შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

ასე, უბრალოდ...

ხშირად ოთახში, ბნელ ოთახში -
შავ კატას დავდევ...
და მაინც, უფლის იმედი მაქვს,
ბოლო წამამდე...
მიყვარხარ, ახლაც გეუბნები:
მიყვარხარ ცამდე!
დაბრუნდი, კვლავ რომ,
შენებურად გამითამამდე...
ლექსები ჩემი სუნთქვაა და
მივდივარ სადღაც...
ფიქრების ზღვაში,
ყოველ დილას ვდგავარ მუხლამდე...
ოდესმე მოხვალ,
დაივიწყებ სევდას და დაღლას...
რომ მერე, როგორც ძველებურად,
ისევ გიყვარდე...
არ ვიცი, რატომ შეიმოსე
იუდას ვერცხლი
და მაინც ვგავარ მიტოვებულ,
ეულ პატიმარს...
ვიცი რომ, დაგწვავს
სიყვარულით გამთბარი ცეცხლი.
არადა, შენთვის, მზე კი არა
გიჟი მარტი ვარ...
არადა, ვიცი
ბნელ ოთახში დავდევ არაფერს...
მომეცი ძალა,
სიყვარულით ვწერო, უფალო...
არ ვიცი, უკვე
მერამდენედ ვანგრევ ქარაფებს...
რადგან, სულ, მუდამ მენატრები
ასე, უბრალოდ...

* * *

ლექსებით გკოცნი
21.03.2016

შენ ის ხარ,
ვის გამოც დღეები გავლიე
და ღამე ვათენე,
უშენოდ ლოდინში...
ვიცი, რომ დაგღალე
უაზროდ აგრიე,
ამიტომ,
ბოდიში...
შენა ხარ
ცხოვრების აზრი და იმედი...
და ის მზე,
დილას, რომ მაღვიძებს
სარკმლიდან...
მიკვირს, რომ
აქამდე, უშენოდ მოვედი...
არ ვიცი,
რა მინდა...
საკოცნად
გამოწვდილ ბაგეებს ვუცქერი,
ხელებით ვეხები,
შენს სახეს, მღიმარი...
წავშალე წარსულის,
ნაცრეცი ფურცელი
და ვფიქრობ:
ვინ არის?
ასე, რომ მაგიჟებს
უმთვარო ღამეში,
და დილას მიღვიძებს
ამდენი ხანია,
ცხოვრება მთავრდება
ხანდახან, წამებში...
არავის ბრალია
თუ ისევ გესტუმრე,
წარსულის მომენტად...
რომ ისევ
დღეები გავლიო ლოცვით...
მე შენთვის დავრჩები,
უბრალო პოეტად...
პოეტად, რომელიც
ლექსებით გკოცნის...
 

* * *

მართალ მეგობარს!
22.2.2016

უსმინეთ ქარს და
ფოთლების შრიალს...
დღეებს,
რომელიც უკვე წავიდა...
დღეებს,
წარსულს რომ თავისთან მიაქვს..
მე კი,
წარსულში წასვლა არ მინდა...
უსმინეთ წვიმას,
ცას რომ ატირებს...
წვეთების ხმაურს,
მოსულს შორიდან...
სიყვარულისთვის -
ბრძოლას ვაპირებ!
და სიცოცხლისთვის
ბრძოლა მომინდა!
უსმინეთ
თოვლით მოფენილ ზამთარს,
ზამთარს,
რომელიც ასე ჩემია...
ჩვენ სიყვარულის სურვილი გვმართავს
და სხვა მიზეზი არ დაგვრჩენია...
უსმინეთ ღამეს
და გლოვას მთვარის...
ძველ,
მივიწყებულ სურვილს რომ ბადებს,
რომ ყოველ ღამე
გვჯეროდეს ხვალის...
ხვალე,
რომელიც იმედებს გვმატებს...
შეხედე,
წლები როგორ ბერდება...
წლები,
რომელიც ჩვენი გვეგონა...
უსმინე ღამეს,
სულ რომ თენდება...
და გულს,
ყველაზე მართალ მეგობარს...

* * *
სხვაგან წამიყვან...
23.12.2015

 

ვერ დაგივიწყე
- ზამთარს მაგონებ...
რა ვქნა თუ,
შენთან მინდა ძალიან...
მე რომ მიყვარხარ,
თურმე ამ დრომდე
იცი?
შენი და
თოვლის ბრალია...
მიყვარს ზამთარი,
სითეთრე ფერთა
და ზეცა, სავსე
თეთრი ვარდებით...
მე ზამთარივით
დავრჩები შენთან
და ვიცი, ისევ
შეგიყვარდები...
მოვა ზამთარი
გვაჩუქებს სითბოს
უამრავ თოვლს და
უამრავ ფანტელს...
მე ხომ, სანაცვლოდ
არაფერს ვითხოვ
ოღონდ, შენს გულში
დამტოვე, სადმე...
თენდება დილა,
თეთრად ამაყად...
და მაინც,
ღამე მიშლის საფიქრალს...
ვიცი, რომ თოვლად
მოხვალ ამაღამ
და მაინც,
სადღაც,
სხვაგან წამიყვან...

 

* * *
უცნობი-ნაცნობი დუმილი
9.10.2015

 

ირღვევა დუმილი,
სიტყვებიც არ კმარა...
მთელი გზა,
ლექსებს და
სიყვარულს ვუნდები...
ხომ ხედავ,
სიტყვები მაკლდება
აშკარად...
არადა, მიყვარხარ,
სულ უფრო ვრწმუნდები...
ირღვევა სიჩუმე,
ფიქრების დუმილი...
ხანდახან მაგიჟებს,
სადღაც რომ მიჰქრიან...
ოღონდაც, შენამდე
და შენთვის,
თუ ვივლი...
უყვარსო,
სხვები ხომ,
აშკარად იტყვიან...
მე დღესაც,
ლექსებით ვაშენებ,
ბილიკებს...
დავკარგე სიმშვიდე,
დუმილიც დაირღვა...
და მხოლოდ ლექსებით
თავს ვეღარ ვიმშვიდებ...
თუკი, არ დასრულდა...
თუკი, არ გაირკვა...
მიყვარხარ!
მწამხარ!
უსაზღვროდ მეფიქრები!
გთხოვ ასე, უჩემოდ,
ბოლომდე ნუ ივლი...
მოდი და გაფანტე
ღრუბელი მონატრების.
და ასე,
უცნობი - ნაცნობი
დუმილი...

* * *
მიწაზე დავეშვი
24.09.2015

 

სიცოცხლეს,
სუფთა ფურცლიდან ვიწყებ...
წარსულზე არ ვფიქრობ,
და ახლა მარტო ვარ...
აქამდე რაც იყო,
ვცდილობ დავივიწყო
დღეები, რომელმაც
უშენოდ დამტოვა...
ნაწვიმარ ქუჩაში
სიჩუმეს ეძინა...
თითქოს ზეცაა
მიწაზე ჩამოსული...
ცოდვები დავტოვე წარსულში,
მემძიმა
დ ახლა წვიმაში,
დავდივარ მარტოსული...
უშენოდ,
სიჩუმე ავსებს არემარეს...
ვიღაცა ვიღაცას დაეძებს,
ამაოდ...
თითქოს აწმყოში,
წარსულს დავემალე
და წვიმის წვეთებში,
უშენოდ ვბანაობ...
მე მინდა,
და ვიწყებ
სიცოცხლეს თავიდან...
ვივიწყებ რაც იყო,
თითქოს აღარაა...
მაგრამ უშენოდ,
სიცოცხლე არ მინდა...
უშენოდ
სამყარო ძალიან პატარაა...
წარსული დავტოვე,
ქარიან ღამეში
და ახლა
სიჩუმის ატანა მიწევს...
თითქოს,
მაღლიდან მიწაზე დავეშვი
და წერას,
სუფთა ფურცლიდან ვიწყებ...

* * *

 

ბოლოს...

 

დროსთან ჭიდილში
დავმარცხდე - არ მინდა...
მივდივარ,
მომდევს ქარი და წვიმა...
თითქოს,
სიცოცხლეს ვიწყებ თავიდან...
თუმცა უშენოდ,
და ისევ მცივა...
მე მოვდიოდი თითქოს შორიდან,
თან მომყვებოდა
- წვიმა და ქარი
და სიყვარული ისე მომინდა,
როგორც ამბორი
ნაცნობი ქალის...
ვემალებოდი
საკუთარ აზრებს,
იდგა მაისი და ვარდებს თვლიდა...
შენი ღიმილი
მე ნიშანს მაძლევს,
რა ვქნა თუ ისევ,
ვატარებ ნიღაბს...
მინდა მჯეროდეს,
რომ ისევ გნახავ,
მოვიხსნი ნიღაბს,
შენს გამო მხოლოდ...
რომ ყველაფერი იქნება კარგად...
რომ სიყვარული იმარჯვებს ბოლოს...

* * *

ის, ერთი წამი...
7.04.2015

 

რა ვუყოთ მერე, თუ სიყვარულს
არა აქვს ბოლო...
თუ არ მომბეზრდა, სევდანარევ
წარსულის ზიდვა...
ვლოცულობ შენთვის,
შენს სიყვარულს ვჩემულობ მხოლოდ...
მე წვიმად მოვალ,
თოვლად მოვალ
ყოველდღე ციდან...
ახლა შევყურებ გაყვითლებულ,
გაცრეცილ ფოტოს...
თითქოს ჩერდება ისტორია,
წასული წამი...
თითქოს ცხოვრება
მტვერდაყრილი ალბომი იყოს,
მე კი, ის მთვარე
შენს სარკმელთან რომ იჯდა ღამით...
ადრე თუ გვიან
ყველაფერი მთავრდება ამით...
წამი წამს შეცვლის
ასეთია თურმე ცხოვრება...
დარჩება ერთი მოგონება,
ის, ერთი წამი,
რომელიც მერე
სიკვდილამდე გემახსოვრება...

* * *


შენ, გაზაფხულზე მეტი ხარ ჩემთვის...
30.03.2015

 

რა დროს სევდაა,
მოუკვდა პატრონი...
ახლა მარტია,
ისევ იწვიმებს...
ჩვენ დავრჩით ცალ-ცალკე
და ისევ მარტონი,
შენამდე მაშორებს
მარტის სიცივე...
და გარეთ ისევ,
სველდება ქუჩა...
ვერ გავექეცი
ფიქრებს და დარდებს...
მე ვიცი,
სადღაც ჰყვავის ალუჩა
და სიყვარული,
სურვილებს ბადებს...
წვიმა წვეთებით
მივსებს იარას...
გარეთ კი, მარტი
გულივით კვნესის...
შუბლთან მივიტან
დარდის იარაღს
და ბოლო ხმაზე
ვყვირივარ: გესმის?
ცხოვრებას ისევ,
ვიწყებ თავიდან
და ვამბობ სათქმელს,
რომელიც მეთქმის...
მე გაზაფხული
ასეთი არ მინდა
შენ,
გაზაფხულზე მეტი ხარ ჩემთვის!

* * *
რადგან მიყვარხარ!
16.03.2015

 

გაჩუქებ სიყვარულს - ბოლო სტრიქონამდე,
ვიდრე ცოცხალი ვარ, მანამდე მიწამე...
თორემ მერამდენედ,
უკვე მერამდენედ...
ვინ იცის, რამდენჯერ დავეცი მიწაზე...
ვოცნებობ სანამ, სიცოცხლე შემიძლია
და გჩუქნი სიყვარულს, ამაყს და თავნებას...
თორემ მერამდენე,
ვინ იცის რამდენი
ღამეა, სულ შენზე ფიქრში რომ მადნება...
დაგეძებ ნისლებში, ვიდრე არ გიპოვი,
გადიან დღეები და მაინც მგონია...
რომ ისევ მიყვარხარ,
რომ ისევ მენატრები...
შენს გარდა მე თურმე, სხვა გზა არ მქონია...
და მაინც, სამყარო მაშორებს შენამდე,
სულ ასე დავდივარ, მივყები ბილიკებს...
თურმე მერამდენედ,
უშენოდ მერამდენედ...
ვიწყებ სიცოცხლეს, მაგრამ ვერ გივიწყებ...
და უკან დამრჩება, წარსულის ქარაფები,
სანამდე მომიჭერს ცხოვრება მარწუხებს...
მაინც ვერ გითხარი,
ბევრი ვერაფერი...
თუმცა მიყვარხარ და დღემდე მაწუხებს...
დავრჩები უშენოდ, ობოლი ფოთოლივით,
ამიტომ გავყურებ ზღვას - ნაცნობ ნაპირებს...
რადგან მიყვარხარ,
რადგან მენატრები...
რადგან სიცოცხლეს, შენს გამო ვაპირებ...

* * *

მისაშველო
18.02.2015

 

გეფიცები,
შენთვის დავთმობ - ყველაფერს,
ერთ სტრიქონსაც
არ გაჩუქებ - უგულოდ...
სხვა რა გითხრა,
ვერ გპირდები - ვერაფერს...
გესმის?
შენი სიყვარულით
ვსულდგმულობ...
გეფიცები,
შენ დაგეძებ - ყოველთვის,
ჩემი გზა მაქვს,
ვიწრო - სასიარულო...
სხვა რა გითხრა,
ისევ შენთან მოვედი...
ისევ შენთან,
შენ - ჩემო სიყვარულო...
გეფიცები,
მე გითხარი - სათქმელი...
გარეთ წვიმს და
ცა ფიქრებად - ორსულობს...
მირჩევნია კოცნა,
ცოდვას - გამხელილს,
ამიტომაც ღმერთთან -
შენთვის ვლოცულობ...
მე რას ვფიქრობ?
მე რა მინდა?
არ ვიცი...
მზეს ვიფიცებ...
გულს ვიფიცებ საშენოდ...
ვიცი მოხვალ, მე
დილამდე დაგიცდი...
დილას მოდი,
მოდი რომ მისაშველო....
 

* * *
მოდი
15.01.2015

 

გატყობ,
გიტირია ჩუმად,
ცრემლი შეხმობია წამწამს...
შენთან,
მოვდიოდი სტუმრად,
რადგან
უშენობა არ მწამს...
ვხვდები,
გიტირია ჩემთვის...
მიმზერ
სიყვარულის თვალით,
ვხვდები,
ახლა რასაც მეტყვი...
საით დაუბერავს ქარი...
ღმერთო!
შეისმინე ლოცვა...
ცრემლებს
გააყოლე დარდი...
თორემ,
სიყვარული მომკლავს...
ირგვლივ
უაზროდ რომ დადის...
ბევრჯერ
მიტირია შენთვის...
შენი სიყვარულით დაჭრილს,
ახალს მე
ვერაფერს გეტყვი...
აჰა,
დამამსგავსე აჩრდილს...
უსიყვარულობა
არ ღირს...
ნატვრაც დამრჩენია - ერთი...
ხედავ?
წლები როგორ გარბის...
მოდი,
თუ გწამს ჩემი ღმერთი...

* * *
რა მაგარია
27.10.2014

 

მზე იმალება
სადღაც ღრუბლებში,
დილა იღვიძებს, წვიმის ამინდით...
შენთვის ვითვლები,
დაკარგულებში...
არადა,
ვიცი, მოსვლას დაგპირდი...
მოვდივარ,
მომდევს ქარი და წვიმა...
საკუთარ ლექსებს ვტოვებ,
ნაპირთან...
იცი?
უშენოდ მზეს როგორ სცივა...
არადა,
წასვლა ისევ, არ მინდა
და ეს სამყარო,
სულ რომ ტრიალებს,
დღეებიც თითქოს,
ასე დალაგდა...
მე ვიცი, მოსვლა დავიგვიანე
და მაინც,
შენზე ევფიქრობ, არადა...
მესაიდუმლე ვიყავი ცასთან
და უფლის ნებით,
ვერ ვგრძნობდი დაღლას...
მე მოვდიოდი საშველად ზღვასთან
და შენს მაგივრად,
ვკოცნიდი ტალღას...
წვიმა,
წვეთებით ავსებს საწუთროს...
რაც იყო ისიც,
ქარმა არია...
იცი? რას ვფიქრობ ახლა,
ამ წუთას
რომ, შენზე ფიქრი რა მაგარია...

* * *

რა დრო გასულა
19.09.2014

 

ღამეა,
შენს თვალებს ვივიწყებ ვერაფრით
და ვცდილობ
ცხოვრება დავიწყო თავიდან...
არ ვიცი, ეს წლები
ახლა რომ მეძახის,
ან რატომ მოვიდა,
ან რატომ წავიდა...
ო, რა დრო გასულა
აქიდან-იქამდე,
ვიღვიძებ, ქარია
შენი ხმა მომესმა...
მე მინდა, დაბრუნდე
და ისე გიყვარდე,
როგორაც წლების წინ
გიყვარდი, ოდესღაც...
მახსოვს რომ გეტრფოდი,
მიყვარდი ბოლომდე
და მთელი ზაფხული
მარტივით მაწვიმდა...
მე ჩემი გული ხომ გაჩუქე
მხოლოდ შენ...
და ისევ დაგკარგო
არ მინდა თავიდან...
ღამეა,
ფიქრებმა სიბნელე ჩარეცხეს...
წუთები,
წამები სულ სადღაც მიდიან...
გავყურებ უშენოდ
დარჩენილ სარეცელს
და მთვარეს,
ახლა რომ,
ბნელ ცაზე ჰკიდია...
დღეს ისევ გაწვიმდა
არ ვიცი საიდან
და მაინც ოცნების,
ფიქრების ჯერია...
უშენოდ სიცოცხლე,
არაფრით არ მინდა
და ჩემი თვალებიც,
შენს თვალებს ელიან...

* * *
შენი ქარიზმა
18.09.2014

 

ცეცხლში ვიწრთობი
აქილევსივით...
თითქოს,
ღამეში თავით ვეშვები...
შენ შემომცქერი,
ჩემი ლექსივით
და სიყვარული
დაგაქვს პეშვებით...
შენა ხარ ჩემი
ფიქრი და ტროა...
ამიტომ,
მინდა მოვიდე შენთან..
მე ვიცი,
ახლა დარჩენის დროა...
ღამესთან,
ფიქრთან
უფალთან,
ლექსთან...
რითმები მოდის
სტიქსის წყალივით
და სიყვარულით
გული მევსება...
ნუ შემომქცერი,
უცხო ქალივით...
მე ხომ,
სიყვარულს
გჩუქნი ლექსებად...
ვარ დარჩენილი
ობლად ფესვებში...
დე, სიყვარულის
მომკლას,
პარისმა...
კვლავ მელოდება
მუზა,
ლექსებში
და შორეული შენი ქარიზმა...

* * *
საქართველოს შვილი ვარ
4.09.2014

 

გულს
სიყვარული გათელავს...
და მუდამ,
კმაყოფილი ვარ...
რომ გავჩნდი,
ქვეყნად ქართველად
და
საქართველოს
შვილი ვარ...
სამშობლო
გულით მიყვარს და
არასდროს დამიკვნესია...
ჩემი საგზალი,
სიტყვა და
ერთი,
ნათქვამი ლექსია...
არ ვცვლი
სამშობლოს ფულზე და
ლექსებით
გჩუქნით სიხარულს...
მჯიღებს
არ ვირტყამ გულზე და
არ გეჯიბრებით
სიყვარულს...
თუ შემეშალა
შემინდე,
ფიქრებში
ვეღარ ვიძინებ...
მე გულით დამაქვს
შენი მზე...
შენი წარსულის სიმძიმე...
დღესაც
სიკეთეს დავეძებ,
მინდა,
სულ მუდამ ბრუნავდე...
სიცოცხლის
დასაწყისიდან,
სამყაროს
დასასრულამდე...

* * *
გაზაფხულამდე
4.09.2014

 

ვარ,
ბედნიერი
ამითაც,
თუ ერთხელ
მაინც
გაკოცებ...
ამაზე მეტი
რა გითხრა...
ამაზე მეტი
რა მოგცე...
ნუ ამბობ:
- ჩემი არ ხარო...
და თუ,
ვერ მეტყვი
ვერაფერს...
მე შეგაყვარებ
- სამყაროს,
და შეგაყვარებ
- ყველაფერს...
მიყვარხარ,
ჩემი გულიდან...
ოცნებად ქცეულ
გულამდე...
სულ გელი,
გაზაფხულიდან...
ყოველ დღე,
გაზაფხულამდე...

* * *
სიყვარულიდან სიყვარულამდე
27.08.2014

 

მიყვარხარ,
როგორც უნდა მიყვარდე
და თავს ვიმშვიდებ
ისევ და ისევ...
სიყვარულიდან
სიყვარულამდე,
დავეძებ,
და ვერ ვპოულობ
მიზეზს...
გავყვირი,
მთელი სამყაროს ხმებით,
დრო თითქოს, წარსულს
დაბლა ანარცხებს...
ჩვენ,
სიყვარულის გარეშე,
ვკვდებით...
სიყვარული ხომ,
დროსაც ამარცხებს...
რომ მინდა შენი
თმების დანახვა...
თვალების,
ახლა, ზეცას რომ უმზერს...
რომ სადღაც,
ჩვენი დროის გადაღმა...
ვიღაცა წარსულს,
სიმღერით უსწრებს...
თენდება,
მესმის ნაცნობი სუნთქვა...
ცა ანთებულა
ათასი ფერით...
მე სიყვარულის
ფერებით ვსუნთქავ
და სიყვარულის
ბგერებით ვმღერი..

* * *
თუ ყველა კარი დახურულია...
29.07.2014

 

შენი ღიმილი ისევ,
მაგიჟებს
და ყოველ დილას
დავეძებ აჩრდილს...
ცა ემგვანება უშენოდ,
- საგიჟეთს...
არადა შენთვის,
შენს გამო გავჩნდი...
მესმის შენი ხმა,
თბილი და წყნარი...
და ქვეყნად მოსვლა
შენს გამო ღირდა...
დღემდე გავაღე,
ათასი კარი...
და მაინც,
კიდევ გავაღო მინდა...
ცრემლით ნაქსოვი,
დამყურებს სამყარო...
და წლები, ხელახლა,
იწყებენ შრიალს...
თითქოს, მეძახის
- შენ, ჩემი არ ხარო...
თითქოს,
-მიყვარხარ!
გითხარი გვიან...
და მაინც, თუკი,
წლები გარბიან..
გახსოვდეს, შენთვის
სიცოცხლე მსურდა...
თუ ყველა კარი
დახურულია,
გულის კარები ღიაა მუდამ...

* * *


თავს უშენობას ვუშლი

მთვარე
თვალს მიკრავს ჩუმად,
ღამე მიღიმის
- მრუში...
შენი ამბორი
ფიქრად,
დარდად
დამაჩნდა სულში...
დროს
კადრებივით ვახვევ,
და ჩუმად
ვითვლი გულში...
რომ
არასოდეს მორჩეს,
ის რაც
დაიწყო გუშინ...
აშრიალდება
ქარი,
და ხეივანი ნუშის...
წარსულს,
წარსულში ვტოვებ...
თავს
უშენობას ვუშლი...
 

* * *
ვინ იცის, როდის...

 

გზაჯვარედინზე დგას
დრო -
წაუღია ფიქრებს...
მარცხნივ წავიდეს
თუ,
მარჯვნივ წავიდეს,
იქნებ...
დროს
დავიწყება სურს,
გზა ეფარება
ნისლებს...
ფართო გზებია,
თუ...
ვიწრო გზებია,
ისევ...
მოგონებები კლავს...
დრო,
წარსულივით კორტნის...
ის დაბრუნდება
კვლავ,
მაგრამ,
ვინ იცის,
როდის...
 

* * *
ახლავე...

 

მიყვარხარ!
ამ სიტყვებს,
წლებია გავყვირი...
არ ვითხოვ - ლოდინს და
უმიზნო გარანტიებს...
არაა ცხოვრება,
ასეთი მარტივი...
ვიცი რომ წავალ და
ეს წასვლა,
მაპატიე....
ეს წასვლაც,
ქარებს და
გრიგალებს მივანდე...
შენს გულში არ ვზივარ,
მე გიმზერ შორიდან
და მოსვლა
რომ არ დამაგვიანდეს,
ვბრუნდები წარსულში,
რომ შენთან
მოვიდე...
ეს მოსვლაც
იქნება რაღაც ემოციურ,
სიყვარულ-
სიტყვებ-
ფიქრებ
ანარევი
რომ არ შემეტყოს
წლების ეროზია...
ამიტომ წასვლას
ვჩქარობ გამალებით...
მიყვარხარ!
ამ სიტყვებს,
გავყვირი თავიდან...
და მაინც
წარსულის ფერები
მახარებს...
მე ღრუბლებს
შენი გულიდან გავიტან...
ჩემზე თუ იფიქრებ
მეც მოვალ –
ახლავე...

* * *

დამაგვიანდეს...
30.04.2014

 

სიყვარულს გაგატან,
თუ გინდა წაიღე...
და სადმე კუთხეში,
წარსულად დაკიდე...
თუ ჩემთან დარჩები -
ეგ გული გამიღე...
თუ წასვლა არჩიე,
ჯობია წახვიდე...
მე შენთვის შევკერე
ღრუბლების ფარდები...
ვიარე თვალღიამ,
უმთვარო ღამეში...
ოღონდაც იცოდე,
უშენოდ მოვკვდები...
თუ ჩემთან არ გინდა
და წასვლას, არ იშლი...
შეჩერდი
და ერთი წამით,
მომენდე...
წასვლას ხომ
ყოველდღე მოასწრებ,
უჩემოდ...
უბრალოდ,
მითხარი გელოდო,
როდემდე...
ან სანამ მოვიდეს,
ზაფხული უჩვენოდ...
ოღონდაც შენ წადი
მე წასვლა,
არ მთხოვო...
და გული წარსულის
ქარაფებს მიანდე
და მაინც არ მინდა
ისე რომ დამტოვო
რომ მერე
მოსვლა დამაგვიანდეს
შენა ხარ ჩემი,
ქარი და გრიგალი...
სიცოცხლის აზრი ხარ,
დღემდე რომ
არ მინდობს...
მე მინდა მოხვიდე,
ჩამხედო თვალებში
და ერთად სიცოცხლეს,
ხელები ჩავჭიდოთ...

* * *

სიყვარულის დღეა სულ! (პროტესტის მსგავსი)
15.04.2014

 

წელიწადში
ყველა დღე,
სიყვარულის დღეა –
ს ულ!
ასე იყო აქამდე
და სხვაგვარად,
მე არ მსურს...
რომ იცოდე
შენამდე...
ო, რამდენი ვიარე!
მოდი,
მომეფერე და
დარდი გამიზიარე...
მე
ერთი დღე
არ მყოფნის,
მთელ სიცოცხლეს
ვანდომებ
მე მიყვარხარ –
იცოდე
შენ თუ გინდა,
დამტოვე...
სიყვარულის
ფერებით
ვილამაზებ ნახატებს
და ცხოვრებას
უშენოდ,
უგზოუკვლოდ
დავათრევ...
დღე მიგორავს
თავისთვის,
წუთებს მისდევს
წამები...
მე მიყვარხარ,
ყოველდღე
და სულ
მეუკვდავები...

* * *

მიყვარხარ ძლიერ!
10.04.2014

 

ლამაზად თენდება - ღამე
ლამაზად ღამდება - დილა...
მოდი და მითხარი რამე,
მოდი და მაკოცე თბილად...
არ ვკარგავ,
იმედს ხვალის...
ცხოვრება იჩქარის - მძიმედ...
არაა ჩემი ბრალი...
თუ კვლავ, დავეძებ იმედს...
არ ვსვამ, ნაჩქარევ წერტილს...
უნდა დავჯერდე მცირედს...
მე შენს სიყვარულს ვეტრფი
ჰოდა, არ ვკარგავ იმედს...
ვიცხოვრებ, იმედით ხვალის...
არ ვიტყვი, რომ უკვე – მორჩა...
თუ, სიყვარული არის
შენი ღიმილიც, მოსჩანს...
ირგვლივ, ღამეა მშვიდი,
ცა მეწამულის ფერად...
ფიქრებს, ოცნებად ვშლიდი
და მენატრები, ჯერაც...
სიცოცხლეს,
არ აქვს აზრი
რაც იყო, თუკი ნანობ...
შენი ცრემლები მაწვიმს,
უბრალოდ მომენდე, წამო...
მზერა მესროლე ბასრი,
შენი, სურვილით მშიერს...
არც დამალვას აქვს აზრი,
გიმხელ:
მიყვარხარ ძლიერ!
 

* * *
მე და სიყვარული...
8.04.2014

 

რა მინდა?
ცხოვრება
დაიწყოს,
თავიდან...
რომ
ქარი მიშლიდეს
უთეთრეს ფარდაგებს...
ყველა რომ დაბრუნდეს,
ვინც,
უკვე წავიდა...
ვინც,
გული მატკინა,
ვინც,
დღემდე მადარდებს...
რა იყოს?
ცხოვრება
თავიდან დაიწყოს...
გული და ლექსები
მზემ
მუდამ მინათოს...
ყველა რომ გავიცნო
ვისაც ჯერ,
არ ვიცნობ
სულ შენ რომ
მოგინდე,
სულ შენ რომ
მინატრო...
მინდოდა
ცხოვრება
თავიდან მეცადა...
რომ მუდამ მეყვირა
ეს გრძნობა,
ფარული
და
როცა ვიგრძენი,
სიცოცხლე მეწადა...
ერთმანეთს
შევრჩით მე და
სიყვარული...

* * *

და ვიწყებ...
10.03.2014

 

გელოდო?
წლებია
- გელოდები...
გაგიგო?
გეფიცები,
მესმის შენი...
მე უკვე,
ჩავალაგე
ჩემოდნები
და
ახლა,
ლექსები
თუ მიშველის...
წავიდე?
სად წავიდე,
რომელ მხარეს...
დავიწყო?
რა დავიწყო,
რაც არ იყო...
უშენოდ,
სიცოცხლეც
არ მახარებს...
უშენოდ,
ფიქრებიც
გამქრალიყო...
გაჩუქო?
გატანჯული
ჩემი გული...
გელოდო?
ამხსენი
არტახები...
მე მოვალ,
ვარდების
თაიგულით
და ჩემი
გულის გასაღებით...
ვიცი რომ,
ყველაფერს
გადაწონის...
ეს გული,
თუ სადღაც
არ გაფრინდა...
ვამთავრებ!
რაც იყო,
არასწორი
და ვიწყებ
სიცოცხლეს,
არაფრისგან...

* * *

ოჰ, ეს გიჟური მარტი
4.03.2014

 

ისევ
მახელებს მარტი
და
გაზაფხულის მოსვლა...
შენ
მონატრებას ჰგავდი...
და
უსაშველო ლოცვას...
ახლაც
დავეძებ სიტყვებს...
სტრიქონს
სტრიქონში ვატევ...
ჯერ,
სიყვარულით ვიწყებ...
მერე,
ჩემს გულში
ვამწყვდევ...
დღეს
შენზე ფიქრით ვიწყებ...
კვლავ მათბობს,
მარტის სითბო...
ასე მგონია, ისევ
შენთან,
შენს გვერდით,
ვიყო...
არავინ იცის მერე,
და რა იქნება,
ხვალე...
ან
გაზაფხულის ფერებს,
ან შენს
ლოდინა თვალებს
ვინ დააბრალებს
ღალატს...
ასე რომ მიყვარს დღემდე,
გწერ
სიყვარულის ბარათს...
წარსული
წლების შემდეგ...
ოჰ, ეს
გიჟური მარტი
და
სიყვარული ფერთა...
გული
სავსეა დარდით...
მე კი, კვლავ მინდა
შენთან...

* * *

გავრისკე

 

შენ,
არაფერიც არ იცი...
მე ხომ ჯერ შენთვის,
არ მითქვამს...
რომ უსაშველოდ დაგიცდი...
ყველა
სიძნელეს ავიტან...
ჩვენს შორის დარჩა,
მე რაც ვთქვი...
მინდა, მხოლოდ
ჩვენ ვიცოდეთ...
თუნდ,
მოღალატე დამარქვი...
თუნდ,
უნამუსო მიწოდე...
მინდა
წარსული დავხურო...
შენს გულში
ბინა დავიდო...
შენ იცი,
მე რომ არ ვხუმრობ
დრო გადის,
წლები არ მინდობს...
ზოგი შეჰყურებს,
შენს თვალებს...
ცდილობენ
დაისაკუთრონ...
მე უშენობა მაწვალებს
და ბრმად მივყვები
საწუთროს...
წლები
ფიქრებად მოვირგე
დრო დასარჩენად,
არ იცდის
ის ვერასოდეს მოიგებს
ვინც რისკზე
მაინც არ მიდის...
სულ ველოდები,
განსაცდელს...
თვალი მიჭირავს
კარისკენ...
თუ ვერ ავიცდენ,
ასაცდენს...
ჩათვალე, ახლაც გავრისკე...

* * *

ვერ ვმალავ
23.12.2013
 

გული სიყვარულს
უკვე, ვერ მალავს...
გათენდა,
სადღაც, მამალიც ყივის...
ვეცადე მაგრამ,
გრძნობას ვერ ვფარავ...
ვერ ვმალავ,
ფიქრებს...
ვერ ვმალავ,
ღიმილს...
შეხედე როგორ იღიმის
მზე და
როგორ ივსება,
სითბოთი გული...
თითქოს,
წარსულში დავტოვე სევდა,
ფიქრები ასე,
ლექსებად თქმული...
გიმხელ სიყვარულს
და ვხდები უკეთ...
წლები კი, დროს და
სიყვარულს მისდევს
და ვეღარაფერს
ვერ ვხედავ უკვე,
ვერც დარდის,
სევდის
და ცრემლის მიზეზს...
თითქოს მზეს,
შენსკენ გაექცა თვალი...
მიღიმის ისევ,
სადღაც შორიდან...
მე იმედი მაქვს შენი
და ხვალის...
რა ვქნა თუ,
ისევ კოცნა მომინდა...
მადლობა უფალს
არ ვარ ეული,
მიღიმის მზე და
მიცინის ზეცა...
მინდა გავიძრო,
ცივი სხეული
და სიყვარულის
ფერები მეცვას...

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×