვხედავ, სიზმარში მხოლოდ... შენი სახე და შენი თმები და... შენით ვტკბები და... შენს გამო ვქრები...
მე ვერ გავუძლებ ამ ემოციებს... ცხოვრების გავლას მძაფრი ბრძოლებით...
მე მივატოვებ ყველას და სიკვდილს... მარტო, ეული შევებრძოლები...






* * *
2008 წ.

სიკვდილო... არ მიყვარხარ და მძულხარ... საშინლად მძულხარ... ვერ გიტან... ვერ გიტან... შენთვის არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდაა თუ მოხუცი... ყველას ერთ საზომში ზომავ და ეს მეზიზღება შენში ყველაზე მეტად... სიკვდილო, საშინლად მხდი... მინდა მოგკლა და აღარავინ, აღარავინ აღარ გამწარდეს... აღარც დედები, აღარც მეუღლეები, აღარც შვილები... მძულხარ.... მთელი არსებით მძულხარ და ძალიან ვწუხრავ რომ ისევ დათარეშობ, ისევ ბოგინებ... რა გინდა... რას გვერჩი???? რა დაგიშავეთ... ნუთუ შენთვის არაფერია წმინდა და კარგი??? ნუთუ ვერ ხვდები რომ ყველას მოაბეზრე თავი... ყველას ეშინია შენი, ნუთუ შენ არ გეშინია ადამიანების???ნუთუ ღმერთის არ გეშინია???? მკვლელებო.... არც თქვენ მიყვარხართ და თქვენც მძულხართ...ნუთუ არ გეშინიათ, როცა სხვას სიცოცხლეს ართმევთ??? ნუთუ საკუთარ თავზე მეტად არავინ განაღვლებთ??? მძულხართ მკვლელებო... არა არ მძულხართ, მე თქვენ მეცოდებით... თქვენ საოცრად საცოდავები ხართ... სიკვდილო.... შენ არავის უყვარხარ... შენ მკვლელი ხარ... პირსისხლიანი მკვლელი... თქვენ ყველა მკვლელები ხართ... და მეცოდებით...





* * *
2008 წ.

შენი, საოცრად ნაზი თითები, ჩემს თითებს ეხებიან... მინდა დავკოცნო... მინდა მოვეფერო... თითები ცივია და საოცრად ფაქიზი... ვცდილობ გაგათბო... მინდა გაგათბო... მინდა ჩაგიკრა და გაგათბო... სადღაც შორს... კოიოტი გაჰკივის, უკანასკნელ ხმაზე... სადღაც სიკვდილია ჩასაფრებული, მაგრამ... მე მაინც ვცდილობ.... სიცოცხლე მინდა... მინდა უსაზღვროდ მოგეფერო და უკიდეგანოდ გიყურო... შენს თითებს ვუყურო, შენს თვალებს ვუყურო, შენს თმებს ვუყურო და... გითხრა, რომ საშინლად ლამაზი ხარ... ეხლა ღამეა... ირგვლივ შენი სურნელი ტრიალებს და ვხვდები რომ, ყველაფერი ახლა იწყება...




* * *
2008 წ.

სიცივე ფეხებიდან წამოვიდა...
მერე... მერე მთელი ტანით ამიტანა სიცივემ და ამაკანკალა... ტუჩები და სახე სულ დამილურჯდა და გულთან, სადღაც შორიახლოს. მაგრად მომიჭირა.... ამაკანკალა... მერე ამატკივა... აკანკალებულ ხელს, გულთან ახლოს ვიჭერ და ვცდილობ ტკივილი შევაჩერო, მაგრამ ამაოდ.... სულ ერთიანად ვკანკალებ და მიხარია... მიხარია, რომ გული უფრო გამალებით მიცემს და ტკივილიც უფრო ახლოა, მიხარია... მიხარია, რომ მტკივა, მიხარია, რომ ვკანკალებ... თითქოს ირვლივ მთელი სამყარო გაიყინა... ყველაფერი გაიყინა... მხოლოდ გული ფეთქავს გამალებით და მისი ყრუ ტკივილი... უკვე საამოდ მეხამუშება... მერე, მერე ტკივილი უფრო მძაფრდება და... გულიც კანკალს იწყებს...
თითები კლავიატურაზე თავისით დადიან... და თავისით პოულობენ ასოებს... თითქოს კლავიატურაც გალურჯდა და აკანკალდა...





გალა-ქტიონისეული
2008 წ.

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ.. შუაღამე მართლა იწვის, დნება... გრძნობა, ვნება, გული, სევდა... ერთმანეთს რომ ენაცვლება... ყველაფერი მენატრება, რაც კი გვქონდა ყველაფერი მენატრება... შენი სილამაზე მარბმავებს და მაბარბაცებს..,
ვიცი დაბრუნდები... ისევ დამიბრუნდები... რადგან... გიყურებ როგორც ოცნებას...
მინდა ვილოცო... შენს წინაშე მინდა ვილოცო... გემთხვიო ფერხთით და...
პატიება გთხოვო... მერე თვალებში ჩაგხედო და გითხრა: რომ მიყვარხარ,
რომ უაზროდ მიყვარხარ... ეხლა კი ღამეა, შუაღამე იწვის და დნება...
შენ დამტოვე და მხოლოდ... ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე,..
მე და ღამე...
ღამე და მე...
მე და ....



* * *
2008 წ.

შენი თმები მოთიბული ბალახივით ხალასია და თივის ზვინივით იზნიქება ქარის ყოველ დაქროლებაზე... მინდა ქარი ვიყო... და როცა მომინდება მაშინ აგაფრიალო... როცა მომინდება მაშინ აგაფორიაქო... ისე, რომ ვერ გაგიო საიდან მოგეპარები, საიდან დაგიქროლებ... ქარი რომ ვიყო... გრიგალად გადავიქცეოდი, ქარიშხლად და... გაგიტაცებდი.... ჩაგიხუტებდი და არასდროს, არასდროს არ გაგიშვებდი... და ერთად ვიფრენდით... სამუდამოდ... ქარი რომ ვიყო... დავჯდებოდი შენს ფეხებთან და საათობით გიცქერდი... მინდა გიცქირო... სულ გიცქირო... მთელი ცხოვრება გიცქირო... შენი ცქერა არასდროს მომწყინდებოდა... მერე როცა შენი ცქერით ავფორიაქდებოდი, შენც აგაფორიაქებდი... შენ ამას აუცილებლად იგრძნობდი...
ქარი მინდა ვიყო... და როცა შენ დაგინახავ... მინდა ნახატები მეხატებოდეს... მინდა წერად გადავიქცე... როცა შენთვის დაუბერავს ქარი... შენი ქარი მინდა ვიყო... ქარი... ნეტარი ქარი და საამური...



სიკვდილი
2008 წ.

სიკვდილი - ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრული. სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან როგორც მდგომარეობაზე...
რა ცოტაა საჭირო სიკვდილისთვის, სულ ცოტა.... საოცარია მაგრამ, როცა ადამიანი იბადება, ან იზრდება... არც არავინ ფიქრობს სიკვდილზე... არადა რა ადვილია, რომ ადამიანმა ეს ქვეყანა დატოვოს... საოცარია...რა ცოტაა ამისთვის საჭირო... თან არავინ იცის, ვის როდის მოუწევს ბოლო... ეს საშინელებააა... როცა წარმოიდგენ, რომ დღეს კარგად ხარ და ხვალ, უცებ... შეიძლება აღარც იყო... შეიძლება გაგიჟდე.... ამიტომ ადამიანებმა დრო არ უნდა დავკარგოთ... უარის თქმის დრო სად გვაქვს???....





დაცემა
2008 წ.

ერთი... ორი... სამი... უკვე მერანდემედ ვითვლი ჩემთვის... ერთი... ორი... სამი.... არადა ჩავეშვი... სადღაც უფრსკულში ჩავეშვი... თავით გადავეშვი... უკან ამოსასვლელიც კი არ დავიტოვე... გადავეშვი და გადავეშვი... დაბლა, სულ დაბლა ვეშვებოდი... და ვფიქრობდი... ვდარდობდი.... გული გამალებით მიცემდა... მაგრამ, მაინც ვეშვებოდი და ვეშვებოდი... სულ დაბლა, დაბლა ვეშვებოდი... უსასრულო ნაპირისკენ, რომელიც ბრმად შემომყურებდა და მიხუტებდა და მიხუტებდა... ისევ ვითვლი ერთი.... ორი... სამი... რატომღაც ოთხის თქმა მეშინია.... მეშინია რომ ეს ყველაფერი დამთავრდება.... არადა არ მინდა დამთავრდეს, მინდა სულ ასე გრძელდებოდეს და ვეშვებოდე, უსასრულო ნაპირისკენ ასე ვეშვებოდე.... ერთი... ორი... სამი... ისევ ვითვლი და... მიხარია, რომ არ მთავრდება, დაშვება გრძელდება... ხანდახან დაშვება ამაღლებაზე ძნელია... ამაღლება უფრო ადვილია, ვიდრე დაშვება... დაცემა... მინდა დავეცე...




* * *
2008 წ

სიგარეტის ბოლში... უზომოდ მთვრალს, უაზროდ მაქანავებს.... თავს ვერ ვიკავებ... წამოდგომასაც ვერ ვახერხებ... რამდენჯერ წამოვედექი... ისე გამიქნია... დაჯდომა ვამჯობინე... შენ მახსენდები... შენ კი... შენთვის ალბათ სულერთია... შენი თვალები ეხლა სულ სხვას ხედავენ... ვგრძნობ როგორ გეფერებიან უცხო ხელები... შენ გგონია სხვა იპოვე... გგონია გიყვარს, მაგრამ ვიცი... როცა მას კოცნი... როცა მას ეხვევი... მაინც ჩემზე ფიქრობ...

ხვალ, ალბათ ისევ სახლში ვიქნები... ხვალაც ალბათ უაზროდ დავთვრები... რომ არასოდეს, აღარასოდეს დაგივიწყო...

იმ დღეებს ვუმზერ... შორიდან ვუმზერ... სიჩუმე მიმზერს... სიბნელე მიმზერს... იმ დღეებს ვნატრობ... იმ წამებს ვნატრობ... იმ წუთებს ვნატრობ... საოცრად ვდარდობ... ვუმზერ და ვნატრობ... ვნატრობ და ვდარდობ...




* * *
2008 წ.

რამდენი დღე გავიდა?.. შეიძლება ორი... სამი... ოთხი... ხუთი.... ან შეიძლება შვიდიც... მაგრამ, ასე მგონია, საუკუნე გავიდა... ასე მგონია, საუკუნეა არ მინახიხარ... არ ვიცი... ვიღაცისთვის შეიძლება ორი... სამი... ან ხუთი დღე, ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრია... ძალიან ბევრი... ისე ბევრი, რომ, არ ვიცი რა ვიფიქრო, როგორ დავივიწყო ეს ყველაფერი... როგორ დავმუნჯდე, როგორ დავყრუვდე, ან სულაც როგორ დავბრმავდე... ან როგორ წავშალო მეხსიერებიდან ის ყველაფერი, რაც იყო... რაც მოხდა... აი, ეხლაც ვზივარ... გიყურებ და ასე მგონია, ეს ყველაფერი სიზმარი იყო... ისე უცბად მოხდა ყველაფერი... ისე აირია ერთმანეთში წარსული და აწმყო, რომ ვეღარ ვხვდები სიმანდვილეში იყო ეს, თუ არც იყო საერთოდ... როდესაც გულზე მაღლა... გონება დგება, მაშინ ყველაფერი კვდება... გულში რაღაცა წყდება და ჭკნება... ჭკნება... ვნება ჭკნება... და სიყვარულიც ჭკნება, საუბედუროდ...




* * *
2008 წ.

მოულოდნელად ყველაფერი აირია... სამყარო დატრიალდა... უცნაური ხმა ჩამესმა... და გულთან ახლოს ტკვილი ვიგრძენი... ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.... უცებ, საიდანღაც, ორი ანგელოზი გამომეცხადა... ორივე, სხვადასხვა მხრიდან იდგნენ, განათებულნი... რაღაცას მეუბნებოდნენ... უცნაურია, თითქოს მეძახდნენ... ხელს მიშვერდნენ... მე კი მანქანაში ვიჯექი და წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი... თვალებს არ ვუჯერებდი... ანგელოზები აქეთ-იქედან იდგნენ და მე შემომყურებდნენ... თითქოს, ჩემი წაყვანა უნდოდათო... თითქოს, რაღაცას ითხოვდნენ... მე კი, ვიჯექი და ვუყურებდი...
მერე, მერე... თითქოს, ცივი წყალი გადამავლესო, უცებ... ყველაფერი ისევ აირია და დატრიალდა, ირგვლივ ყველაფერი გაბუნდოვნდა... როცა თვალები გავახილე... მანქანასთან პატრულის თანამშრომლები დავლანდე, სადღაც პატრულის ციმციმა ციმციმებდა....




* * *
2008 წ.

მზე ჩუმად ამოიწვერა... ნათელი მოჰფინა არემარეს... და დედამიწას ერთი გულიანად გაუღიმა... ხეებზე ფოთლები აშრიალდნენ... ჩიტებმა გამოიღვიძეს და ცაში გულიანად გაინავარდეს... მზე კი იდგა და იღიმოდა... განათებულ სახეზე დიდი შარავანდედი დაედო და იღიმოდა, უსაშველოდ იღიმოდა... ირგვლივ დათბა... სითბო ჩაეღვარა ზღვაში... რომელიც ღამისგან ჩუმად სადღაც მიკუნტულიყო და ელოდა მზეს... მზემაც არ დააყოვნა და ზღვას სხივები დააყარა, მარა რა დააყარა... ზღვა სიამოვნებისგან აფრუტუნდა... ზღვა უცებ შებარბაცდა და გამოცოცხლდა, ამეტყველდა და ამოძრავდა, ახლა უკვე სიამოვნებით გაშალა ტალღები და დედამიწასაც უფრო ხალისიანად შემოუტია... ასე ებრძოდა ზღვა ნაპირს... ნაპირზე მდგარი ადამიანები სიამოვნებით უყურებდნენ ამ ორთაბრძოლას და სახეზე კმაყოფილებ დაჰკრავდათ.... მზე უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა... კიდევ უფრო შორდებოდა მიწას, ხელიც მოიჩრდილა ერთი ხანობა, რომ კარგად დაენახა ქვემოთ რა ხდებოდა.... მაგრამ უკვე ძალიან მაღლა იდგა... მიწას ვერ ხედავდა, მაგრამ მზემ იცოდა, რომ მისი სხივები ბევრს უხაროდა, რომ მისი სხივები ბევრ გულში ღვრიდა სითბოს... და მზე იღიმოდა...





* * *
2008 წ.

ზიხარ და ფიქრობ, ცოდვილობს ფიქრი... აზრები უკვე უაზროდ მიქრის...
არავის გვიკვირს, როდესაც გვილხინს... ყოველთვის გვიკვირს...
როდესაც გვიჭირს.... ეხლა ღამეა... ფიქრს ეძინება... თუმცა იხსნება
ახალი ფაზა და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ოდესღაც... ბებიის
ფრაზა.. შვილო იყუჩე... და ეს სიტყვები ისევ ჩამესმის და
მეძინება... ფიქრთა მორევში ეშვება ღამე... თუ ეშველება ამ ფიქრებს
რამე....




* * *
2008 წ.

წახვედი... თითქოს მზე დაბნელდა... სიცოცხლე გაჩერდა... დრო
უსაშველოდ გაიწელა და გაქვავდა, ადგილზე გაშეშდა... არ ვიცი სად...
არ ვიცი ვისთან... როგორ ან რატომ... რა მინდა სხვასთან.... როცა
ხარ მარტო...

P.შ. მე
ვიცი სად.... მე ვიცი ვისთან....და ვიცი რატომ... მე მინდა შენთან,
როცა ხარ მარტო....




* * *
2008 წ.

ხან გგონია, რომ შენს ირგვლივ ყველაფერი ქაოსშია, უაზროდ ირევა ყველაფერი ერთმანეთში და არ იცი, რა ქნა... როგორ მოიქცე... გგონია სრულყოფისთვის რაღაც გაკლია... რომ ეს სრულყოფა ვიღაცაშია, ან სულაც რაღაცაში... რომლის გარეშეც ვერ იარსებებ და უბრალოდ გეშინია... მაგრამ თუ ეს არ გიხერხდება არასრულყოფილების გრძნობა გეუფლება და ამიტომ დისკომფორტს განიცდი, საშინელ დისკომფორტს... ცუდად ხარ, გინდა გაიქცე... გინდა იყვირო და ყველაფერი გააჩერო, შეაჩერო... დაამუხრუჭო... მაგრამ, ახერხებს კი ვინმე ამას?????..... შეძლებ კი??? ან საერთოდ ღირს კი რამის შეცვლა???... იქნებ დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის... და ყველა ერთად გავფრინდეთ უსასრულობაში?...



* * *
2008 წ.

იმედი, აშოლტილი ხესავით დგას... ჩამობელილი ტოტები კი... სველ მიწაზე ყრია და ელიან... ისინი განაჩენს ელიან... სველი ტოტები ელიან... ელიან როდის დაანაკუწებენ, და ბოლოს... როცა აუცილებლად დაწვავენ და დაანაცარტუტებენ..
შეიძლება უკეთესიცაა, რომ ჭრიან, რომ ანაკუწებენ...შეიძლება უკეთესიცაა, რომ მიდიან.... შეიძლება ასე იოლიც იყოს ტოტებისთვის ამ ტკივილის გადატანა... ვინ იცის? ტოტებისთვის, რომელთაც დღემდე სულ სხვა თვალები ელიან... იქნებ ეს ტოტები სულაც არაა ტოტები... იქნებ იმათაც ისე ტკივათ, როგორც ცოცხალ ორგანიზმს?.. იქნება ტოტებსაც უნდათ სიცოცხლე.... იქნება ტოტებსაც ელიან... კარგია როცა გელიან... გულით გელიან... როცა თვალები გელიან... სულ სხვა თვალები გელიან...




* * *
2008 წ.

ზოგჯერ გგონია, გაქცევით... რამეს შეცვლი... რამეს გამოასწორებ... გარბიხარ... და უკან არ იხედები... წარსულის დავიწყებას ლამობ... ებრძვი საკუთარ თავს...ფეხებით თელავ წარსულს... ნაბიჯს უჩქარებ... გული გაათმაგებით გიცემს... თავში უაზრო აზრები გიტრიალებს...
მაგრამ არის წამი... როცა ჩერდები და.... ხვდები, რომ მარტო ხარ... რომ გტანჯავს ნაღველი და მოგონება ლანდივით დაგდევს... ხვდები, რომ გაძარცვული და გამოფიტული დგახარ საკუთარი თავის წინაშე და... ლოცულობ, რომ ყველაფერი დაბრუნდეს...




* * *
2008 წ.

ამბობენ ცხოვრება მშვენიერიაო... საქმეც მაგაშია, რომ ამბობენ... თორემ, ეს რომ ასე იყოს, ეს სიმართლე იქნებოდა... ვისთვის როგორ და ვისთვის როგორ...



* * *
2008 წ.

გიორგობისთვე.
სიცივე. წვიმა. ცისკენ ტოტებგაშვერილი ჩონჩხებად ქცეული სველი ხეები. ფოთოლტალახიანი ორღობეები.
ფოთოლცვენა...
შემოდგომა. მარტოობის ცივი ქარი. უსასრულო მოლოდინი. იმედების ნაპერწკალი.
ფოთოლცვენა... მარტოობა. მონატრების ცივი წვიმა.
წვიმა, წვიმა. უსასრულო. ბინდისფერი სველი დილა. მარტოობა...
დამსხვრეული იმედების ჩუმი კვნესა.
ცაცხვის ხეთა ჩუმი ლოცვა. სიყვარულის მონატრება




* * *
2008 წ.

ამოუცნობი გრძნობა... მოულოდნელად, საიდანღაც ჩამოვარდა და პირდაპირ მე დამეცა... შემეძლო გვერდზე გადგომა, მაგრამ... თითქოს ერთ ადგილას გავქვავდი.... არადა მართლა მოულოდნელად მოხდა, არ ველოდი... ჯერ თავი ჩაიარა, მერე სხეული გამითანგა... და ბოლოს კიდურებსაც მისწვდა...ვგრძნობდი როგორ ტრიალებდა მთელს სხეულში... აღმაფრენა და რაღაც ზებუნებრივი ძალა თავისკენ მიმაქანებდა...უსასრულობისკენ... იქით, სადაც დასასრული არაა, ყველაფერი მარადიულია... მერე... თითქოს... ვიღაცამ დელეტე-ს ღილაკს დააწვა და, უცებ...ყველაფერი გაქრა... ყველაფერი ისე წაიშალა, რომ არც არაფერი დარჩა, კომპიუტერის ნაგვის ყუთს რომ გაასუფთავებ... ისე აღმოვჩნდი და შემეშინდა... ნუთუ ეს დასასრულია?!...




* * *
2008 წ.

აბობოქრებული მტკვარი... გაშმაგებული ტალღები... საოცარი სისწრაფე... მდინარის დინების... ხმა, გამაყრუებელი და ავის მომასწავლებელი... საშიში... და თან გულში ჩამწვდომი...
მტკვართან, ნაპირზე ვდგავარ და... ვფიქრობ... ვფიქრობ და ისევ, ვფიქრობ... რა საოცარია??? მდინარე მიჰქრის, მე კი ვდგავარ... ვდგავარ და ვფიქრობ... ვინა სთქვა წყალს გრძნობა არ აქვსო, მიკვირს... მიკვირს ვინაა მთავარი: ასეთი გრძნობით გაშმაგებული მდმინარე თუ მე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი...




* * *
2008 წ.

შეშფოთება, ცხოვრების შიში, გაოცება, დუმილი, სიცარიელე, სიცივის გრძნობა....
გრძელი თითები და მოკლე ჭკუა... გრძელი გზა და მოკლე შესახვევი... უეცარი იმედი და საოცარი უიმედობა.... ცრემლნარევი სევდა და სევდანარევი სიხარული... სიკვდილის უაზრო შიში და სიცოცხლე, რომელიც არასდროს კვდება....




* * *
2008 წ.

დილას სახლიდან გამოვედი თუ არა დილის სასიამოვნო სუსხი მეტაკა და შემაბარბაცა... მზე უკვე ამოსულიყო... და ისეთი მშვენიერი დილა იყო დაუფიქრებლად გავყევი ქუჩას... ბავშვები სკოლაში დავტოვე და ცხენებიდან დაწყებული მერიამდე ფეხით გავიარე... იცით რა მაინტერესებდა??? შევძლებდი თუ არა, ახალგაზრდა ხომ აღარ ვარ... ადრე ხომ სულ ფეხით დავდიოდით, მთელი სტუდენტობა სულ ფეხით სიარულში არ გავატარე??? თბილისში ჩავდიოდით ფეხით, რაღაცა ჰქონდა ყოველივე ამას, რომელსაც დღემდე ვერ ვიგებ, ალბათ ეს ახალგაზრდული აღტკინება იყო, ან სულაც ჩვეულებრივი მომენტი, რომელიც მერე წლების მერე გენატრება... ჰოდა მომენატრა... მაინტერესებდა თუ შევძლებდი გაფრენას, თუ გაფრენა არ შემიძლია, ეს ხომ უკვე ნიშნავს გარდაცვალებას? ჰოდა გავედი, ბოლოში გავედი, ისე რომ არც დავღლილვარ... იცით რა მაგარი შეგრძნებაა??? იცით რამდენი ნაცნობი ვნახე გზაში?.... ხალხო რა საჭიროა მანქანა, ფეხით იარეთ, მინდოდა მეყვირა ყველას გასაგონად, მაგრამ... ჩემთვის მოვდიოდი და მიხაროდა რომ ისევ ცოცხალი ვარ და რომ გარდაცვალებამდე ჯერ კიდევ შორია...




* * *
2008 წ.

მერამდენედ, ვინ მოსთვლის მერამდენედ ავედი კიბეზე და მერამდენედ ჩამოვედი... მერამდენედ შევისვენე ასვლამდე და მერამდენედ ჩამოვედი სვენებ-სვენებით... მერამდენე ტკივილი მივაყენე და მერამდენედ ვთხოვე პატიება, მერამდენედ მაპატია... მერამდენედ დავდე პირობა და მერამდენედ არ შევასრულე დადებული პირობა, მერამდენედ ვთხოვ ღმერთს დახმარებას და მერამდენედ მეხმარება... სანამ გაგრძელდება ეს მერამდენე.....




* * *
2008 წ.

როცა მიწაზე დავეშვი, უკვე საკმაოდ ციოდა... მციოდა...სადღაც ქარი კიოდა... როცა ვეშვებოდი, ვუმზერდი, როგორ მიმზერდნენ ჩემი და ძმები და ერთი სურვილი მკლავდა, ერთი სურვილი მიღრნიდა გულს... რატომ მე... ამ ფიქრში მიწაზე დავეცი კიდეც... მაგრამ არავინ მოსულა დასახმარებლად... მე ეული ვიყავი, მარტოსული და ეული, ხინ კენწეროდან მოწყვეტილი და ჩამოფარფატებული მწვანე ფოთოლი... მაღლა, სადღაც უსასრულობაში მზე იღიმოდა..




წვიმა
12 თებერვალი 2002წ.

ქუჩაში პატარა ბავშვი წაიქცა და დიდხანს ეძახდა ვიღაცას, რომელიც რატომღაც არსად ჩანდა, არსაიდან ისმოდა მისი ხმა...
ბავშვი კი ტიროდა... ტიროდა... ტიროდა...
ირგვლივ შეკრებილი ადამიანები გაკვირვებული უყურებდნენ ერთმანეთს, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, რით დახმარებოდნენ საცოდავ ბავშვს, რომელიც ქუჩაში მშობლებს დაჰკარგვოდა და გულის ამაჩუყებლად ტიროდა... ტიროდა... ტიროდა...
მერე წვიმა წამოვიდა და ყველა ერთიანად დასველდა...
ერთი შეხედვით უცხო კაცი იფიქრებდა, ბავშვთან ერთად ხალხიც ტირისო...
ამინდიც ტიროდა... წვიმდა და ტიროდა...
ბავშვიც ტიროდა... ტიროდა... ტიროდა...



გამოშორება
28 მარტი 1991 წელი

ძნელია ლოცვა, იდგე ხატთან გულრწფელი გულით, შესთხოვო რამე... გრძნობდე საკუთარ თავს...
იდგე ტაძარში, ანთებული სანთელით ხელში და ღმერთს შესთხოვო შენი მუდარა...
შენ გრძნობ თუ არა...
უამრავ ხალხში ... ძნელია ლოცვა...
უფრო ძნელია მისვლა მოძღვართან და თხოვნა რისმე...
დგეხარ მარტოკა... სანთელით ხელში, სანთელი დნება, იღვენთება და იძირება სურვილი შენი, ნაზი და წრფელი...
ძნელია ლოცვა, გულრწფელი სულით, ცრემლსავსე თვალით, უმოზნო გულით, იდგე ტაძარში ფიქრობდე დიდხანს... როგორც არასდროს...
და გამოხვიდე გამოფიტული, დაბმული გულით...
დახეტიალობ ქუჩაში მარტოდ...
ძნელია ლოცვა და ღმერთთან დიდხანს გამოშორება...




დაგვიანება
29 მარტი 1991 წელი

გაზაფხულდება, გაივლის წლები... გაზაფხულდება...
და თოვლის ფიფქიც მოგვენატრება, როგორც არასრდოს და ყოველივე იქნება გვიან, ოჰ! ძლიერ გვიან... გაზაფხულდება...
გაეჯიბრება დღეები დღეებს, თვეები თვეებს, სინანულს გგვრიან და ოცნებაში ჩაძირული კაცისათვის გაზაფხულება იქნება გვიან...
შეკოწიწდება დღე თვეებაD, წამი წუთებად, ისინი გღლიან... ცხოვრებაც დაგღლის, დაგასამარებს, იქნება გვიან...
გაზაფხულდება, გაივლის წლები, როგორც მთილიანი და მიხვდები, რომ სიყვარული არის გვიანი... ძლიერ გვიანი...




გაიისფრება
30 მარტი 1991 წელი

სანდო ბავშვივით გადმომხედა, ნაზად, ლამაზად, სუფთად და წმინდად, როგორც ცის ნამმა...
იისფერ კაბად ივსებოდა მისი სხეული... იისფერ კაბად...
და ეს სიისფრე მიმატებდა ოცნებებს ორმაგს...
როგორც არასდროს, მას ვგრძნობდი ახლა...
ჩემს სულში მბორგავს...




სიეშმაკე
30 მარტი 1991 წელი

ხშირად ხდება შენის ფიქრის გაეშმაკება, გაცუღლუტება...
რომ გიყვარვარ და გამოცდისთვის მიწყვილებ ტყუილებს, რომ გამამწარო, გამაწვალო...
როცა არ გჯერა ჩემი გულის, სულის ძახილის... გინდა ირწმუნო, შენი თვალით რომ იყო მოწმე, მიგებ მახეებს... და ვინ მოსთვლის რას აღარ მიგებ... ოღონდ ირწმუნო...
რას აღარ შეთხზავ გულისშემძრავს და შემაძრწუნელს...
და მერე იგებ, რომ ცდებოდი, ძალიან მწარედ...ოჰ, როგორ მწარედ, ეს მრავალგვარი სიტყუილე იყო ამაო...
ერთგან ვამხილე შენი სულის გაეშმაკება... როგორც უაზრო ფერისცვალება, როგორც დემონი...
შენ უარჰყავი და მითხარი, რომ ბოროტებას და სიეშმაკეს ცდილობ გაექცე და არ ემონო...
ეს იყო შენი დამცინავი, ლიტონი სიტყვა, როგორც რომანის გაფაბულება...
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×