შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

სიყვარული მკლავს
25.11.2013

მენატრები,
კვლავ 
მივყვები ფიქრებს...
ეს სიზმარიც 
- სიმადვილეს ჰგავს...
რა ვქნა, თუკი, 
დღემდე მაინც, 
ისევ...
სიყვარული, 
არ მანებებს თავს...
რა ვქნა თუკი,
გულს 
იმედით მივსებ...
შენზე ფიქრიც
არ მაბეზრებს თავს...
დავბრუნდები,
შენთან მოვალ ისევ...
თორემ უკვე,
უშენობა მკლავს...
შენ მიდიხარ,
სიჩუმეა ირგვლივ...
მე კი, მაინც
ვეჭიდები ხავსს...
არ ჩერდება
წლები, 
სადღაც მირბის...
მე კი, შენი 
სიყვარულის მწამს...
აქ რომ არ ხარ,
სუნთქვა, 
მუდამ მიჭირს...
თითქოს მკერდში
გული იკლავს თავს...
ვიცი, არ მაქვს 
სიყვარულის ნიჭი...
მაგრამ მაინც, 
სიყვარული მკლავს...

რომ შემეძლოს...
7.11.2013

რომ შემეძლოს, 
ხელით
მივწვდებოდი ცას...
გაჩუქებდი ლექსებს
და რაც გულით მწამს...
მთელს სამყაროს ჩვენი,
სიყვარული იცავს...
სანამ ცამდე ავალ,
ვეფერები მიწას...
რაღად მინდა გული
თუ, სიცოცხლე არ ღირს...
მეფერება დილა,
შენზე ფიქრით დაღლილს...
სანამ, სხვაგან წავალ...
სანამ, თოვლი მოთოვს...
დავემსგავსე დარდით,
გაყვითლებულ ფოთოლს...
როცა ძლიერ მტკივა,
შენზე ფიქრი მშველის...
ვაიმედებ თავს და
შენს სიყვარულს ველი...
რომ შემეძლოს, ალბათ,
გავასწრებდი დროს...
ვეღარ გაწვიმდება
თუკი, გულში თოვს...
მენატრები ისევ,
შორეული ფიქრით...
მე აქვე ვარ, ახლოს...
დრო კი, 
ისევ მიჰქრის...
მე ლექსებით მუდამ,
ვეფერები ყველას...
გულში მაინც 
შენი, სიყვარული ელავს...
რომ შემეძლოს, 
ხელით
მივწვდებოდი ცას...

სიცოცხლეზე მეტი
30.10.2013

ალბათ ახლა, 
მონატრების დროა...
წლები მაინც
მიმაქროლებს ცისკენ...
ეს წუთები
აღარასდროს მოვა...
აღარასდროს, 
დაბრუნდება ისევ...
უკან გზაა,
გათელილი წლები,
ფიქრების და 
ოცნებების გროვა...
მე ვჩერდები,
მაგრამ 
ვიცი, ვცდები..
რადგან ახლა, 
სიარულის დროა...
მე უშენოდ
სიარულიც მიმძიმს..
ამიტომაც 
დავმეგობრდი ქართან...
მე 
ვერაფრით გაგაკვირვებ, 
ვიცი...
ლექსების და 
სიყვარულის გარდა...
ის თუ იცი? 
ჩემთვის რამდენს ნიშნავ...
რომ შენს გამო
ველოდები ზამთარს...
რომ ყველაფერს აქვს, 
თავისი ნიშა...
რომ სამყაროს – 
სიყვარული მართავს!
წლებმა ისევ 
ამირია კვალი...
როცა მნახავ
საყვედურს ნუ მეტყვი...
შენ არა ხარ,
ჩემთვის 
მხოლოდ ქალი...
შენ ხარ ჩემთვის -
სიცოცხლეზე მეტი...

ნაცნობი მელოდია
23.10.2013

აცივდა... 
გულში
გრძნობები შემოდიან...
თვალებს მიბრმავებს
- სითეთრე თოვლის...
ვიღაცა უკრავს 
ნაცნობ მელოდიას
და ნოტებს, 
ცისკენ მივყავარ, 
თრთოლვით...
რას ვიზამ,
ახლა ასეთი დროა...
შენამდე, 
ლექსებს 
ქარს და თოვლს ვატან...
მე ვიცი, მაინც, 
ოდესმე მოვა
სიტყვები,
ახლა ლექსად რომ ვხატავ...
ვფიქრობ და
შენსკენ, 
მომიწევს გული
და ისევ, წარსულს 
ქარივით მივსდევ...
არ მინდა ისევ,
დაგკარგო სრულად
და წარსულივით 
გიღიმი ისევ...
ახლა ვარ, მარტო
საკუთარ თავთან...
აცივდა,
გულში 
გრძნობები შემოდიან...
დაგელოდები 
ჩვენს ნაცნობ ბაღთან...
იქ სადაც, 
უკრავს 
ნაცნობი მელოდია...

მჯერა, რომ...
22.10.2013

შენ 
ჩემი სუნთქვა ხარ
და 
გულისცემა ხარ,
ფიქრი ხარ,
ლოცვა ხარ,
დილა ხარ 
მზიანი...
მე დღესაც 
მიყვარხარ,
მე დღესაც 
ვოცნებობ,
მე დღესაც 
მჯერა, რომ
არ არის 
გვიანი...
რომ 
უკვე წლებია 
მოვდივარ 
შენამდე...
არ გესმის?
-მიყვარხარ!
ეს, 
გული ღრიალებს...
მჯერა რომ, 
შენ მოხვალ...
ფიქრებად,
სიზმრებად...
მჯერა, რომ
სამყარო, 
შენს ირგვლივ 
ტრიალებს...

თუნდაც შემიყვარე გვიან...
07.10.2013

კოცნას 
გამოვატან შენამდე,
ცხენზე 
ამხედრებულ სიოს...
ოღონდ, 
შენი გული მომანდე,
რომ შენს 
ნაფეხურებს ვსდიო...
ჩემს გულს 
გამოვატან შენამდე,
რაშზე 
ამხედრებულ ქარს...
ოღონდ დაუფიქრდი 
დღევანდელს...
ხვალემ,
რომ ხვალისა თქვას...
დარდებს
შევინახავ ჩემს გულში,
ნისლებს
მიმოვფანტავ ცად...
ოღონდ
სიყვარულის ფერხულში,
ვიყო
სიყვარულისფრად...
ვსუნთქავ
სიყვარულით ალიონს,
დავდევ
ნაფეხურებს კვლავ...
ისევ მენატრები, 
ძალიან... 
ისევ 
განშორება მკლავს...
ჰოდა!
გამოვგზავნი შენამდე...
კოცნას
გამოვატან ნიავს...
ოღონდ 
შენი გული მომანდე,
თუნდაც
შემიყვარე გვიან...

უშენოდ, სიცოცხლე რად მინდა
26.09.2013

სიცოცხლე დავიწყე, 
არაფრისგან... 
დღემუდამ, 
შენს გამო ვცოცხლობდი... 
მოვკვდები რომ არ გნახო, 
რომ არ გითხრა: 
მიყვარხარ! 
მეყვარები, ბოლომდე... 
თუ წახვალ, 
თან წაიღე ჩემი გულიც, 
რომ ჩემი უკეთესად გესმოდეს... 
არ მოვა, 
სანამ გვიყვარს, დასასრული... 
გვიყვარდეს 
ერთმანეთი ესოდენ! 
სიცოცხლე იშლება ნაწილებად, 
გადაწყდა, 
ჩვენ ვრჩებით ცოცხლები... 
თუკი დღე, 
შენს ფიქრში დაიწყება, 
დღე მუდამ დამთავრდება ოცნებით... 
სიყვარულს 
დაუხურავს მთვარე ცაზე... 
ფიქრები ეცემიან მიწაზე... 
მე ვბრაზობ შენს გამო, 
საკუთარ თავზე... 
რომ ჩემი 
სიყვარული გიცავდეს... 
მოვკვდები რომ არ გნახო, 
რომ არ გითხრა... 
სიყვარულს გაგიმხელ, 
თავიდან... 
სიცოცხლე დავიწყე, 
არაფრისგან... 
უშენოდ? სიცოცხლეც რად მინდა...

“ვსიო”
30.08.2013

ვაპაუზებ 
დილას,
უკან ვახვევ 
- ღამეს...
ვითვლი წუთებს 
- ფრთხილად,
ვითვლი ფრთხილად 
- წამებს...
წუხელ -
ძლიერ წვიმდა,
დღეს კი -
მზეზე ვთბები...
მე 
- სიცოცხლე მინდა,
სუნი შენი თმების...
მეგებება
დარდით,
ნამთვრალევი მუზა...
გავაჩერე 
- კადრი,
რომ დავაპაუზო...
მზე 
ანათებს დილას,
სადღაც ქრება დარდი...
ზოგს 
- ღიმილი უნდა,
ზოგი 
- შურით დადის...
თავისუფლად ვსუნთქავ
დილანარევ სიოს
მოვრჩი ლექსის წერას...
ვაპაუზებ, 
“ვსიო”...

ვერ მოვასწარი
05.08.2013

მე ახლა, 
გული უზომოდ მეწვის...
და თითქოს,
ფეხქვეშ დავკარგე მიწა...
თუ შემაშინებს 
- სიშორე ზეცის...
თუ მაინც,
შენთვის მოვკვდები, 
ვფიცავ
რომ შენთვის დავწერ,
უნიჭო ლექსებს...
შევებრძოლები 
- შორეულ სივრცეს...
რა ვქნა თუ ისევ,
ცაში დაგეძებ
და თუ ლექსებად, 
ვაცოცხლებ სიზმრებს...
მე არ ვარ მკვდარი,
თუ გული ფეთქავს
და არც ქარი ვარ, 
ვიქროლო მუდამ...
მინდოდა, 
ახლოს მესუნთქა შენთან
და სიყვარული 
მეჩუქა, მსურდა...
და თუკი, 
ქარი უეცრად ჩადგა...
გულში კი დარჩა,
ფიქრის ხანძარი...
ხვალის იმედით 
ვიცოცხლებ, რადგან...
დღეს შეყვარება 
ვერ მოვასწარი...

გადამარჩინე
26.07.2013

შენი მოგონებები
ჩემთან ერთად ცხოვრობენ...
თუმცა, გული შემომრჩა 
დღემდე დაუღალავი...
ჩემს სიყვარულს გაფიცებ
ვიცი, ხვდები ბოლომდე...
რომ შენსავით, არასდროს,
მყვარებია არავინ...

ისევ გულში მარხია
შენი კოცნა, პირველი...
თითქოს მხრებზე მაწვება,
შეცდომების სიმძიმე...
ვცდილობ თვალი დავხუჭო,
ღამე დარჩეს შიშველი...
თუმცა, შენზე ვფიქრობ და
უკვე, ვეღარ ვიძინებ...

რა ვქნა, 
თუ სიყვარულში
არასოდეს მიმართლებს...
მუდამ წინ მეღობება
წლები – ბარიკადები...
იცი? მინდა იცოდე,
გაგიმხილო სიმართლე...
არ დამტოვო უშენოდ,
თორემ დავიკარგები...

როცა ჩემთან იყავი,
სიყვარულში გბაძავდი...
ახლა, სადღაც წახვედი
და სიშორე მაშინებს...
შენ ხარ, ჩემი ნატვრა და
უჩვეულო აზარტი...
ამ ერთხელაც მენდე და
ისევ გადამარჩინე...

სიყვარულის გარანტია
23.07.2013

მგონი, 
ჩემებურად ისევ ავურიე...
ისევ აგედევნე,
ბედის ანაბარა...
სულში, 
სიყვარულის აურ-ზაურია...
შენმა გამოხედვამ,
გული ააჩქარა...
გულში ჩავიტიე - 
ცა და დედამიწა
და ღმერთს ვევედრები, 
შენს თავს,
წარამარა...
წესებს ძველებურად,
უკვე აღარ ვიცავ
და კვლავ მარტოობამ,
დარდმა გამამწარა
დღემდე
დასაღვრელი,
ცრემლი დაიღვარა...
ცა ხომ, 
დედამიწის ღია კარებია...
შენმა მოგონებამ 
თვალწინ ჩამიარა
ახლა შემიყვარე,
თუ არ გყვარებია...
გულზე სიყვარული
ლოცვად მახატია
შენთვის გავთენდები
თუ გამოიდარა...
მცივა, 
შენ გულში რომ 
ცეცხლი არ ანთია...
და ვარ დარჩენილი
წლების ანაბარა
მგონი,
ავურიე ისევ,
ჩემებურად...
ესეც თავისებურ, 
რაღაც ტალანტია...
დღემდე,
მენატრები ისევ,
ძველებურად
და ვარ სიყვარულის,
შენი გარანტია...

ოღონდაც...
19.07.2013

დრო მუდამ, 
ცელქი 
ბავშვივით გარბის...
მივყვები ქარს, 
საითაც წამიღებს
და გულში ვიკრავ, 
ნაჩუქარ მანდილს...
ოღონდაც,
ოღონდაც, 
გული გამიღე..
მე ქართან ერთად 
დავეძებ რითმას...
სარკმელთან ვდგავარ,
გიმღერ - სერენადას...
არ მინდა 
დაგკარგო
და ვინმემ გითხრას
სიტყვა და
ლექსების კორონადა...
არ მინდა 
წახვიდე,
წარსულში დამტოვო...
უშენოდ ველოდო 
მე,
მზიან ამინდებს...
მაგიჟებს ეს ღამე 
და სიმარტოვე...
ოღონდაც,
ოღონდაც, 
ეს ღამე გავიდეს...
და მაინც, 
მივყვები
ცხოვრების დინებას...
რა ვქნა, 
თუ ლექსები
კვლავ ჩემი ნაკლია...
ოღონდაც,
ოღონდაც, 
უფალმა ინებოს...
მაჩუქოს წარსული
ასე, რომ მაკლია...

ოღონდ მოდი
27.06.2013

მე უშენოდ 
უკვე ვეღარ ვიძინებ,
ყველა ღამე
ჩვენს სიყვარულს მაგონებს...
გულზე მადევს,
მე ფიქრების სიმძიმე...
სად მივყავარ 
სიყვარულის ვაგონებს...
უყოყმანოდ გავყრი
დარდს და 
საფიქრალს...
მხოლოდ შენთვის
ვიარსებებ ღმერთმანი...
ოღონდ ახლა, 
არ მომექცე საშინლად...
ოღონდ ახლა,
გავუფრთხილდეთ
ერთმანეთს...
მოდი, რომ გულს 
შენით ისევ ვუშველო...
გულში
დარდი დამრჩენია, იმხელა...
მიდის წლები 
უხმაუროდ, 
უშენოდ...
მე კი ვრჩები,
მიტოვებულ სიმღერად...
მე გულს მიღრღნის 
უსაშველო ეჭვები...
ისევ მეწვის, 
გულში შენი იარა...
უშენობას 
მე ვერაფრით ვეჩვევი...
შენ მიყვარხარ,
უშენობა კი არა...
სად მივყავარ, 
სიყვარულის ვაგონებს...
გემალები, 
სანამ დამინახავდე...
ყველა დილა
შენს სიყვარულს მაგონებს...
ოღონდ მოდი,
ოღონდ მოდი,
ახლავე...

უშენოდ წავალ
17.06.2013

ვიცი, 
გიყვარვარ მაინც, ძალიან
ამიტომ შენს სულს 
ვეხები ხელით...
რაც იყო, ალბათ, 
ჩემი ბრალია...
ახლა კი,
ისევ თავიდან გელი...
ხანდახან, 
ისე საშინლად მტკივა...
რომ, ჩემი გული 
მიჭირავს ხელში...
დაგელოდები 
მდინარის პირას,
მოდი და ღამეს 
კვლავ შენთვის,
შევშლი...
იქნება,
ჩემი ლექსებით გითხრა,
ის რასაც უკვე,
წლებია ვითხოვ...
რომ არ არსებობს 
ამ ქვეყნად სიტყვა,
რომელიც შეცვლის 
შენს 
გულს და სითბოს...
და ახლაც,
ისევ ისეთი ვრჩები...
მე სიყვარულით
და შენით ბრმა ვარ...
და მაინც, 
თუკი არ გჯერა ჩემი...
შენ მოდი,
მეკი,
უშენოდ წავალ...

წარსულში ვინახავ
22.05.2013

ჩემს ლექსებს, 
ყოველთვის,
წარსულში ვინახავ...
გულში მზე მინთია, 
ჩაუმქრალ სანთლებად....
მე შენზე ლამაზი 
არავინ მინახავს...
და ვერც, ვიფიქრებდი
თუ გამიმართლებდა...
შენს წასვლას ცრემლებად,
ტირიან ვერხვები
და თითქოს, ბოლომდე...
დაგკარგე კინაღამ...
ან როგორ მოგეცი,
უფლება ვერ ვხვდები...
არადა, შენს სახეს
გულშიც კი ვინახავ...
ყრუდ ისმის შორიდან,
ხმები ვაგონების...
გარედან თვალს მჭრიან,
ფერადი ფერები...
მე ახლაც, ამ წუთას
და მუდამ მაგონდები...
ჩემსკენ გამოწვდილი,
სიყვარულის ხელებით...
და მაინც, 
ვერ ველევი
ლექსებში ხეტიალს...
არასდროს გავრბივარ,
ფიქრების ველიდან...
ცხოვრება 
- ხან წრეა და
ხან სამკუთხედია,
გააჩნია როგორ
შევხედავთ ჩვენიდან...
უშენოდ ეს გული, 
ფიქრებსაც ვერ იტევს...
უშენოდ სიცოცხლე, 
გაჩერდა კინაღამ...
ყოველთვის გაჩუქებ
საჩუქრად - 
ჩემს სიტყვებს
და ლექსებს, 
რომლებსაც,
წარსულში ვინახავ...

არა ვარ იუდა!
27.05.2013

მე ნაცნობ ადგილას, 
დაგხვდები ამაღამ...
და შენთვის სიყვარულს, 
გავბედავ ჯიუტად...
გპირდები, 
ვიდგები მუხლებზე ამაყად...
მე სხვაში არ გაგცვლი,
არა ვარ, იუდა!..

ვინ იცის, რამდენჯერ 
დავეცი შენამდე...
დრო გადის, 
წარსულსაც უშენოდ მივტირი...
შენ გამო, 
ვეცდები გავუძლო, ყველაფერს...
დარდსაც და 
ჩემს გულში, დამალულ იმ ტკივილს

შენამდე რომ დარჩა,
სულ ცოტა, მტკაველი...
და მაინც, მე დღემდე 
მოვდივარ მდუმარე....
ვიცი რომ 
მე და შენ უფალი გვმფარველობს
და ის, რომ
სიყვარულს გვაჩუქებს სულ მალე...

მე ვიცი, რომ 
ბოლოს შევრჩები მოლოდინს...
და ისევ, 
ჩემს ფიქრებს გავყვები ქარისკენ...
ყოველთვის მინდოდა
სულ გვერდით მყოლოდი...
ამიტომ, სიცოცხლე
შენს გამო გავრისკე...

მე სხვაში ვერ გაგცვლი,
არა ვარ იუდა!..
მე დღესაც, 
სიყვარულს გპირდები, ამაყად...
ოღონდაც თუ შენს გულს,
შენს ფიქრებს მოუნდა...
მე ნაცნობ ადგილას, 
დაგხვდები ამაღამ...

ერთი ნაბიჯი
28.02.2013

მოჯადოებულ 
წრეზე დავდივარ...
უკვე წლებია,
კარგა ხანია...
თავიდან, თითქოს,
მაღლა ავდივარ...
ღრუბლებზე ვდგავარ
და მიხარია:
რომ მივატოვე მიწა 
ამ დილას...
ზეციდან, შენსკენ
ვაგზავნი კოცნას...
მაღლიდან ვხედავ,
უფრო ადვილად...
აქედან, შენი 
თვალებიც მოსჩანს...
მაღლა ღრუბლები, 
ისე ადიდდა,
თითქოს, ცა
ზღვაზე, დიდი როდია... 
ზოგიერთები 
სადღაც მიდის და
ზოგიერთები 
ცასთან მოდიან...
და ბოლოს,
როცა შევიგრძნობ ამდენს...
ვხვდები, ვინცა ვარ... 
ვიცი, რაც მიჭირს...
ვრწმუნდები თურმე,
მიწიდან ცამდე...
საკმარისია, 
ერთი ნაბიჯიც...

ქუჩა, ქუჩა
25.04.2013

დავდივარ 
ღამე, ღამე...
ქუჩა, ქუჩა
და
დარდი, 
დამაქვს
ფიქრებ, ფიქრებ...
ცაზე ღრუბლები 
რაღამ მოაქუჩა,
გაწვიმდეს 
იქნებ, იქნებ...
დაგეძებ
ღამე, ღამე
ქუჩა, ქუჩა...
მწყინს
როცა,
ჩემთან ხარ და
სხვაგან გინდა
და თუკი, 
უჩემობამ მაინც,
შეგაწუხა
და წლებიც,
უჩემოდ გაგიფრინდა...
მე აქ ვარ...
თუკი,დამიძახებ...
და მოვალ
შენთან,
ქუჩა, ქუჩა...
მე გულით
დამაქვს 
დარდი და
ფიქრი...
წლებმა, 
რომ ერთად მოაქუჩა...

უსიყვარულობა გვჭირს
25.01.2013

უსიყვარულობა გვჭირს,
უნდა გამოვფხიზლდეთ,
ჩქარა...
დარდი წაუღია ჭირს...
უსიყვარულობას,
კმარა!..
მაღლა,
ფერებია მზის...
დაბლა,
დედამიწა სუნთქავს...
რა მნიშვნელობა აქვს ვის...
ერთურთს,
სიყვარული ვუთხრათ...
უსინდისობაა ის,
როცა, ვერ იცდი და ჩქარობ...
ყველა საკუთარს რომ თვლის...
მე კი, თქვენიც მინდა ვთვალო...
უნამუსობაა თუ
სინდისს შემოახევ ტანზე,
როცა არ გაწუხებს სულ
სხვას, რა გადახდება თავზე...
უამინდობაა გარეთ,
ქარი გამეტებით ქრის...
გული ვერ ერევა ღამეს
მზე კი, ცხრაკლიტულში ზის...
კმარა!
სიჩუმე და დარდი
და გულს, სიყვარულით ვივსებ...
ვიცი, თუ არ დამიღამდი...
ვეღარ გავთენდები ისევ...
ცოდვა,
გამხელილი სჯობს...
რაკი დავიფიცე, მოვალ...
ჩვენ ვერ შევაჩერებთ დროს...
თუმცა, ჩვენ ხომ,
თავად დრო ვართ?

ჩემი და შენი გაზაფხული
16.04.2013

მეძახდა ლექსი,
რითმა – შორეული...
და ცაც, 
საომრად 
მოქუფრულს ჰგავდა...
მე მიყვარს 
- სიჩუმე, 
ვნებამორეული...
უშნო სიტყვების და
სიშიშვლის გარდა...
უშენოდ, ისევ 
მოვა გაზაფხული...
და ფიქრებს
მომაბნევს 
ვიცი, ენძელებად...
მე შენში დავრჩები
ასეთი, 
ბანალური...
შენი დაკარგვა 
ახლაც რომ -
ეძნელება...
მე მიყვარს 
- სიჩუმე,
ფიქრებს რომ მაშორებს...
და ცაც, 
შენი 
თვალებით დანახული...
ფერადი ღრუბლები
შენს ღიმილს მაგონებს...
გარეთ წვიმს,
ჩემი და შენი გაზაფხული..

რატომ?
11.03.2013

იცი? 
დღემდე რა მიკვირს...
რატომ  გადის წლები და
რატომ, ისე არ არის...
როგორც შენ და მე გვინდა...
იცი? 
კიდევ რა მიკვირს...
რატომ ვცხოვრობთ უგულოდ...
რატომ არ შემიძლია,
ყოველდილა გიყურო...
რატომ 
აღარ მაგიჟებს,
გაზაფხულის ფერები...
რატომ აღარ მოდიხარ...
რატომ არ მეფერები...
რად არ ვტოვებ
ძილის წინ,
როგორც უწინ, სინათლეს...
რატომ გაუფერულდა,
ერთადერთი სიმართლე...
მე ხომ, 
კმაყოფილი ვარ...
შენთან რომ ვარ, ამითაც...
სანამ შენი დაკარგვის,
შიში ისევ, ამიტანს...
იცი? 
შენზე ფიქრებმა
დღემდე სად არ მატარა?...
მაგრამ, ახლაც უშენოდ,
მიწევს დარდის ატანა...
იცი? ახლა რას ვფიქრობ...
იცი? ახლა რა მინდა...
როგორ შევძლო, სიცოცხლე
შევიყვარო თავიდან...
დამტყობია სიბერე,
ნაოჭებად ხელებზე...
როცა ვფიქრობ ხანდახან,
ამდენ სისულელეზე...
 
ერთი გოგონა შემიყვარდა
21.03.2013

ხომ იცი,
ისედაც 
შენი ვარ და... 
წარსულად აღარ მემეტები...
მე ერთი გოგონა შემიყვარდა
და ახლა მიწაზე ვერ ვეტევი...

ლოდინი
აღარ შემიძლია...
დავდივარ ასე არეული
და დღემდე რაც კი შემიქმნია,
წავშალე ყველაფერი ფასეული...

ცოდვები?
თუ ღმერთი გწამს, მაპატიე...
სულში დამიგროვდა ფანტელები...
სიმართე, რომ ვერსად დავატიე,
ამიტომ დავდივარ ნამთვრალები...

მუსიკა?
იცი, ჯაზი მირჩევნია...
სასმელი? 
ვისკი მიყვარს ნაბახუსევს...
შენი მზეც ჩემს ხელებში ასვენია
და რომც მოინდომოს, არ გავუშვებ...

არ გინდა,
ჩემს უბეში ჩაგატიო?
და ღამე დილამდე გავათენოთ...
ლექსებად ვესტუმროთ გალაკტიონს
და ლურჯა ცხენებით გავაჭენოთ...

მოგწერე
გული სტრიქონებად...
ვიზოგავ, შენამდე რომ ვიკმარო...
მჭირდება წარსულის მოგონება, 
რომ ისევ თავიდან შეგიყვარო...

არ გესმის?
დრო უკვე დამიმთავრდა...
ჩემს გულში აირია ყველაფერი...
მე ერთი გოგონა შემიყვარდა
და მაინც ვერ ვუთხარი ვერაფერი...

აღარც დედამიწაზე
13.02.2013

მსიამოვნებს დილას,
ეგ მზერა რომ, მაღვიძებს...
შემომახვევ წარსულს
და დამტოვებ ჩრდილად...
შენი მოგონებები
კიდევ უფრო მაგიჟებს,
როცა შენთან ვარ და
შენს მკლავებში მძინავს...
მზე, ქურდულად იღიმის...
და ჩემს სიზმრებს იპარავს,
ღამე ჭირისუფალი
ჩემს სიყვარულს გლოვობს...
მცივა, საბნად სიჩუმეს
უფრო, მაგრად ვიფარავ...
სხვა ქუჩაზე რა მინდა,
შენს ქუჩაზე ვცხოვრობ...
შეეპარა დილას,
ნაცრისფერი ბინდი...
ღამეს – როგორც სარეცელს,
სიყვარულით გიყოფ...
ხვალამდე რა მოიცდის
დრო უშენოდ მიდის...
თითქოს შენში ვცხოვრობ და 
თითქოს შენი ვიყო...
სიყვარულის ტალღები 
ეხეთქება ნაპირებს... 
ვგრძნობ, ეგ მზერა მაღვიძებს,
გარეთ დილა თენდება...
მე სიცოცხლეს უშენოდ
აღარასდროს ვაპირებ...
დროც კი, სანამ გაივლის
ჩემს სარკმელთან ჩერდება
ახლა, ვზივარ ნაპირზე,
ოკეანეს გავყურებ...
ეგ ფიქრები – აფრები
მთელი ძალით მიტაცებს...
ცხოვრება ხომ, ნელ-ნელა
დავამთავრე, დავხურე...
აღარც ცაში მინდა და
აღარც დედამიწაზე...
 
სიმართლე
23.01.2013

აგერ უკვე,
მერამდენე აპრილია...
ველოდები როცა,
დარდი გაივლის...
ჩემს აღმართზე,
თუ ოდესმე აგივლია...
თუ ოდესმე,
ჩემს დაღმართზე ჩაივლი...
მიზეზს ვეძებ,
რომ დაგტოვო, წავიდე...
სისხლი მიდუღს,
აბელის და კაენის...
სანამ ჩავალ,
ჯერ ხომ უნდა ავიდე...
რომ ვიცოდე,
ჩემს სიყვარულს, რა ელის...
სანამ მიყვარს,
გულს, იმედით დავიბერავ...
სანამ ვსუნთქავ,
ფილტვებს ჰაერს მივაწვდი...
სანამ აქ ხარ,
იქნებ ერთად წაგვემღერა...
ციდან, ცამდე და
მიწიდან, მიწამდის...
ერთი გზა მაქვს,
ოღონდ ვიწრო, პატარა...
რომ დავდივარ,
გული ტკივილს მიმატებს...
მე აქამდე, მოვაღწიე მართალმა...
და ყოველთვის,
თან დამდევდა სიმართლე...
ჩემს აღმართზე,
თუ ოდესმე აგივლია...
უეჭველი,
ჩემს დაღმართსაც ჩაივლი...
აგერ უკვე,
მეორმოცე აპრილია...
ველოდები დარდი,
როდის გაივლის...

შენი სიყვარულის ნაცვლად
ეძღვნება ნ.ს.-ს

აურზაურია ტვინში,
აურდაურია ქარმა...
ისევ.
შემადედა სისხლში
შენმა,
გამოხედვამ ჩქარმა...
მაინც,
აღარაფერს ვიშლი
და გზად,
პოეზიას ვირჩევ...
მაინც,
დომხალია ტვინში
როცა, დალაგებას ვიწყებ...
გადავეფარები ნისლებს,
ჩამოვარეცხინებ, წვიმას
სევდას,
ვაფერადებ ისევ
თეთრა ვარსკვლავებით, წვრილად...
აღმომიცენდება სულში,
ფიქრი,
მშვენიერი ალბათ...
გადავახურდავებ ფულში
დროს და
მოგონებად წავალ...
ამიცრემლიანდი თვალში,
ამასევდიანა დილამ....
ისევ, გელოდები სახლში...
ამაფორიაქე ფრთხილად...
შემიფიქრიანდა გული,
ისევ, ვუხერხულობ წასვლას...
მესმის,
გამოხედვა მტრული...
შენი სიყვარულის
ნაცვლად...

შეჩერდი, წამო!
23.01.2013

ოღონდ გიყვარდე, 
ვინ რას დამაკლებს...
შენამდე ვივლი 
- სირბილით, ჩქარა...
მე, სიყვარულის ჯვარზე გამაკრეს
და დღემდე ვითმენ, ჭირსა და ვარამს...

ჩემს თვალებს ადევს 
- წარსულის მტვერი
მე ჩემთვის, 
ჩუმად ფიქრებში მძინავს...
გული კი, ნაცნობ მუსიკას მღერის...
როგორც მღეროდა, დიდი ხნის წინათ...

ფიქრებში, 
ისევ დავეძებ სიტყვას...
თოვლს, წვიმას 
უკვე არ ვენაღვლები...
მინდა გიპოვო, რომ ისევ გითხრა...
არასდროს, აღარ დაგეკარგები...

გთხოვ, 
ერთი წამით მაინც შეჩერდი...
რომ კოცნა მაინც გაჩუქო, ახლა...
მინდოდა წასვლა, მაგრამ ვჩერდები...
ჰოდა, უჩემოდ ნუღარსად წახვალ...

თუ გეყვარები,
ვინ რას დამაკლებს
გთხოვ: - ერთი წუთით შეჩერდი, წამო!
მე, სიყვარულის ჯვარზე გამაკრეს
შენი ლამაზი თვალების გამო...

გამარჯობა...
9.01.2013

არ გინდა?
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან...
მითხარი - გამარჯობა.
მე გეტყვი - გაგიმარჯოს.
იქნება, ახლა მაინც მოხდეს სასწაული...
იქნება, ახლა მაინც გაგვიმართლოს...

მერე, შეგაგებებ გამთბარ ხელისგულებს...
გეტყვი - როგორა ხარ? 
რატომ დამეკარგე?
იქნებ, საჩემოდაც ისევ შეგიგულო...
თითქოს არც გიცნობდი, ადრე არც მენახე...

- რატომ დამეძებდი? მკითხავ გაკვირვებით...
მე რა გიპასუხო, მართლა აღარ ვიცი...
მხოლოდ ერთი ვიცი, სულ რომ მაკვირვებდი...
მზად ვარ სიყვარული, ისევ შემოგფიცო...

როგორ დაგაჯერო, სულ რომ მენატრები...
- მხოლოდ შენზე ვფიქრობ, დედას გეფიცები...
ახლა გიპოვე და ისევ გავგიჟდები...
მზეს და შენს სიყვარულს ვეფიცხები...

ვიცი რომ კითხვები, არის უთვალავი...
და ეს კითხვებია, დღემდე, რომ გვაფიქრებს...
იქნებ, ახლა მაინც მოხდეს სასწაული...
იქნებ, ახლა მაინც დაგაფიქრო...

ჰოდა, 
რაღას ვუცდი, ჩუმად განაბული...
მოვალ, შენი გული უნდა ვინახულო...
ვიწყებ - გამარჯობა, ჩემო სიყვარულო...
მესმის - გაგიმარჯოს ჩემო სიხარულო...

რა ჩემი ბრალია?..
4.01.2013

ვერასროს გაიგებ, 
თუ როგორ მიყვარდი...
თუ როგორ ველოდი, უშენოდ გაზაფხულს...
თუ როგორ მტკიოდი - სიტყვიდან სიტყვამდე
ან რატომ გჩუქნიდი სტრიქონებს არნახულს...

მე ისევ ოცნებებს მოვყავარ შენამდე...
და ვცდილობ, 
გიპოვო ფიქრებში, იქნება...
სიცოცხლე სიყვარულს და წარსულს მივანდე...
წარსული, გულში რომ, არასდროს მიქრება...

ფიქრებთან ჭიდილი, უშენოდ ძნელია...
მე დღესაც მარტო ვარ, 
წლები კი, მიჰქრიან...
მე არსად მივდივარ, მე არსად მელიან...
ირგვლივ კი სევდაა, ირგვლივ კი ფიქრია...

დაღამდა, 
სიბნელემ წარსული დაფარა...
ჯერ კიდევ ცივა და ჯერ კიდევ ქარია...
გაჩუქებ სტრიქონებს, წარსულის ნაპარავს...
რა ვქნა თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?..

ვერასროს გაიგებ, 
თუ როგორ მიყვარდი...
და დღემდე უშენოდ, თუ როგორ მოვედი... 
ან რატომ მტკიოდი - სიტყვიდან სიტყვამდე...
ან რაზე ფიქრობდა, ეული პოეტი...

დარდებმა მომკლას...
3.01.2013

შენზე ფიქრებით 
- დაიწყო, წელი
და ნაღვლიანად, 
შევყურებ, ზეცას...
მე მინდა, 
ისევ შეგეხო ხელით...
რომ ტანზე, 
შენი ხელები მეცვას...
ოცნებას, 
ისევ ვიწყებ თავიდან...
ტკივილს კი, 
ბოლო ისევ არ უჩანს...
წარსული თითქოს, 
სადღაც წავიდა...
და ჩემი გულიც, 
თითქოს დამუნჯდა...
ბინდდება, 
მალე მთვარე ამოვა...
სიბნელეს ისევ, 
დარდით ვაწყდები, 
მე მოვალ, 
როცა წვიმა წამოვა...
და სამუდამოდ, 
შენთან დავრჩები...
ღამეა, 
მთვარის ჩურჩული მესმის...
გული კი, 
ისევ ხმამაღლა ოხრავს...
მე მინდა, 
ისევ გაჩუქო ლექსი...
რომ შენზე ფიქრმა, 
დარდებმა მომკლას...

მე, სიყვარული ვთხოვე...
31.12.2012

გარეთ ქარია, სუსხი...
წარსულს, ფიქრებში ვძირავ...
კვლავ, გათენებას ვუცდი,
სადღაც ქუჩაში მძინავს...

ისევ, მოვისხამ ტანზე,
ობლად დარჩენილ ცას...
თოვლს შევატოვებ, ღამეს...
მერე, მოვიკლავ თავს...

თოვს, მე ქუჩაში ვდგავარ...
შენთან, სიყვარულს ვატან...
მე უცნაური არ ვარ, 
ალბათ, მიყვარხარ რადგან...

სევდას – ვფანტავდი უხვად...
გახსოვს?ვტიროდი - გუშინ...
მერე გათენდა, უცბად...
მზედ ჩამეღვარე გულში...

ისევ, მიყვარხარ ახლაც...
მახსოვს, მაშინაც თოვდი...
ძველ წელს, ვაცილებ სადღაც...
ახალი წელი მოდის...

სევდას, წარსულში ვტოვებ...
გულს კი, იმედით ვივსებ... 
მე, სიყვარული ვთხოვე...
ახალ წელიწადს, ისევ...

სევდანარევი ლექსი...
26.12.2012

მოვალ,
გაჩუქებ ფიქრებს...
და გულს,
დარდისგან დაცლილს...
ოღონდ, მოგისწრო ვიდრე,
სანამ სიცოცხლე მაცლის...
ჩემი გულივით ვღელავ,
სევდას,
წარსულში ვტოვებ...
შენთვის ლექსების წერას,
მთელი გზა მოვანდომე...
ღმერთო,
მაკმარე ცუდი...
დღემდე სიკეთით მავალს...
ისევ გაზაფხულს ვუცდი,
ზამთარს უბეში ვმალავ...
ისევ,
დაგეძებ ნისლში...
ფიქრებს,
წარსულში ვამწყვდევ...
ლექსი რად მინდა სხვისი...
შენთვის სონეტებს დავწერ...
მე უშენობა მკლავს...
გეძახი,
არც კი გესმის...
მინდა გაჩუქო კვლავ,
სევდანარევი ლექსი...
და,
ვიხედები ცისკენ,
ფიქრებს რომ მათოვს, მრავალს...
კოცნას გაჩუქებ ისევ
და მერე,
ჩემთვის წავალ...
ბოლოს,
უფალთან მივალ...
გულში ჩამიკრავს, თუმცა...
იცის, თუ როგორ მტკივა
და წლებს უშენოდ ვფურცლავ...

ისევ შემომაჩვიე...
25.12.2012

ახლა ღამეა, ბნელა სულეთში,
დავეძებ, მაგრამ სინათლე არ ჩანს...
მივდივარ, სადაც არის სულერთი,
იქ სადაც, შენი თვალები დამრჩა...

ჩემ სულში დაქრის, ქარი მაცდური,
დღეები ბევრჯერ უშენოდ ვთვალე...
წარსულში, ისევ შენთან დავცურავ
და ვერ ვივიწყებ, შენს ლამაზ თვალებს...

ეს მე ვარ, დარდი რომ დავიბერე,
მივყვები ბილიკს - წლების განათელს...
და მჯერა, გავა წლები და მერე,
შენი თვალები შემომანათებს...

შენი თვალები ახლაც, მაოცებს
და ისევ, შენი ღიმილი მინდა...
ვიხსენებ ღამეს, როცა გაკოცე
და ჩვენი გზებით წავედით, მშვიდად...

ჩემს გულში ცოცხლობს სევდა ფარული,
და ფიქრებს უკვე, ვეღარ ვიშორებ...
კვლავ გამაგიჟებს მე სიყვარული,
თავს მომაბეზრებს შენი სიშორე...

მე ახლა, ღამის ჩურჩული მათრობს,
მომნატრებიხარ, ლოდინით დაღლილს...
ვოცნებობ ისევ და ამას ვნატრობ,
რომ ერთი გვქნონდეს, ქუჩაც და სახლიც...

მაშინ დარჩენას წასვლა ვარჩიე,
მესმის ძახილი გარდასულ დღეთა...
რა ვქნა თუ, ისევ შემომაჩვიე.
ფიქრები, მაშინ რომ დამრჩა შენთან...

შენთან მოვდივარ ცაში...
22.12.2012

სამყარო, 
ჩემთან ერთად ბერდება...
მეძახის ცა და ტაროსი ფერთა...
ისევ ახალი დილა თენდება,
ერთი ნაბიჯი მაშორებს შენთან...
მე სიყვარულის სიმღერას ვმღერი,
და გულიც, 
ისევ აშკარად ღელავს...
მომაგონდება მე, ყველაფერი
და გავიჭრები ქარივით – ველად...
ეს გული,
შენზე ფიქრმა დაღალა...
მივდივარ, მიმაქვს შენი თვალები...
არადა, წლებმა როგორ მაწვალა
ვარსებობ ასე, 
ვცოცხლობ წვალებით…
ყოველ დღე, 
სევდა ფიქრებად მახლავს
და მოგონებაც ისევ მაწუხებს....
მოდი მასწავლე 
- რა გითხრა, რა ვქნა...
რომ სიყვარული ისევ გაჩუქო...
მაინც მიტაცებს ფერთა სისავსე...
ფერად სტრიქონებს, 
ვფანტავდი ქარში...
მე დავიბადე შენთან, მიწაზე...
ახლა კი, 
შენთან მოვდივარ ცაში...

ახალ წელიწადს....
21.12.2012

რა თოვლისფერი 
- თოვლი მოსულა...
ისევ დავიწყებ, 
ქარში ბორიალს...
ცა ათასფერი ფერით მორთულა...
გარეთ თოვლია, 
ძინავს როიალს...

თოვლი თოვს, 
ფიქრებნაავადარი
წარსულში, 
აღარ მინდა გახედვა...
მკერდგაღეღილი, 
მოდის ზამთარი...
რა თოვლისფერი დილა გათენდა...

მესმის, 
მუსიკის ხმები შორიდან...
ეს თოვლიც, 
რაღაც უცნაურია...
აი, ახალი წელიც მოვიდა...
ირგვლივ, ფიქრი და სიხარულია...

რაც იყო, 
იმას ვტოვებ წარსულში...
გარეთ, ნაცნობი ქარი კიოდა...
რას ვიფიქრებდი
თუ სიყვარულში,
თუ ოცნებაშიც, დრო გადიოდა...

მე, 
თოვლისფერი დილა გაჩუქე...
ამოგარჩიე ათას ფერიდან...
წარსული უკვე, 
აღარ მაწუხებს...
იმედით ვხვდები ახალ წელიწადს....

ზამთარი გულში ისევ ხმაურობს...
გზა გასავლელი, ისევ შორია...
აი, 
გათენდა დღე უცნაური...
გარეთ კი, 
თოვლში ძინავს როიალს...

საშველად გელი...
18.12.2012
 
ნეტა ეს წლები, სადღა მიდიან...
დროც, ისე უცებ, 
გასცილდა საზღვარს...
მე შენი წასვლა არ გამიგია
და ვდგავარ ასე ქუჩაში, სადღაც...

ჩემი ცხოვრება სავსეა ისევ...
სიცოცხლით, 
სევდით, 
ფიქრით, 
ლექსებით...
ვიცი, მე წარსულს ვერ დავივიწყებ
და ბედსაც, ვერსად ვერ გავექცევი...

ნეტა ეს დარდი, სანამდე გასტანს...
ფიქრები გულში, 
წლებია იწვის...
სიყვარულს ისევ ქარებად ვფანტავ
და ასე ყოფნა, 
უშენოდ მიმძიმს...

ფიქრები ისევ ქარს შევატოვე...
მეძახის ვიღაც: 
დამთავრდა, მორჩა...
მივდივარ იქით, სადაც დაგტოვე...
იქ, სადაც
შენი წარსული მოჩანს...

მოწყენილია ახლა სამყარო...
უშენოდ ყოფნა, 
ყოფილა ძნელი...
ვგრძნობ დანაშაულს,
თავი დავხარე
და მაინც, 
ისევ საშველად გელი...

ევას...
5.12.2012

ხარ, სიყვარულით მთვრალი...
რჩები - ადამის ნეკნად...
თურმე, უფალმა - ქალი...
სიყვარულისთვის შექმნა...

დრო, ოცნებებში გადის...
გავხარ მთვარესაც, მზესაც...
მე ვარ - ადამის ლანდი,
ევას რომ ელის დღესაც...

დროს, სიყვარულით მივსდევ...
და ვერ გივიწყებ, დღემდე...
გამომეღვიძა, ისევ... 
ამდენი წლების შემდეგ...

ღმერთო, მაკმარე ცოდვა...
სანამ გულს, დარდი დაღლის...
უშენოდ ჩემი ლოცვა
და არც, სიცოცხლე არ ღირს...

იცი, უშენოდ ვერ ვარ, 
გულშიც, იმედი ჩნდება...
ისიც რომ, ყველა ევა...
ბოლოს, ადამთან რჩება...

ედემის ბაღში გელი...
ისევ, ხის ძირში ვწევარ...
მე ვარ – ადამი, შენი
და სიყვარულის ტყვე ვარ...

ზეცისკენ ვიწევ...
3.12.2012

მივდივარ...
ცოდვა მიმაქვს, წვალებით,
არ ვიცი, ხვალე როგორ იქნება...
მზეს ვუყურებდი შენი თვალებით,
და გამაგიჟეს შენზე ფიქრებმა...

მწყურია ფრენა, ზეცისკენ ვიწევ,
შენი თვალები ჩემი გულია...
ცხოვრებას ისევ ხელახლა ვიწყებ...
ზეცისკენ ვიწევ, ფრენა მწყურია...

უშენოდ გული ისევ ჩერდება,
ოთახში ვზივარ და სიკვდილს ველი..
წლებიც კი, ჩემთან ერთად ბერდება...
წლები, რომელიც ვერაფრით მშველის...

ოთახში ვზივარ და ვფიქრობ შენზე,
არ ვიცი ასე, სანამდე გასტანს...
მე მინდა წასვლა - სიკვდილის ველზე,
და ქარი შენთან სიყვარულს მატანს...

მე შენზე ფიქრი მიპყრობს თანდათან,
სიყვარულს ისევ ბოლომდე ვივსებ...
ცხოვრება ჩემთვის თითქოს გათავდა,
მივფრინავ მაღლა, ზეცისკენ ისევ...

ჩემი ფიქრებით ცას, ცისფრად ვავსებ,
შენი თვალებიც მუდამ თან მახლავს...
მე ისევ შენი ფიქრით ვარ სავსე,
და ვინც ვიყავი, ისა ვარ ახლაც...

მეგობრებს!..
30.11.2012

მიყვარს ღამე,
სიჩუმე რომ ისმის...
ვიცი, მაინც გათენდება ბოლოს...
პოეტობა –
დამითმია სხვისთვის...
მე, სიყვარულს დავჯერდები მხოლოდ...

ირვლივ ისევ –
ბურუსია, ნისლი...
აგერ,
ღამეც დამათენდა თითქოს...
არასოდეს შემშურდება სხვისი...
მე, ვიკმარებ სიყვარულს და სითბოს...

თქვენთან ერთად,
მეც სიყვარულს ვეძებ...
როგორც ყველას,
მეც მჭირდება შველა...
ახლა ვხვდები,
რატომ ვსუნთქავ ლექსებს...
და რატომაც შემიყვარდით ყველა...

ახლა,
დილაც ახმაურდა სადღაც...
ნოემბერიც,
გავაყოლეთ წარსულს...
მერამდენე დეკემბერი დადგა...
და რაც იყო,
დავიწყება არ მსურს...

მიყვარს ღამე,
თქვენი ხმა რომ მესმის...
თქვენი სუნთქვა,
მე სიცოცხლეს მითბობს...
სიყვარული გაიმეტეთ ჩემთვის...
მე ხომ თქვენგან,
სხვას, არაფერს ვითხოვ...

სიკვდილი არ მსურს
28.11.2012

ვსვამ ღვინოს,
ვუსმენ ნაცნობ მუსიკას...
მე თრობა მინდა,
სიკვდილი არ მსურს...
აჩრდილებს დავდევ, აქაც და იქაც
და ვცდილობ,
ხელით შევეხო წარსულს...

ისევ შემივსებს, დარდი ფიალას...
სხვა რა დამრჩება,
ალბათ დავთვრები
და მერამდენედ ვიღებ იარაღს...
ვსვამ ღვინოს,
მაგრამ მაინც არ ვთვრები...

მთვრალი ხომ, რასაც მინდა ჩავიდენ...
იქნება,
ღვინომ მაინც დამათროს...
თორემ, ფხიზელი საით წავიდე...
ვსვამ ღვინოს,
მაგრამ მაინც არ მათრობს...

ვინ იცის, იქნებ თვალიც ვერ მოგკრა...
ღვინისფერ ნისლში, ვერაფერს ვხედავ...
მე მინდა,
მთვრალი სიჩუმე მოვკლა...
ვსვამ ღვინოს,
მაგრამ, მაინც ვერ ვბედავ...

იცოცხლეთ,
თქვენი სიკვდილი არ მსურს...
მე აჩრდილს დავდევ, აქაც და იქაც
ოღონდაც, ისევ შევეხო წარსულს...
ვხვამ ღვინოს,
ვუსმენ ნაცნობ მუსიკას...

ოღონდაც ისევ, იყავი ჩემი...
26.11.2012

მზე სადღაც ჩადის,
ღამდება ისევ...
ცაზე, ნაცნობი ვარსკვლავი ბრწყინავს...
მე დარჩენილი - ფრთების გარეშე,
სულ ველოდები - ავდარს და წვიმას...

ოღონდაც ისევ, იყავი ჩემი...
ოღონდაც, შენი ტრფობით ვიწვოდე...
არ მინდა წასვლა, მე შენთან ვრჩები,
მომეცი, ხელი გამომიწოდე...

მოდი, რომ ისევ შეგეხო თრთოლვით...
რომ მერე, მუდამ ვიაროთ წყვილად...
ვერ შეგვაციებს, სიცივე თოვლის...
რას შეგვაჩერებს, სევდა და წვიმა...

ახლა შორია, გათენებამდე...
სამყაროს შენი თვალებით ვუმზერ...
უკან მომდევდა წარსულის ლანდი,
შენი ცრემლები მაწვიმდა გულზე...

მთელი ცხოვრება, სიყვარულს ვეძებ...
უკან რჩებოდა ხეების ჩრდილი...
გჩუქნიდი შენთვის ნაფიქრალ ლექსებს...
ცხოვრებას, შენით ვიწყებდი დილით...

მზე სიზმრად - ღამეს, ფერებად ქარგავს...
მე ისევ წარსულ დღეებს მივტირი...
თურმე, რამდენი დრო დამეკარგა
და რა ახლოა, ახლა სიკვდილი...

მზე ჩადის, სადღაც ღამდება, ახლა...
შენ აქ ხარ, გულში ტკივილად გმინავ...
ოღონდაც გნახო, სანამ სულ წახვალ
და მერე, თუნდაც წამიღოს წვიმამ...

მე სხვანაირად არ შემიძლია...
22.11.2012

მე მოვინდომე, წარსულის ნახვა...
არადა,
უკან რა უკუნია...
მე მიხარია - სიცოცხლე ახლა...
რადგან ეს, ტრფობის საუკუნეა...

ცხოვრებას, შენი მზერით ვუყურებ...
ფიქრები,
დღეებს, როგორ იცვლიან...
მე შევიყვარე ეს საუკუნე,
მე სხვანაირად არ შემიძლია...

და მაინც, სადღაც მიდის დღეები...
სიყვარულს ისევ ვუდგები ფეხზე...
ქუჩაში, ისევ მხვდება ხეები...
მე კი,
უბრალოდ, უშენოდ ვერ ვძლებ...

ქუჩაში,
ახლა ღამეა მხოლოდ...
გულში ოცნებებს, ფიქრებად ვაწყობ...
საუკუნეა, უშენოდ ვბრძოლობ...
არ ვეპუები უცნობს და ნაცნობს...

სიცოცხლე, ღმერთს და ლოცვას მივანდე...
წავიდა ის დრო,
როცა ვმორცხვობდი...
ვიცი შორსაა ახლა, შენამდე...
როდესაც, მხოლოდ შენით ვცოცხლობდი...

თუ მოვინდომე,
მე მოვალ – თოვლად...
გაჩუქებ ფიქრებს,
სულის მარცვალებს...
ოღონდაც ისევ,
არ ვიყო ობლად
და უშენობა ნუ გამაწვალებს...

ქალი, რომელსაც ასე ვუყვარდი...
21.11.2012

შენა ხარ ქალი,
მე რომ მიყვარდა...
ქალი, რომელსაც ასე ვუყვარდი...
მუსიკა იყო, ჩემი სიტყვა და
ჰაერი, დღემდე მე რომ, ვსუნთქავდი...

მღლის უღმერთობა,
დუმილი,
ნატვრა...
კვლავ სევდიანობს, ცრემლები ხმაში...
მე სიყვარული მაჩუქა მარტმა
და წარსულივით, დავრჩები მარტში...

ვკოცნი შენს ბაგეს,
ისე, ვით ყვავილს...
ქარივით, ყელზე გახვევ სტრიქონებს...
ჩემს სულში, ისევ წარსული ჰყვავის
და სევდიანი ზეცა მიგონებს...

მაღლა ცა,
ახლა ტირის ქალივით
და სევდას სულში, ცრემლებად მივსებს...
გუშინ ქუჩაში, ვქროდი ქარივით...
დღეს კი, უშენოდ დავდივარ ისევ...

ოდესმე,
ქარი თუ მაინც ჩადგა...
თუ შემაშინა, შენმა სიშორემ...
მე მიხარია სიცოცხლე, რადგან...
შენს მოგონებებს, ვეღარ ვიშორებ...

მუსიკა არის, ჩემი სიტყვა და
ჰაერი, დღემდე ჩვენ რომ ვსუნთქავდით...
შენა ხარ ქალი,
მე რომ მიყვარდა...
ქალი,
რომელსაც ასე ვუყვარდი...

მე ვინ ვარ...
16.11.2012

მე ვინ ვარ,
შენ რომ გიწოდო – ჩემი...
შეგასხა ფრთები – ჩემი ლექსები...
თუ სამუდამოდ,
წარსულში ვრჩები...
და აღარასდროს, არ მეღირსები...

თუკი ჩემს სიტყვებს,
დრო ფიქრით წაშლის...
ტკივილი მაინც გამყვება ვალად...
მე როგორც ერთი
– საწყალი ბავშვი..
საკუთარ თავთან, დავრჩები ცალად...

მოგიძღვნი,
დარდით დაწერილ რითმებს...
წარსული ისევ თავისას ითხოვს...
გავყვები,
შენსკენ მომავალ ფიქრებს...
რომ წვიმად ისევ, გაჩუქო სითბო...

მე ოცნებების, ბილიკებს ვხლართავ...
და მაინც,
დროს და დღეებს მივყვები...
როცა დავრჩები, საკუთარ თავთან...
როცა ვერაფერს შევცვლი, სიტყვებით...

დრო სიზმარივით იღიმის, ახლა...
ისმის დუმილი,
მომცველი ყოვლის...
თუ წარსულს ისევ ტკივილი ახლავს,
ვერაფერს შველის – სინათლე თოვლის...

მე ვინ ვარ, რა ვარ, 
გიწოდო – ჩემი...
გაჩუქო ფრთები – ჩემი ლექსები...
თუ სამუდამოდ, წარსულში ვრჩები
და აღარასდროს არ მეღირსები...

მე მოვალ შენთან...
09.11.2012

სევდა და დარდი
დღეებს მიმძიმებს...
და მაინც,
მზეს და ღიმილს გადარებ...
მე მოვალ შენთან,
როცა იწვიმებს...
აგიყვან ხელში,
ისე გატარებ...
მე ვგავარ,
მარტოდ დარჩენილ ფოთოლს...
თვალებს რომ ცისკენ,
ზემოთ აპარებს...
მე მოვალ შენთან,
როდესაც მოთოვს
და ფიქრებს,
საბნად გადაგაფარებ...
უშენოდ,
ზამთრის სიცივით მცივა...
გავდივარ დროის,
აღმართ-დაღმართებს...
მე მოვალ შენთან,
ზაფხულის წვიმად...
და შენთან ერთად,
ღამეს გავათევ...
როგორც ნაცნობი,
ძველი მისანი...
ავაფერადებ ზეცის ნაპირებს...
მე მოვალ შენთან,
ოღონდ მითხარი...
გამოზამთრებას თუ დააპირებ...

სევდიანი ზამთარი
6.11.2012

დღე ფიქრებით,
ოცნებებით აივსო...
შემოდგომის
სევდიან დღეს გავხარ...
გელოდები,
რომ ხელახლა დავიწყო...
ნეტავ, სად ხარ,
ნეტავ, რად არ ჩანხარ...
მარტოსული,
მზე ბანაობს შიშველი...
და წვეთებად,
შენს ფანჯრებთან ცეკვავს...
ახლა, მხოლოდ შენი,
სითბო მიშველის...
სანამ მოვა,
ზამთარი და სევდა...
დამიბრუნდი,
სანამ გვიან არ არის...
სანამ გული,
მზესთან ერთად ცეკვავს...
თორემ მალე,
მოვარდება ზამთარი
და ყველაფერს,
გადააქცევს სევდად...
სულში ღელავს,
შენზე ფიქრი – ზღვისფერი...
ისევ ვითვლი,
უშენობის დღეებს...
ოცნებებსაც,
ძველებურად ვიფერებ...
ვსუნთქავ ისევ,
სიყვარულის ფერებს...
მე რომ მინდა,
ნეტავ, ისე სად არის...
ეგ თვალები, ვიცი
პასუხს მომთხოვს...
როცა მოვა,
სევდიანი ზამთარი...
და ფანჯრებთან უშენობა მოთოვს...

მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...
01.11.2012

ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...

და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ,
დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის,
ხმამაღლა გამხელა...

ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში,
სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა
მე შენი ტუჩები..

ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ,
ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ,
დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც,
მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...

ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება
წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ,
სიყვარულს ვიფერებ...

პოეტი...
24.03.2012

უძილო ღამე,
ყოველ დილას საწოლთან მორცხვობს...
მზე მიალერსებს,
და ჩვილივით მიკრავს უბეში...
პოეტში, თურმე...
სიყვარული იქამდე ცოცხლობს...
სანამდე, სევდა არ მოკვდება, თავად პოეტში...

ახლა სამნი ვართ,
მე და შენ და უძილო ღამე...
ველით ოცნებას,
უზომოდ და მაინც მკაფიოდ...
პოეტის ბოლო...
ხან ტკბილია, ხან მაინც, მწარე...
მისი ლექსები, სიცოცხლეზე უფრო სწრაფია...

უძილო ღამე,
ყოველ დილას ფიქრებს მიმალავს...
არ ვიცი, რატომ...
ვიმეორებ სევდიან მაჟორს...
პოეტი რითმებს ცხოვრებისგან,
თუ ვერ იპარავს...
ტყვიებს, ცამეტჯერ მოსაკლავად, რიგებად აწყობს...

სიზმრად იღვრება ყოველ ღამე,
შენი ფიქრები...
სცენაზე ვდგავარ,
ვიმეორებ ნაცნობ მაჟორებს...
პოეტი თუა,
სიცოცხლისთვის არის ნაშობი...
პოეტს სიკვდილთან აპრილი და მარტი აშორებს...

და მაინც,
შენსკენ მომაქანებს დილის ნიავი...
ცა მგლოვიარობს,
მეწვეთება ახლა წვეთებად...
პოეტში გული,
ყოველ ღამე, არის მზიანი...
სიყვარულია მისი, მთელი შემოქმედება...

პოეტში, თურმე სიყვარული...
ბოლომე ცოცხლობს...

მოგონებებს ვკოცნი...
25.10.2012

მთის გადაღმა,
გელოდები, მზე რომ ჩავა...
ვიცი მოხვალ, შემისრულებ დანაპირებს...
როცა ფანჯრებს გადაღებავს ღამე, შავად..
როცა მთვარე, მზესთან ჭიდილს დააპირებს...

ვიცი მოხვალ,
ღამეს, ისევ დამატირებ...
სევდა ისევ, ქარს გაატანს ფიქრებს...
მე უშენოდ, გათენებას არ ვაპირებ...
შენთან ერთად გავფრინდები მზისკენ...

დილას ისევ,
შენს სარკმელთან ავტირდები...
ვის გავუყო სევდიანი დილა...
მაკოცე და ცაში ნატვრად ავფრინდები
ღრუბლებიდან ჩამოვდნები წვიმად

დღე დღეს მისდევს,
მენატრები, რაც დრო გადის...
გულს კი ისევ, უშენობა მიკლავს...
საღამო ხანს მზესთან ერთად ზღვაში ჩადი...
როგორც გულში ჩაძირული სიტყვა...

მე სიყვარულს,
არასოდეს დაგპირდები...
ვნატრობ, შენ რომ სიყვარულად მექცე...
მხოლოდ შენთვის და შენს გამო ვაპირდები...
რომ დამესწრო გაზაფხულს და მერცხლებს...

გულში ისევ,
მოგონებად ილექები...
მოგაქვს ისევ, გაზაფხულის სუნთქვა...
დღეებს ისევ, ჩემს წარსულში ვერეკები...
რომ სათქმელი, სხვას არავის ვუთხრა...

სადღაც ცაში,
დახატულა, ეს ფერები...
ყველა დილა მითენდება ლოცვით...
თითებს გახებ, კრძალვით ისევ გეფერები...
შენს ტუჩებზე მოგონებებს ვკოცნი...

მე, პოეტურად სიკვდილი მინდა...
17.10.2012

და მაინც,
უკან დავტოვებ წარსულს...
დღეებს, რომელიც ცრემლებად წვიმდა...
მე სიბერეში სიკვდილი არ მსურს,
მე პოეტურად სიკვდილი მინდა...

და თუკი,
სევდა ფიქრებად მოთოვს...
და გამახსნებს გზა – პირამიდას...
მაჩუქეთ – მეთქი – სიცოცხლე,
არ გთხოვთ...
მე პოეტურად დაგშორდეთ მინდა...

ჩემი დრო,
უკვე გავიდა, მორჩა...
და სევდაც, ბოლოს მე მერგო ხურდად...
მე არ მინდოდა უშენოდ მოცდა,
მე პოეტურად სიკვდილი მსურდა...

შემეგებება,
ფინიშზე გასულს...
წარსული? თურმე ცხოვრებად ღირდა...
მე სიბერემდე ლოდინი არ მსურს...
მე პოეტურად წავიდე მინდა...

რითმებში,
ახლაც დავეძებ წარსულს...
ლექსი და რითმა მუდმივად მჭირდა...
რაც იყო, იმის დაკარგვა არ მსურს...
მე პოეტურად დამკარგო, მინდა...

მინდა,
მუსიკა ცეკვავდეს ტანგოს...
მაღლა ცა ისევ, მორცხვობდეს წითლად...
დღემდე მე, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობ...
ლექსებთან ერთად სიკვდილი მინდა...

და მაინც,
ის რომ, გახსოვდეთ მინდა...
და როცა გრძნობებს ვეღარ გავამხელ...
მოდით და გულზე, მაპნიეთ მიწა
და ჩემს, ლექსებთან ერთად დამმარხეთ...

ბავშვებად ვრჩებით!
10.10.2012

შენ ხარ სიცოცხლის წყარო,
მე უშენობით, დავშრი...
შენგან სიყვარულს ვსწავლობ,
როგორც სიარულს ბავშვი...

თუმცა ბედი არ მწყალობს,
გული სავსეა, წყლულით...
ღამე სარკმელთან წვალობს,
როგორც საკანში გული...

მე დავიწყება არ მსურს,
ვზივარ უძირო ნავში...
კვლავ ვეფერები წარსულს,
როგორც თოჯინას ბავშვი...

დაიბერება ცრემლი,
დაეკიდება წამწამს...
როგორც გიზგიზა ცეცხლი,
არ იცი დაგწვავს, რა წამს...

ციდან მოფრენილ წვეთებს,
ფიქრები დარჩათ ცაში...
შენში სიყვარულს ვეძებ,
როგორც პატარა ბავშვი...

შენ მონატრებას გავდი,
ღამე ჰორიზონტს ხევდა...
ვერ მოვიცილე დარდი,
როგორც ოდესღაც, სევდა...

სევდა ფიალას მივსებს,
მინდა გაფრენა, ცაში...
რომ შეგიყვარო ისე,
როგორც მიყვარდი, მაშინ...

მე შენთან მინდა ახლაც,
შემოგახვიო ფრთები...
მე გექაჩები მაღლა,
შენ კი, მიწაზე რჩები...

ზოგჯერ უაზროდ მორცხვობ,
თუმცა, სიმორცხვე გშვენის...
შენი ოცნებით ვცოცხლობ
და შენი კოცნა მშველის...

გაიწელება წამი,
სადღაც მიგვიყვანს, გზებიც...
გინდა თუ არა, მაინც...
ისევ ბავშვებად ვრჩებით...

ხავსი ვარ...
10.10.2012

რა ვქნა თუ,
ცოდვები მტკივა და მაწუხებს...
სათქმელი მომაწვა, სევდა მომერია...
არ მინდა წლებივით, მე ვგავდე მარწუხებს...
მინდა თავს,
შენი სიყვარულით მოვერიო...

რა ვქნა თუ,
ფიქრებს სიყვითლე შეფარვია...
ოქტომბრის ფერებია ახლა, საპირწონე...
მეგონა, აქამდე არასდროს შემპარვია
სევდა, რომელიც ვერაფრით დავიმონე...

რა ვქნა თუ,
ფიქრები უაზროდ ამერია...
და წლებში ნისლისფერ სამოსით იმოსები...
ლოდინის მოლოდინში, გული გამელია...
ვიცი, მელოდება გულის გისოსები...

რა ვქნა თუ,
სიცოცხლე ცოტაა ვიღაცისთვის...
არ მრჩება დრო თუნდაც, ოცნების, ფიქრის...
წარსული ხელებში მაკვდება თავისთვის...
წლები კი უშენოდ, უაზროდ მიქრის...

რა ვქნა თუ,
ცრემლები მაწვება უპეში...
და შენთან დარჩენას ისევე ვნატრობ...
შენა ხარ ჩემი ფიქრიც და ნუგეშიც,
არ მინდა სიცოცხლე, უშენოდ, მარტო...

რა ვქნა თუ,
წარსულზე ფიქრებით დავდივარ...
ჩემს ირგვლივ,
ლოთივით ბარბაცებს სიმარტოვე...
მე ხომ, სიყვარულს მოდებული ხავსი ვარ...
თუ აღარ გჭირდები, წადი, მიმატოვე...

წვი – მა...
08.10.2012

წვიმა –
ლექსებად მოდის...
ღამე –
ბავშვივით ტირის...
შენ, ვერ იხსენებ როდის...
მე კი, ხელახლა ვყვირი...

სევდა –
ასველებს წამებს
და ოცნებებად ცვივა...
თვალებს მილულავს ღამე,
სიზმრებად მოვა წვიმა...

წვიმა –
ქალივით მორცხვობს,
დაღლილი მთვარე ჩადის...
როცა ვიყავი უცხო,
შენში,
სიყვარულს ვრგავდი...

ღამე -
გულივით ფეთქავს
და სიყვარულით მავსებს...
მინდოდა შენთვის მეთქვა:
ცაა ფიქრებით სავსე...

ვიცი
რომ მეტყვის სათქმელს...
ღამე, უზომოდ მრუში...
წვიმას გავუღებ სარკმელს
და შემოვუშვებ გულში...

სევდა
მჩვევია თითქოს
წვიმაც მისველებს ფიქრებს...
შენგან -
სიყვარულს ვითხოვ...
გთხოვ, დამიბრუნდე იქნებ...

წამოდი! წავიდეთ!
5.10.2012

მოდი და
უსიტყვოდ მაჩუქე ფიქრები...
გავცვალოთ გულები,
დარდებს რომ ინახავს
შენ რჩები წარსულში,
ჩემი არ იქნები...
მე, ისევ მე ვარ და
მე ისევ, მიყვახარ...

გაუშვი,
იფრინოს საკუთარ ნებაზე...
ფიქრებმა გააძღოს მშიერი სხეული...
საკუთარ როლებთან დავრჩებით სცენაზე...
სულებად,
დარდებად,
ოცნებად ქცეული...

მაჩუქე,
უსაზღვრო ფიქრი და გონება...
შენამდე სავალი, გავლიო ლოცვაში...
მე მაინც,
შენს გამო დავთმობდი ცხოვრებას...
ყველაფერს გავცვლიდი,
ერთადერთ კოცნაში...

მაკოცე,
უსიტყვოდ მომეცი იმედი...
რომ შევძლო
ტკივილის, წარსულში შენახვა...
მე მაინც შევცვლიდი,
წერტილებს მძიმეთი...
რომ შენი ღიმილი,
ხელახლა მენახა...

მასწავლე,
რა ვუყო უშენოდ ამ დარდებს...
ან ფიქრებს რა ვუყო,
წლები რომ ვინახავ...
მე შენთვის ვლოცულობ
და ახლაც მადარდებ...
მე ისევ გელი და
მე ისევ მიყვარხარ...

არ მინდა,
მზე ისევ უდროოდ ჩავიდეს...
ცხოვრება შავ-თეთრ ფერებად დაიყოს...
გეძახი!
წამოდი!
ისე შორს წავიდეთ...
რომ გულში დავმარხოთ, აქამდე რაც იყო...

მაინც...
06.09.2012

მე ცას გადავხურავ ჩალით,
გულსაც გადაგიშლი, ბრმად...
თუ მთხოვ,
შევჩერდები წამით...
ერთად გავაგრძელოთ გზა...

ცაში სიყვარულისფერი -
ქარი,
აფრიალებს ფიქრებს...
ჩუმად,
მარტოსული ვმღერი...
ვცდილობ გაგაგონო, იქნებ...

შენსკენ გამოვყვები წვიმას,
გზაში აგარიდებ ნისლებს...
ნუ მთხოვ,
რაც არ მიყვარს, იმას...
მთხოვე, სიყვარული ისევ...

ახლა, შემოდგომის ქარი,
ქუჩას ეფერება, მარტო...
ალბათ,
შენი ბრალი არის...
მე რომ,
ცაში ფრენას ვნატრობ...

მე ქარს გამოვატან შენთან,
ფიქრებს -
სევდანარევ ღიმილს...
ნუ მთხოვ,
გადავიქცე ღმერთად...
მე ხომ უშენობა მიმძიმს...

ხედავ?
დამივიწყე სულაც...
დღე კი,
ეხეთქება კედლებს...
მე ცა მეგებება, მტრულად...
მე კი,
ცის გარეშე ვერ ვძლებ...

ქარი,
წარსულივით ბღავის...
და მე,
ვეფერები სივრცეს...
თუმცა,
არ გიყვარვარ, მაინც...
მე გულს ოცნებები მივსებს...

არ დამთავრდება...
31.08.2012

ახლა,
მე ვუმზერ მზის დაბადებას...
სამყარო -
თითქოს ფერებს იმოსავს...
იწყება,
მერე ისევ მთავრდება
და მერამდენედ მიხსნის ჭრილობას...

უსასრულობის,
მაწვალებს ფიქრი...
იმ დღეებს ვეძებ,
სულ რომ დავცილდი...
წარსული ისევ,
ქარს მისდევს, მიქრის 
და მიაქვს გული, ფიქრებდაცლილი...

პირველ პაემანს მაგონებს დილა...
უშენოდ,
ისევ ვერაფრით ვერ ვძლებ...
ახლაც დაგეძებ
და მაინც ვფრთხილობ
და ყველა ქალში შენს კოცნას ვეძებ...

შეუნიღბავი ჩემი ხელებით,
გეხები ტანზე,
ვუკრავ აკორდებს...
მე მუსიკაში დავეხეტები,
და პოეზიით მთვრალი ვაბოდებ...

თან მიგაქვს,
ჩემი გულის ნაწილი...
ახლა მე ვუმზერ, მზის დაბადებას...
და ეს სამყარო,
გრძნობადაცლილი...
თუ მეყვარები, არ დამთავრდება...

დაბრუნდი, მიყვარხარ!
30.08.2012

ფიქრებით ვართობდი,
ცხოვრების კულისებს...
სცენაზე ვიდექი,
დროში მოყოლილი...
მომწყინდა უშენოდ,
თამაში სულისა...
არ მინდა სიყვარული, 
ყალბი და მოგონილი...

მე ახლა შევყურებ,
გაცვეთილ ნიღაბებს...
მაინც მენატრები,
ბავშვური ღიმილებით...
ერთ კოცნას ისევ,
როგორღაც ვიკმარებ...
გულში დარჩენილი
ჩუმი ტკივილებით...

დღეები, წარსულის
სევდით რომ მავსებენ...
და გრძნობა უეცრად,
ფიქრებში გაჩენილი...
დღეები, ყოველთვის
დღეებს დასდევენ...
მე ვდგავარ სცენაზე,
როლში დარჩენილი...

ყოველდღე კულისებში,
აჩრდილს ვეფერები...
ლანდები დადიან,
ახლა უთავბოლოდ...
მე ისღა დამრჩენია,
სიკვდილს შევეგებო...
და დარდი ჩემი,
ფურცლებს ვუწყალობო...

სცენიდან მიღიმის, 
ეული უშენობა...
მე გულში ტკივილებს, 
წლებია ვინახავ...
ეს მე ვარ!
გეძახი, 
კი არ გეჩვენება...
არ გესმის? 
დაბრუნდი,
მიყვარხარ!

მომეცით, ფურცლები თავიდან...
09.08.2012

არ ვიცი, რა ვუყო ამ სევდას, უშენოდ...
ყოველდღე რომ მოდის, მაგიჟებს თავიდან...
ვცდილობ რომ, ცხოვრებას ზურგი არ ვუჩვენო...
ცხოვრებას, რომელიც უშენოდ წავიდა...

მომეცით, ფურცლები...
დავწერო, რაც მინდა...
ფერადი სიზმრები, ფერადი ოცნება...
ვიცი, რომ ცხოვრება, უშენოდ წავიდა...
მე კი, არ ვიზრდები ხელახლა თავიდან...

და თითქოს, 
ფეხებზე ვიკიდებ ყველაფერს...
და ვცდილობ,
ცხოვრება ვისწავლო უშენოდ...
ვინ იცის, იქნება ვისწავლი, ვერაფერს...
და თავსაც, უშენოდ ვერაფრით ვუშველო...

რა ვუთხრა, 
უშენოდ დარჩენილ მომავალს...
თვალებში ჩავხედო, თუ თავი დავხარო...
ან იმას რა ვუყო, შენი რომ არა ვარ...
წავიდე, დაგტოვო, თუ მაინც გახარო

- ო, როგორ მიყვარხარ, მომეცი იმედი...
მე მართლა არ ვიცი,
რა ვუყო იმ წუთებს...
აქამდე რამდენი ვეძებე მიზეზი...
ვინ იცის, იქნება სევდაც კი ვაწუხე...

იქნება, ვიღაცამ მასწავლეთ, რა ვუყო...
ამ გულს და ამ სევდას დარჩენილს ეულად...
მე მზად ვარ სიცოცხლე,
სიყვარულს გავუყო...
და ისევ, სიყვარულს ვუმღერო ჩვეულად...

ეს ჩემი, გულია...
ასე, რომ ფრიალებს...
და ვიცი,
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა...
ღამეა,
ქუჩაში ვდგავარ და ვღრიალებ...
მომეცით,
მომეცით,
ფურცლები თავიდან...

სიცოცხლისთვის ვბრძოლობ...
27.07.2012

სიცოცხლე -
სევდის მახე...
და ცა, 
ფიქრების მოლი,
სევდა მახეში მახვევს...
მაინც, 
ბოლომდე ვბრძოლობ...

სიტყვებს - 
უაზროდ ნასროლს...
წარსულს, 
ყოველდღე ვუმზერ...
ვიხსენებ, 
დღემდე მახსოვს
და თბილად მაწვიმს, 
გულზე...

ცხოვრება -
დარდით გვავსებს... 
მასევდიანებს ლექსი...
მე ვარ, 
სიცოცხლით სავსე, 
და ყველაფერი მესმის...

დღეებს ამჩნია – 
დაღლა...
საბნად ვიხურავ ფიქრებს...
შენ, 
წარსულივით წახვალ
და დამიტოვებ, 
რითმებს...

დღემდე,
მაწუხებს დარდი...
დღემდე, 
უაზროდ გეძებ...
გუშინ, 
ენძელებს ვრგავდი...
დღეს კი, 
უშენოდ ვერ ვძლებ...

სიცოცხლე -
სევდის მახე...
ეს ცაც, 
ფიქრების მოლი,
სევდას წარშულში ვახვევ...
და
სიცოცხლისთვის ვბრძოლობ...

თავისთვის... 
18.07.2012

დრო ითვლის წამებს, 
ჩუმად და
თავისთვის...
დღეს ბოლო აკორდი მომიძღვნა 
წარსულმა...
მომავალს, შეხვედრა დავუთქვი, 
ხვალისთვის...
ის, სადღაც წასულა...

მოდი ჩვენც წავიდეთ, 
ვეძებოთ სიზმრები...
და ერთად ვათიოთ, 
ეს ღამე დილამდე...
შენ, თითქოს, ღმერთი ხარ, 
სიცოცხლით ივსები...
მე კი დროს, მივათრევ...

თუ გინდა, წავიდეთ... 
ვეძებოთ ოცნება...
ნაცნობი გზებია, 
წამოდი, რას უცდი?
ეს გზებიც ოდესმე, 
ხომ მაინც მორჩება
ბოლოში დაგიცდი...

შენ ახლა ისევე, მიდიხარ 
სიზმრებად...
გული კი, 
სულ ჩემთან დარჩენას ითხოვდა...
წუთები,
ნაცნობი წამებით ივსება
და გელის თითქოს და

დღეს უკვე ბოლოჯერ ვიხსენებ,
წარსულს და
ბოლოჯერ ვიგონებ
სიყვარულს, ვნებიანს...
რას ვიზამ, 
სიცოცხლე თუ მალე გასრულდა
და წლებიც ქრებიან...

დრო ითვლის წამებს, 
ჩუმად და
თავისთვის...

მე, ზღვა და გიტარა...
16.07.2012

მაღლა მზე მიღიმის, 
ზღვა კოცნის ნაპირებს...
მე თვალებს ვხუჭავ და 
ვუსმენ მელოდიას...
მე თითქოს, 
წარსულში დაბრუნებას ვაპირებ...
სადაც, უკვე აღარასდროს მომელიან...

მუსიკის ჰანგებში, 
მოქრიან მუზები...
მე კი, 
შენს ნაჩუქარ გიტარას ავაწყობ...
მახარებს, 
ისევ რომ შენთან ვბრუნდები
და გულში ტყვიებად იმედებს ჩავაწყობ...

მე, მავსებს მუსიკა, 
მოსული შორიდან...
ნაპირთან, 
გიტარით ვმკურნალობ იარებს...
მე ახლაც არ ვიცი, 
საიდან მოვდივარ...
ან სულაც, 
შენამდე, რამდენი ვიარე...

მაღლა მზე მიღიმის,
წარსულის თვალებიდან...
დაბლა ზღვა მიყურებს მე, 
რაღაცნაირად...
სიყვარულის მოლოდინში ცხოვრება წამივიდა...
მე კი, 
წარსულში მივქრი, ქარისნაირად...

ქარების ზუზუნში მთავრდება წარსული...
და მაინც, 
გარდასულ დღეებთან მინდება...
მე ვცდილობ რაც იყო, 
ის მაინც დავასრულო...
ამისთვის, ზღვა და 
გიტარა მჭირდება...

მე და ზღვა დღემდე, 
ერთად რომ ვღელავდით...
ის ჩემთვის ფიქრობდა, 
მე ვწერდი, მისთვის...
მე ახლაც გიტარას 
ვუკრავ მერამდენედ,
და ზღვაში წარსულს კენჭებად ვისვრი...

სიყვარული ყველაფერია...
13.07.2012

ნაცნობ ბილიკებს მივუყვები ზღვისკენ, 
ვიჩქარი....
ცა და ცა მომდევს თოლიების 
თეთრი გუნდები...
ვიცი მოვკვდები - მიყვარხარო 
თუ არ გითხარი...
და სიყვარულის ასახსნელად, 
უკან ვბრუნდები...

შენ ჩემი ზღვა ხარ, უნაპირო გულით 
მაოცებ...
გემი ვარ, 
ზღვაზე მოსეირნე გემი – ქაღალდი...
რომელსაც ტალღა ეხეთქება 
და მერე ისევ...
რჩება წარსულში, 
უკვდავი და ასე მარადი...

ზღვა არის ჩემი იმედების, 
ბოლო ნუგეში...
ზღვას მიაქვს სადღაც ჩემი გული,
ვფიქრობ ამაზე...
ჩემი ცხოვრება, 
მკაცრია და ცოტა უხეში...
და ამ ცხოვრებას, 
სიყვარულის მზე მილამაზებს...

და მაინც შენსკენ მოვუყვები, 
ნაცნობ ბილიკებს...
გზა და გზა მომდევს თოლიები, 
შეკრულ გუნდებად...
მე წარსულს მივდევ, 
კოცნასავით და ვერ ვივიწყებ...
რომელიც ისევ, 
მერამდენედ უკან ბრუნდება...

ზღვაში ჩაძირულ ფერად კენჭებს, 
ყოველდღე ვითვლი...
დაღამებისას, 
ზღვაც და ეს ცაც ერთი ფერია...
მე შენ მიყვარხარ,
და შენს გამო მე დღემდე ვიბრძვი...
რადგანაც ჩემთვის, 
სიყვარული ყველაფერია....

ნაცნობ ბილიკებს მოვუყვები შენსკენ, ვიჩქარი... 

ეს მზეც და ეს ცაც...
6.07.2012

ფერადი სივრცე, 
ისვენებს დაბლა...
მე კი, 
ქვემოდან შევყურებ ზეცას...
ნაპირზე ვწევარ და მინდა, 
ახლა...
რომ ჩემთან იყოს, ეს მზეც და ეს ცაც...

ჩამოისვენებს მიწაზე დარდი...
და დამიტოვებს სიყვარულს მძელვად...
ო, როგორ მინდა, 
შენი მზე მწვავდეს...
და მზესთან ერთად ჩამოვდნე ცრემლად...

სევდა დაცურავს ბინდისფერ ნისლში...
თრთის სული, 
როცა ხელით მეხები...
და ზეცას, 
ისე შევყურებ შიშით,
და ცის მაგივრად ზღვას ვეფერები...

ზეცა თავისას, 
ჯიუტად არ თმობს...
ზეცას, რომელსაც ასე ვენდობი...
ტალღების ჩუმი მუსიკა მათრობს,
და ისევ, 
ფერად ზღვასთან ვერთობი...

მე სული შენით დამნისლებია...
ზეცაში, ქართან ერად ვნანაობ...
თუ სიყვარული არ გღირსებია,
გამოდის, 
ცხოვრობ ქვეყნად, ამაოდ...

და ცა, 
პაემანს მინიშნავს ღმერთთან...
მე კი, ქვემოდან შევყურებ ზეცას...
ვლოცულობ, 
ისევ რომ ვიყოთ ერთად:
მე და შენ,
ეს მზეც და ეს ცაც...

შეშლილად ჩამთვალეთ 
26.06.2012

არაფრად მჭირდება – 
ეგ თქვენი მცნებები... 
რა ვქნა, თუ არა ვარ თქვენსავით მართალი...
მე ბოლოს მომიღებს, ლექსი და ვნებები...
და მერე დაჯექით, ლექსები დათვალეთ...

მე მახსოვს ის დილა, 
ფეხზე რომ გათენდა...
და ვნება, უეცრად ზეციდან მოსული...
ეგ შენი ტუჩები, ჩემსას რომ დანებდა...
და მერე აპრილი, მაისზე ორსული...

არაფრად მჭირდება – 
მე შენი მადლობა...
მე დღემდე დაგეძებ, დავდივარ ღამეში...
და თუკი აქამდე, წარსული მართობდა...
მე ახლა ვერთობი მომავლის ნუგეშით...

და დილა, უსმენდა სასწაულ მუსიკას...
მე, შენთან ყოფნას და სიყვარულს ვნატრობდი...
მე მაინც, ბავშვი ვარ – 
გული რომ მოუკლეს...
რომელიც, სიყვარულს არასდროს არ თმობდა...

არაფრად მჭირდება –
ეგ თქვენი ღიმილი...
რა ვქნა თუ სიცოცხლე უშენოდ ფარსია...
მე ვიცი, დამღუპავს, დარდი და ტკივილი...
სევდაა, წლებია ტანზე რომ მაცვია...

იქ, სადაც – 
სიყვარულს არასდროს ელიან...
და ღამე საწოლში დილამდე ლოგინობს...
მე ყველას შეშლილი პოეტი ვგონივარ...
ჩემთვის რომ ვცხოვრობ და ჩემთვის რომ ვბოგინობ...

ამიტომ არაფრად მჭირდებით –
მშვიდობით...
რა ვქნა თუ არა ვარ თქვენსავით მართალი...
ისიც კი არ ვიცი, რაც დღემდე ვიცოდი...
და აღარ ვარსებობ, თუ გინდათ ჩათვალეთ...

მე წლებმა მირწია – 
ბავშვობის აკვანი...
და წლები წარსულში ფიქრებად დავმარხე...
მუხლებზე ვემხობი, შენ რომ გცე თაყვანი....
და ჩემი შექმნილი სამყარო დავამხო...

არაფრად მჭირდება – 
ეგ თქვენი მცნებები... 
რა ვქნა, თუ არა ვარ თქვენსავით მართალი...
მე მომკლავს ლექსი და 
მე მომკლავს ვნებები..
და მერე თუ გინდათ, შეშლილად ჩამთვალეთ...

ფრთების გარეშე...
2.07.2012

საით მივფრინავ, 
უსასრულოდ,
ფრთების გარეშე...
ცოდვილ მიწაზე,
რამოდენა, წელი გავლიე...
ჰაერი - შენი სიყვარული 
მხვდება – სახეში...
მოვფრინავ შენთან
და მიხარია...

იქნებ, 
მე მართლა მიწა ვარ და
მიწად ვიქეცი...
იქნება, მწარედ მატყუებენ 
ჩემი თვალები...
ზევით მინდოდა,
ღრუბლებისკენ გამოვიქეცი...
და მაინც,
შენსკენ მოვექანები...

ვინ იცის,
იქნებ ცაში ფრენა 
- ოცნებად მექცა...
და გულით დამაქვს
შენი მზე და თაკარა სითბო...
ჩემი თვალები
საძებნელად რომ გამომექცა...
შენთან მინდოდა,
შენგან მხოლოდ 
სიყვარულს ვითხოვ...

მახსოვს წარსულმა
ბინდისფერი სევდა გამანდო...
ახლა ღამეა,
ვარსკვლავები
შენთვის იწვიან...
საით მივფრივან, უფრთებოდ და 
უმისამართოდ...
შენი თვალები, 
ვიცი მიცდიან...

მაღლა ცას,
ცეცხლი გასჩენია,
მზე რომ ანთია...
და სიყვარული
უსასრულოდ ისევ – თარეშობს...
ვერ ხვდები?
ჩემს გულს 
უშენობით რა დამართნია...
ან რად დავფრინავ,
უთავბოლოდ
ფრთების გარეშე?

სევდისფერი ლექსი...
28.06.2012

ჩემი ცხოვრება წლებმა გათელა...
და მაინც, 
ისევ შენთან მოვსულვარ...
ვერ გაგიბედე ფიქრის გამხელა...
და ისევ ჩუმად, 
ჩემთვის ვლოცულობ...

ვიცი გაქცევით თავს ვერ ვუშველი...
ამიტომ მინდა,
ფიქრი გაგანდო...
უშენოდ დავრჩი სულმთლად შიშველი
და უშენობამ სულმთლად დამადნო...

ტიროდა ქარი, ღამის ქუჩებით...
გული გელოდა, 
გული გნატრობდა...
კოცნას ვპარავდით ერთურთს ტუჩებით...
გახსოვს? და მერე ღამე გვათრობდა...

არ ვიცი, ამ გულს რითი ვუშველო...
ჩემი ცხოვრება 
- წლებმა გათელა...
არ შემძლებია თურმე უშენოდ
და სიყვარულის შენთვის გამხელა...

თვალებზე ხელებს ისევ ვიფარებ...
გული კი,
ისევ უშენოდ გოდებს...
შენს გარდა, 
ვერვინ ვერ შევიყვარე...
სხვა სიყვარული არც მინდა მქონდეს...

და ღამე შენზე ფიქრებს ხატავდა...
თუმც,
სევდისფერი ლექსი მქონია...
შენ რომ წახვედი, 
თითქოს გათავდა...
თითქოს უსულოდ დავრჩი, მგონია... 

გარდასულ დღეებს ისევ მივტირი...
იმედის კოშკებს 
- უკვე არ ვაწყობ...
ვიცი, 
სულ მალე მოვა, სიკვდილი
და გულზე, ლექსებს ჩუმად დამაწყობს...

ცხოვრება – პირამიდა
25.06.2012

წავალ, 
დროს გავყვები
– მეტი მე, რა მინდა...
და ცაზე სიყვარულს, 
ღრუბლებად გავაკრავ...
ცხოვრება ემსგავსება თანდათან – პირამიდას...
ლექსებად რომ მოვა,
ფურცელს რომ დამაკლავს....

ვერასდროს მოვიშლი მე, 
ღამე ხეტიალს...
აქ ხომ სულ სევდაა, 
აქ ხომ სულ დარდია...
ცხოვრება ემსგავსება თანდათან – ტრაგედიას...
მირაჟი რომ გგონია
და მაინც, ნაღდია...

და ვუსმენ მუსიკას,
ღმერთების ჰოლიდან...
ყურს ვუგდებ გრიგალებს, 
ყურს ვუგდებ ქარიშხლებს...
მე ვიცი, ცხოვრებას დავიწყებ - თავიდან...
რადგან, მე პოეტად, 
ღმერთებმა დამნიშნეს...

ეგ შენი გულია,
რომ მაწვიმს ხანდახან...
პოეტი – შეშლილი, 
ეს ჩემი ბედია...
პირამიდას – ემსგავსება ცხოვრება, თანდათან...
ჯერ რომ ტრაგედიაა და 
მერე კომედია...

ობოლმა ხელებმა, 
ეგ მზე რომ დაკარგა...
ლექსებში დავეძებ, 
წამებულ სულებს...
პოეზიას ემსგავსება ცხოვრება – თანდათან...
ლექსით რომ იწყებ და
ლექსითვე ასრულებ...

წავალ,
დროს გავყვები
– ნეტა, სხვა რა მინდა...
და ზღვაზეც აფრებად, 
სიყვარულს გავაკრავ...
ვიცი რომ ცხოვრება ემსგავსება – პირამიდას...
ღამე რომ მოვა და
ფურცელზე დამაკლავს...

ეს მინდოდა, მეთქვა
20.06.2012

როგორ მიყვარხარ, იცი?
მინდა დილამდე გკოცნო...
უკვე, 
წლებია გიცდი...
უკვე, 
წლებია ვმორცხვობ...
შენით, 
იწყება დილა
შენით იწყება,
ღამე...
მე შენთან ყოფნას ვცდილობ
და დღეებს ვუთვლი წამებს...
არ შემიძლია წასვლა
და დავიწყება ყოვლის...
შენ მენატრები, 
ახლა...
როგორც, 
ზაფხულში თოვლი...
დღეებს დღეებზე ვიცვლი...
წლები, 
თმასავით მცვივა...
როგორ მინდიხარ, იცი?
როგორც, 
ზაფხულში წვიმა...
ვერც იმას ავხსნი, 
როგორ...
ვერც იმას ვიტყვი, 
რატომ...
ცხოვრებასავით ვბორგავ
უშენოდ ვარ და მარტო...
ვერ შემაშინებს სიცხით
მობეზრებული დაღლა...
როგორ მიყვარხარ, 
იცი?
როგორ მაკლიხარ, 
ახლა...
შენა ხარ ჩემი გული...
ჩემი სიცოცხლის ფეთქვა...
წლებია, 
ამას ვფიქრობ...
და 
ეს მინდოდა, მეთქვა...

რაა სიცოცხლე...
15.06.2012

დაუფიქრებლად ვთელე დღეები,
დღეს კი, 
წარსულის ნატკივარს ვიქრობ...
რა ვქნა თუ დღემდე მეოცნებები...
და დღემდე ისევ, 
სულ შენზე ვფიქრობ...

ღამე ღრუბლებში, უჩუმრად წვება,
უშენოდ ვეღარ ვიძინებ, ვღელავ...
რა ვქნა წარსული, 
თუ უკან მრჩება...
დღეებთან ერთად, ღამესაც ვთელავ...

ტკივილი მაინც ბოლომდე რჩება,
დილამდე ვბორგავ,
და ვერ ვისვენებ...
იცოდი? მზე რომ უზმოზე დგება 
და ზღვაში, 
დაღლილ ფეხებს ისველებს...

მძინარე ღამეს დუელში ვიწვევ...
თითქოს დასრულდა, 
დამთავრდა ლამის...
რა ვქნა, 
გულს თუკი წარსული მივსებს
და მოგონებით ვამარცხებ ღამეს...

ხანდახან არის მზის დაბნელება,
დღეცა და ღამეც ერთმანეთს ერწყმის...
უკან მოხედვა
არ მეძნელება...
მე მაინც მჯერა, მე მაინც მესმის...

რაა სიცოცხლე, თუ არ გწამს ხვალის...
მე მერეც, 
ისევ შენთვის ვიცოცხლებ...
რაც უნდა გულში
გეტკინოს, მაინც...
უსიყვარულოდ არ ღირს სიცოცხლე...

სასჯელად... 
7.06.2012

რა ვქნა, თუკი 
- უკითხავად შემიყვარდი...
გელოდი და
ღამეც თეთრად გავათიე...
მე სასჯელად 
სიყვარული შემიფარდა, 
წლებმა...
მე კი, 
უშენობა ვაპატიე...

ვიცი, 
მაინც შემიყვარებ...
მაგრამ, როდის...
რა ვქნა, თუკი
გულში სევდა ჩავატიე...
რომ მიყვარხარ
ამიტომაც,
გიხდი ბოდიშს: 
- უკაცრავად,
სიყვარული მაპატიე...

დაკარგულ დროს, 
გაფრენილ წლებს...
ვის არ ვთხოვდი...
რა ვქნა, თუკი
- წლები ისევ მანადგურებს...
შენ გიყვარდა,
გაზაფხულზე მოსვლა თოვლის...
ჰოდა, 
ახლა...
თოვლთან ერთად დამაბრუნე...

სანამ აწმყოს,
ჩემს ოცნებად შევნიღბავდი...
გაღვიძებულ მზეს, 
თვალები მივაჩვიე...
რა ვქნა, თუკი
- სამუდამოდ შემიყვარდი...
და სასჯელად,
სიყვარული ავირჩიე...

შემიყვარე შენებურად...
1.06.2012

მინდა ისევ შეგიყვარო, 
ძველებურად...
უშენობას ახლაც, ისევ განვიცდი...
შენ გიხდება - მიტოვება, 
შენებურად...
მე კი, 
მე ხომ სამუდამოდ დაგიცდი...

შენთან რომ ვარ,
ყველაფერი მავიწყდება...
წარსულს ვგავარ, 
შენსკენ ხელებგამოწვდილს...
მე უშენოდ, 
სიყვარული არ მიხდება...
ხედავ? 
ახლაც უნებურად, წამომცდი... 

თუ არ მოხვალ გული, 
ცუდად გამიხდება...
მერე თუნდაც, 
მზესთან ერთად ვიწვოდე..
გაიღიმე, 
შენ ცრემლები არ გიხდება...
შენ ღიმილი გალამაზებს, იცოდე...

გულზე მაჩნდე სიყვარულის ნაბიჯებად...
შენთვის ვენთო ცაზე,
შენით დამწვარი...
ჩვენ ორივეს 
სიყვარული გვაგიჟებდა...
როგორც ძველი და 
ნაცნობი ზღაპარი...

გამოწვევას ვიღებ,
ისევ ძველებურად...
მინდა კოცნას,
ყოველ დილა, გპარავდე...
მინდა ისევ შემიყვარო – 
შენებურად...
მე კი,
ჩემი სიყვარულით გფარავდე...

ხელახლა...
5.03.2012

გაზაფხულს ისევ უშენოდ ვხვდები...
არადა,
ჩემი ფიქრი - შენა ხარ...
ჩვენ ალბათ,
ზოგჯერ იმიტომ ვკვდებით...
რომ დავიბადოთ ისევ, ხელახლა...

ხანდახან ლამაზ ოცნებებს ვქარგავთ...
მთელი ცხოვრება,
ვცდილობთ ვიკმაროთ...
ზოგჯერ,
სიყვარულს იმიტომ ვკარგავთ...
ხელახლა, უფრო რომ შევიყვაროთ...

ჩემი სიცოცხლე უფალს მივანდე...
შენს წასვლას ვდარდობ,
თავს ვერ ვპატიობ...
მთელი გზა ცოდვებს,
მხრებით მივათრევთ...
ბოლოს, უფალმა რომ გვაპატიოს...

მე ალბათ, ბოლო აკორდებს ვუკრავ...
აწი ვერასდროს დავწერ,
სტიქონებს...
მე ვდგავარ შენთან...
და მარტის უკან...
და მაინც, შენთან ყოფნას ვიგონებ...

იქ სხვაა, თითქოს, ზეცაც თეთრია...
მოგონილ სევდას,
ფიქრი შეახმა...
ლექსები,
ახლა, ჩემი ღმერთია...
ამიტომ, შენთან მინდა, ხელახლა...

მარტს და გაზაფხულს უშენოდ ვხვდები...
რა ვქნა, უეცრად...
შენ რომ მომინდე...
მე ახლა,
ალბათ, იმიტომ ვკვდები...
რომ გაზაფხულზე წვიმად მოვიდე...

თითქოს, თითქმის...
14.05.2012

სველ ქვიშაზე წევს,
სევდიანი დილა...
გარინდულა მზე,
შენს ფიქრებთან, მარტო...
ისე მიყვარხარ რომ,
არ გატკინო, ვფრთხილობ...
ნეტა, რატომ?

ჩემს სიყვარულს მუდამ
ვიყენებდი ფარად...
ღმერთს კი, მხოლოდ შენზე,
მხოლოდ შენთვის ვთხოვდი...
ოღონდ გამომიტყდი,
გიყვარვარ თუ არა...
გელოდები, როდის?

არაფერი გითქვამს,
მე კი, წამებს ვითვლი...
გენდობოდი უხმოდ,
გენდობოდი ბრმად...
როგორ მყვარებიხარ,
მხოლოდ ახლა მივხვდი...
რად წახვედი, რად?

მელოდიას უკრავს,
სველ ქვიშაზე, წვიმა...
სიყვარულის მჯერა,
სხვას არაფერს ვითხოვ...
ცრემლით გაბერილა,
საოცარი დილა...
მეფერება, თითქოს...

უცნაური წვიმა,
მეხეთქება, ციდან...
აღარ მესმის ზღვის და
არც ლექსების, რითმის...
გაილია წლები...
ისევ შენთან მინდა...
თითქოს,
მაინც თითქმის...

წარსულივით...
4.05.2012

მთელი ცხოვრება, 
სადღაც მივდივარ...
არ დამელია, 
დარდი და ფიქრი...
სახრჩობელაზე, 
ფეხით ვკიდივარ...
და მაინც, 
ისევ წარსულზე ვფიქრობ...

უკვე აღარ ვარ, 
ბავშვი და ვიცი...
დამთავრდა...
ჩემი – თეთრი ზღაპარი...
აწმყოსთვის უკვე, 
სულ ვეღარ ვიცლი...
წარსულმა, 
სევდა შემომაპარა...

არ მინდა, 
ისე წავიდე სადმე...
შენამდე, 
ვეღარ მოვიდე ბოლოს...
გეტყოდი, 
როგორ უსაზღვროდ, მწამდი...
რომ შენ მიყვარდი
წლებია, მხოლოდ...

არავინ იცის, 
როდის მთავრდება...
ცხოვრება – ბრძოლა,
დროსთან დუელი...
მე სიყვარული,
მიდგას თავდებად...
და წლებთან ერთად,
სიკვდილს მოველი...

არ დამელია, 
დარდი და ფიქრი...
სახრჩობელაზე, 
ფეხით ვკიდივარ...
ვერ დავივიწყე,
წარსულზე ვფიქრობ...
და წარსულივით... 
სადღაც მივდივარ...

წარსულით მავსებ...
23.04.2012

თუკი,
ცხოვრებას შეეტყო დაღლა...
თუკი,
ფიქრები მიაწყდნენ წარსულს...
არავინ იცის, რა მელის, მაგრამ...
მე, უკვდავება...
უშენოდ არ მსურს...

თუ გულშიც ისევ,
წარსული ცოცხლობს...
წლები კი,
ისევ ფიქრებად მომდევს...
ვწითლდები,
როცა გიყურებ – ვმორცხვობ...
სხვა სიყვარული,
არ მინდა მქონდეს...

თუ სიყვარულით,
ყველაფერს დავძლევ...
თუკი გავიგებ,
რა მინდა, რა მსურს...
ვერ გეტყვი,
ასე როდემდე გავძლებ...
მაგრამ,
უშენოდ სიცოცხლე არ მსურს...

მე შენთვის ვცოცხლობ,
და შენთვის ვკვდები...
და მაინც, შენი წარსულით მავსებ...
მე დღემდე,
შენი სითბოთი ვთბები...
სხვა ვერასოდეს გამათბობს ასე...

და მაინც,
შენთვის ვიფიქრო, მინდა...
რომ ფიქრებს,
ხელი ვერავინ ახლოს...
მე შენ გადარებ...
ანგელოზს – წმინდას...
და, დაცემული არ მინდა გნახო...

ესა ვარ, რაცა ვარ...
20.04.2012

მე, ცა ვარ,
ზეცა ვარ,
მთვარეც ვარ, მზეცა ვარ...
ხან თითქოს კარგად ვარ,
ხან თითქოს ვერცა ვარ...

ხანდახან, ია ვარ...
ხანდახან, ვარდი ვარ...
ხანდახან, მტკივა და
უშენოდ დავდივარ...

ხანდახან, ღამეც ვარ...
ხანდახან, დღეცა ვარ...
ხანდახან, დროცა ვარ...
და შენთან როცა ვარ...

ხანდახან, წვიმა ვარ...
ხანდახან, თოვლი ვარ...
ხან შენგან მივდივარ,
ხან შენთან მოვდივარ...

ხანდახან, წყალი და
ხანდახან, მიწა ვარ...
გინდა, თუ არ გინდა,
მიყვარხარ, ვფიცავარ...

ხანდახან, ერთი ვარ...
ხანდახან, ბრბოცა ვარ...
ხან, შენი ცრემლი და
ხან, შენი კოცნა ვარ...

ხანდახან, შენთან ვარ...
ხან, სხვასთან დავდივარ...
ხან, თითქოს მგზავრი ვარ...
სულ სადღაც ჩავდივარ...

ხანდახან, ფიქრი ვარ... 
ხანდახან, ლოცვა ვარ...
შენიც ვარ, სხვისიც და...
არაც და ჰოცა ვარ...

ხანდახან, ბრმაცა ვარ...
ხანდახან, არცა ვარ... 
მინდა თუ არ მინდა,
ესა ვარ, 
რაცა ვარ..

სხვაგან მივდივარ...
17.04.2012

არ მინდა, 
ფუჭი ოცნებები,
ბედთან თამაში...
მინდა, 
შენს თვალებს მხატვარივით 
ფუნჯით ვხატავდე... 
მე ყოველ დილას, 
მზის ამოსვლას, 
შენთვის ვთამაშობ...
რომ არასოდეს დაგივიწყო...
რომ არ დამთავრდე...
არ მინდა 
დღეებს უშენობა, 
ისევ ათოვდეს...
როგორც წარსულში, 
სიყვარული, 
მინდა გვფარავდეს...
მე შენი, შენ კი... 
ჩემი გული ისე გვათბობდეს...
რომ არასოდეს დავივიწყო,
რომ არ დამთავრდეს...
არ მინდა 
დავრჩე მოგონებად,
როგორც ზღაპარი...
სადაც წარსულზე ოცნებები, 
შენით იწყება...
სადაც მზე, 
შენი სიყვარულით არის დამწვარი...
და მაინც ტუჩებს, 
შენი კოცნა არ ავიწყდება...
რად მინდა გული, 
თუ ბოლომდე არ მეყვარები...
და მაინც დღემდე, 
სიყვარულის ბეწვზე ვკიდივარ...
რომ ყველაფერი
ისე იყოს, როგორც აქამდე...
რომ არასოდეს არ დამთავრდეს,
სხვაგან მივდივარ...

დაბადება...
11.04.2012

თავიდან იყო
- მიწა...
წვიმა, 
ტალახი, 
სული...
დედამიწაზე იწვა...
და ერეოდა რული...

შვებით ვისუნთქე დილა...
მზეს, მივაგებე გული...
ისევ, 
გაწვიმდა წვრილად...
ისევ, 
გაგიჟდა სული...

მე ვგავდი 
უფლის ნატვრას... 
წყალში აზელილ მიწას...
დღემდე რომ,
ისევ მხატავს...
დღემდე რომ, 
ისევ მიცავს...

მე ვარ, სამყაროს პირმშო...
შენ, ჩემი ნეკნი – ევა...
მე სულში,
ცოდვებს ვიშრობ...
და ყოველ დილას ვღელავ...

ამიტალახდი სულში,
წლები, 
ცოდვებად მაწევს...
დრო მოვა, 
როგორც გუშინ...
და ერთ ტალახად გვაქცევს...

* * *
5.04.2012

ახლა, 
ნაპირზე ვწევარ...
ცაში იწვება, მზე...
აქეთ ნაპირზე, 
მე ვარ...
იქეთ ნაპირზე, 
შენ...
ხანდახან,
მზე და დარი ვარ...
ხანდახან,
ავი ავდარი...
შენთან, 
მუხლებზე დავდივარ...
სხვაგან კი,
ფეხზე დამდგარი...
და მაინც,
შენთან თბილა...
და მაინც,
შენზე ვდარდობ...
მე, ვეგებები დილას...
შენ კი,  ღამეებს ნატრობ...
ისევ, დამცინის დილა...
და გულთაკარა მზე...
აქვე, ნაპირთან ვზივარ...
და მზეზე ვიშრობ წლებს...
თვალდახუჭული ვზვერავ...
როგორ იწვება, მზე...
აქეთ ნაპირზე, 
მე ვარ...
იქ მეგულები, 
შენ...

მოწყენილი ნუ ხარ...
3.04.2012

მთვარე, 
ისე მითვალთვალებს 
- ურცხვად...
თვალებს ვხრი და
გულში, 
ტკივილს ვიქრობ...
თუ გიყვარვარ,
მოწყენილი ნუ ხარ...
მე ხომ უკვე,
მერამდენედ გიხმობ...
მიწას, ბალახს
შენი სუნი ასდის...
ცას, ნაცნობი,
შენი ფერი დაკრავს...
ღამე ისევ მეფერება, 
დაღლილს...
და სიზმრებად მეორდება, 
ახლაც...
წლები ისევ, 
მოგონებებს დასდევს...
დრო კი... 
სადღაც,
ემალება აწმყოს...
მე ორივე 
ცოდვებივით მაწევს...
წუთებს ისევ, 
იარაღში ვაწყობ...
შენზე ფიქრიც
ვერ მაჩერებს, ახლა...
მთვარეს ვუმზერ
და დუელში ვიწვევ...
ვიცი, 
ბოლოს აპრილივით წახვალ...
მე კი, აპრილს,
ხელთავიდან ვიწყებ...
სადღაც მიდის,
სევდიანი ღამე...
მთვარე ისევ მითვალთვალებს 
- ურცხვად...
წუთებს ვითვლი,
ვეფერები წამებს...
თუ გიყვარვარ,
მოწყენილი ნუ ხარ...

მოვალ...
29.03.2012

მე ახლა, ისევ...
ცრემლებით ვსუნთქავ...
გარეთ ქარია,
გარეთ ნისლია...
მე შენში, 
მარტი მიყვარდა, თუმცა...
რა ვიცი, 
იქნებ...
მარტიც სხვისია...
მომენატრები, 
მოვალ და გნახავ...
შენ არ იქნები,
ვინმე და უცხო...
ღრუბლებთან ერთად,
ვიფრენდი ახლა...
შეგიყვარებდი 
უფრო და უფრო...
მომენატრები,
და წლების მერეც...
მოვალ, 
დავიწყებ ისევ თავიდან...
მე გაგახსენებ,
ამ წუთებს, ძველებს...
ამ წლებს,
რომელიც სადღაც წავიდა...
და მაინც,
როცა მომენატრები...
ღრუბელთან... 
ქართან... 
ვიქროლებ, როცა...
მოვალ და 
შენი ცქერით დავტკბები...
საგზლად გამყვება,
თან, შენი კოცნა...

მართლა, ის ვარ...
28.03.2012

ახალი დილა,
სიცოცხლით და,
იმედით მავსებს...
არ ვიცი, ახლა,
ჩემი გული,
უკვე ვისია...
მე მართლა, ის ვარ...
ვინც გიყვარდა, 
ოდესღაც ასე...
ეს დილაც ჩვენი,
ახალი დღის,
დასაწყისია...
ნუ მტოვებ მარტო,
მე უშენოდ, 
ვერ გავძლებ ვიცი... 
ჯერ კიდევ დროა,
ან რას მარგებს, 
მე აჩქარება...
შენს თვალებს უკვე,
მერამდენე წელია ვუცდი...
და ვერც შენს ღიმილს,
გავექცევი,
მე ნაჩქარევად... 
მე ახლა მიხმობს,
სევდიანი,
უშენო დილა...
და დილა, ისევ... 
სიცოცხლით და 
იმედით მავსებს...
გიყურებ, 
ისევ გეფერები... 
თვალებით ფრთხილად...
მე მართლა, ის ვარ...
ვინც გიყვარდა, 
ოდესღაც, ასე...

ნუ დამთავრდები...
24.03.2012

გული, 
ურითმო ზღვასავით ღელავს...
მე შენგან,
ამბორს და შველას ველი...
შენი თვალების,
მე ახლაც მჯერა...
შენი ლამაზი თვალების ფერის...

რა ვქნა,
არ მყოფნის მე, ერთი კოცნა...
ჯიუტად,
მაინც იმედებს არ ვთმობ...
გელოდი,
ვიცი მომიწევს მოცდა...
და ისევ, შენი ტუჩები მათრობს...

ახლა ვნებები გულს ედავება...
მე კი, 
სურვილი მაგიჟებს, მორცხვი...
მე ერთი კოცნა,
მეცოტავება...
ამიტომ, უკვე ათასჯერ გკოცნი...

შენი კოცნისთვის, ლოდინი, ღირდა...
შენი სურვილით, ისევ ვთავდები...
მოდი უსიტყვოდ, თუ ჩემთან გინდა...
და არ წახვიდე... 
ნუ დამთავრდები...

* * *
22.03.2012

ღამეა, 
შენთან ვარ და...
მესმის ჩურჩული ღამის...
დაბლა ეშვება ფარდა,
სულ გამაგიჟო, ლამის...

ამ დღეს, 
ველოდი რადგან...
ისევ, შენს კოცნას ვბედავ...
როცა, გარბიხარ სხვაგან...
მაინც, ყოველთვის გხედავ...

და ქარი,
ასე სუსტი...
მაინც გულებში ატანს...
შენს ტუჩებს, ისევ ვუცდი...
წლები მიმყვება დარდად...

მალე,
სიგარის კვამლში...
ძირს დაეშვება დილა...
მე, მოგონებად დავშლი,
წარსულს, გაკოცებ ფრთხილად...

მთვარე, 
წარსულში ჩავა...
გულში ჩაგიკრავ თბილად...
მერე, უჩუმრად წავალ...
და გავაღვიძებ დილას...

ნეტა,
რას რას ვერჩი ნიავს,
ახლა, რომ ჩემში ფეთქავს...
დროს სიყვარული მიაქვს...
და ღამეს გვითევს თეთრად...

სიყვარულის ღამე...
20.03.2012

შენზე ფიქრი, მილამაზებს დილას...
ღრუბლებს ვიქნევ, დროშასავით ცაში, 
მე თითებით, გეხებოდი ფრთხილად...
ვერ ხვდებოდი? 
რა მინდოდა, მაშინ...

გული ხელში, წუთებივით ფეთქავს...
მეც დაგეძებ ისე, როგორც ძველად...
ოღონდ ჩემთვის, ერთი სიტყვა გეთქვა...
მოვიდოდი, 
ოცნებად და შველად...

მეგებება დილა, მატყუარა...
მზის სხივები, ძველებურად, მართობს...
შენ მკითხაობ, გიყვარვარ თუ არა...
მე კი, 
შენი სიყვარული მათრობს...

შენ რომ არა, ვის გავანდო ფიქრი...
მე ხომ შენთან, ყოფნა მოვისურვე...
არ მინდოდა, 
მაგრამ, სხვაგან მივქრი...
ერთხელ მოდის სიყვარული, თურმე...

მე უშენოდ, მეშინია, ვერ ვძლებ...
მინდა დარჩე ჩემში, ფიქრად, ბგერად...
მე ვიპოვი, რასაც გული ეძებს...
ვიცი, შენ ხარ... 
ჩემი გულის ძგერა...

ყოველ დილას, შენს მკლავებში, თბილად...
ვიღვიძებდი, ვიგონებდი წამებს...
მე გჩუქნიდი, 
სიყვარულის დილას...
შენ მჩუქნიდი, 
სიყვარულის ღამეს...

ოდესმე შემინდობ...
19.03.2012

აქამდე მოვედი, ახლა კი, ვისვენებ...
წარსულის ფიქრებით, წარსულის სიმშვიდით...
ვიხსენებ იმ წუთებს, იმ წამებს ვიხსენებ...
როდესაც, ერთმანეთს სიყვარულს ვუხსნიდით...

ვერასდროს მოვიშლი მე შენზე ოცნებას...
ნეტავი ვიცოდე, ასეთი რა მინდა...
ჩემს გულში, ფიქრებიც უშენოდ ხორცდება...
ფიქრები, რომელიც იღვიძებს თავიდან...

ვუსმენდი მუსიკას – ცხოვრების რექვიემს...
და წარსულს, საშველად ლექსებში რომ დარჩა...
მე გრძნობა ისევე, უჩუმრად მეწვია...
და გულშიც ასევე, ტკივილად დამაჩნდა...

სულ რომ არ ვფიქრობდი, დრო ისე მოვარდა...
და ახლა, ოცნებებს ფიქრებში ვმარხავ...
მე ვიცი, მახინჯი სიკვდილი მოვა და
წამიყვანს თავისთან და ვეღარ გნახავ...

ვინ შეცვლის დღევანდელს, წარსულის ფიქრებით...
ასე რომ მტკიოდა, სიცოცხლე მარად...
გპირდები სხვებივით, ამაყი ვიქნები...
და მაინც, არ ვგავარ ზოგიერთს, არა...

და წლები, შეშლილი ქარივით მიქროდა...
მეც წამებს, საათებს უაზროდ მივდევდი...
რითმები, ლექსები სულ შენთან მომქონდა...
და დილას, ყოველთვის სიცოცხლით ვიწყებდი...

მე ვიცი, ოდესღაც სიცოცხლე ჩერდება...
მახინჯი სიკვდილი არავის არ ინდობს...
მეც ისე ვბერდები, როგორც დრო ბერდება...
და მაინც, ვიცი რომ, ოდესმე შემინდობ...

უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ...
12.03.2012

თუკი მაცდუნებს შენი თვალები,
შემოგეხვევი ყელზე მანდილად...
ამოგიკოცნი თვალებს წვალებით,
თავს შეგაყვარებ, მაინც ადვილად...

და დავმუნჯდები ყრუ მდუმარებით,
ახლა სულს, შენი კოცნა სწყურია...
ჩემს გულს ვერასდროს დაემალები,
ეს გული ახლა, შენი მდგმურია...

არ ვიცი, ასე რა მიყვარს შენში...
ან გული, ასე რამ გაახარა...
მე სიყვარული ვიპოვე ღმერთში,
და შენზე ფიქრიც, მან შემაყვარა...

მე მარტოობა, მატკიებს მაჯას...
ვდცილობ შეგეხო და თითებს ვერ ვშლი..
ვლოცულობ, ღმერთო, მაშორე ტანჯვა,
და უშენობით ნურასდროს შემშლი...

და მაინც, თუკი მაცდუნებს დაღლა,
ან ფიქრი - ასე სავსე წარსული...
შენთვის ვიცოცხლებ გპირდები, გნახავ...
და ჩემთვის სავალ, გზას დავასრულებ...

ქარი არხევდა ქუჩაში ხეებს,
და უშენობის - ჭრელი ფერები...
უკან მოვხედავ გაფრენილ დღეებს,
და წარსულს ჩემთვის მოვეფერები...

მივდივარ, გულს კი დარჩენა უნდა,
მომბეზრდა ფიქრი და სიმარტოვე...
უფალო ახლა, ჩემს გვერდით თუ ხარ...
უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ...

გამიმეტე…
1.03.2012

ისევ დამათენდა თავზე გაზაფხული...
და მეც, მერამდენე დილას ვეგებები...
მინდა ცოდვებისგან, ასე დაღალული...
გული დავიმშვიდო და მზეს შევეგებო...

მოდი, ტკივილისთვის მაინც გამიმეტე...
თორემ, მარტო ყოფნით გული გამისკდება...
წარსულს დასავიწყად ისევ ვერ ვიმეტებ...
ისევ ვიხსენებ და აწმყო მავიწყდება...

იქნებ, არც დილაა ისე ცარიელი...
მე რომ მეჩვენება, ახლა ჩემებურად...
შენთვის ვიმედობ და გულს ვაცარიელებ...
შენთვის ველოდები დილას ძველებურად...

იქნებ ტკივილისგან გული დამელიოს...
იქნებ ავიხდინო მაინც ოცნებები...
ისე გამაგიჟო, თავგზა ამერიოს...
ისევ შენს სიყვარულს ვოცნებობდე...

მოდი, მიწილადე შენი სიმარტოვე...
ერთად გავამხნევოთ, დილა სევდიანი...
შენთვის გაცოცხლებულ გულს ნუ მიატოვებ...
თორემ შემომხედე, როგორ ვსევდიანობ...

მოდი სასთუმალთან, ისევ გამიღიმე...
და ცის ნამცეცებით, დილა დავაპუროთ...
ახლა მეშინია, რომ არ გამიცივდე...
მინდა სიყვარული საბნად მოგახურო...

თუკი მელოდები, შენთან შემომიშვი...
მერე გამიტყუე სადმე, მოგონებად...
მე ხომ, შენს სიყვარულს უკვე ვერ მოვიშლი...
მე ხომ, შენი კოცნა დღემდე მაგონდება...

ისევ შენს ფიქრებთან ყოფნა დავაპირე...
ისევ გავატანე ღამეს, სიმარტოვე...
ჩემი სიყვარული ფეხქვეშ დაიფინე...
ოღონდ წარსულივით, მარტო ნუ დამტოვებ...

სხვა გზას არ ვიტოვებ...
22.02.2012

მალე მოვარდება გიჟი გაზაფხული...
ისევ მომანატრებს, 
თოვლს და გალაკტიონს...
როგორ დავინახო, 
უკვე დანახული...
რომ გზა დავუთმო და სულში ჩავატიო...

მალე ჩამოდნება წვიმად არემარე...
და ცა, გამახსენებს,
ეს ხომ, გრანელია...
როგორ დაგინახო, 
თუკი დამემალე...
თუკი მოთმინება უკვე დამელია...

მალე შემოაღებს კარებს იმედები...
ისევ ამღერდება,
სადღაც ტიციანი...
როგორ შეგიყვარო, 
თუ არ მაიმედებ...
თუკი ეს ლექსები, არ გაგიზიარე...

მალე მომინატრებ მარტის გაგიჟებით...
ისევ გამახსენებს,
სევდა ასათიანს...
როგორ დავიჯერო, 
კვლავ არ დამჭირდები...
როგორ შეგიყვარო, თუ არ დამაცდიან...

ნეტა, მერამდენედ მოვა გაზაფხული?
გულში შევინახავ ზამთარს, 
დავიტოვებ...
ისევ შეგიყვარებ, 
დიდი სიყვარულით...
შენთვის გავგიჟდები, სხვა გზას არ ვიტოვებ...

რატომ მიმატოვებს შენი ოცნებები...
მე ხომ, შენი გული,
არსად მომიპარავს...
ისევ გავიხსენებ, 
როგორ ვოცნებობდით...
შენი სიყვარული ვიცი დამიფარავს...

ჩემთან უფრო თბილა...
15.02.2012

იცი, გულში რა ძალიან თბილა?
ასე ყოფნა, 
სულ არაა რთული...
შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა...
და შენს გამო, 
მიფრთხიალებს გული...

მზეს და მთვარეს, 
შენს სიყვარულს ვუმხელ...
და სხივები მინათებენ, დილას...
მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ...
მოდი, 
გულში, იცი, როგორ თბილა?

შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს...
მომეპარე,
და მაკოცე ფრთხილად...
შენთან, 
გულში შემომიშვი ისევ...
გაზაფხულით დამინამე დილა...

შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო...
ჩემი ლოცვა, 
ოცნება და დარდი...
მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ...
როცა მოვალ, 
არ წახვიდე, დამხვდი...

იცი, წუხელ რა ძალიან მაკლდი?
ვიცი, 
მალე გათენდება დილა...
შენს გულში თუ, 
ვერ მომიჩენ ადგილს...
ჩემთან მოდი... 
ჩემთან, უფრო თბილა...

ლექსები შენთვის გამოვიგონე...
14.02.2012

წუხელ სიზმარში მელანდე, თითქოს...
მე ვგავდი, 
უკვე თმავერცხლა შექსპირს...
მარტოდ დარჩენილს, 
საშველად ვუხმობ...
შექსპირს, რომლისაც არავის ესმის...

ვიხსნებ, დღეებდავარცხნილ წარსულს...
სიყვარულს, 
სულ რომ მტკიოდა, გული...
მე დავიწყება, იცოდე არ მსურს...
ჩემი სიტყვების, ლექსებად თქმულის...

მინდა ცხოვრება დავიწყო, შენით...
ახლა, 
მუზებმა წასვლა არჩიეს...
როცა ცუდად ვარ, ლექსები მშველის...
და სიკვდილს, ისევ ყოფნა ვარჩიე...

მე, შენთვის სათქმელ სიტყვებს, არ ვეძებ...
და მაინც,
წარსულს არ ვერჩი, მტრულად...
შენ მყავდე კარგად, სხვას რას დავეძებ...
მე თუნდაც, სული ამომხდეს სულაც...

მე ახლა, სისხლი მიდუღს, ჭაბუკის...
და სიტყვას, 
შენთვის ისევ ვიმონებ...
არ მეშინია, წვიმის, ქარ-ბუქის...
და ყოველ ლექსში, შექსპირს ვიგონებ...

დროა მოვიდე, რაც ვნახე გითხრა... 
იცი მიყვარხარ, 
რაღაცით გგავარ...
ჩემი ლოცვა ხარ, თუ არა, ვინ ხარ...
შენთვის წვიმაშიც, სულ მარტო ვდგავარ...

და მოხდეს, ის რაც მოსახდენია...
მე ახლაც, 
დღემდე გიძღვნი სტრიქონებს...
უგულოდ, ცრემლიც არ დამცდენია...
ლექსებიც შენთვის გამოვიგონე...

ვეღარ ვაპატიებ ზამთარს...
13.02.2012

ასდიოდა მიწას, თოვლის სურნელი...
მთელი ღამე, 
რა ლამაზად თოვდა...
ქარი, თითქოს მეძახოდა, სულელი...
და სიყვარულს მერამდენედ მთხოვდა...

იყო, თოვა, ქარი ხეებს არხევდა...
კანკალებდნენ,
დათოვლილი ტოტები...
თოვლი დილას, თეთრ საბანში ახვევდა...
და წარსულში გამქრალიყო ფოთლები...

მთვრალი მთვარე, მიცინოდა მაღლიდან...
დილაც თითქოს, 
გათენებას ლამობდა...
რომ მეგონა: არასოდეს გამცვლიდა...
მთვარეც თურმე, შენს სიყვარულს სწავლობდა...

ღამე მუდამ, სასთუმალთან მეჯდა...
ოთახში კი, 
შუაცეცხლი ენთო...
ქარი ქროდა, გარეთ... წარსულს გლეჯდა...
თურმე, როგორ მყვარებიხარ, ღმერთო...

და წავედი, რომ მეგონა - შევძლებდი
გარეთ, დილა...
დათოვლილი იწვა...
თოვლში, ქარში, ფეხშიშველა გეძებდი...
შენი სუნი ასდიოდა მიწას...

არ მინდოდა, მაშინ, თოვა უშენოდ...
გულს გითმობდი,
სიყვარულით გამთბარს...
იქნებ ახლა, მთვარეს მაინც ვუშველო...
თორემ, ვეღარ ვაპატიებ ზამთარს...

მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ...
7.02.2012

მომეცი ხელი, ადგომა შევძლო...
რომ სიყვარული, 
გაჩუქო წრფელი...
მცივა ზამთარი, 
უშენოდ ვერ ვძლებ...
და გაზაფხულის ლოდინით, გელი...

რაც მქონდა, ისიც არ შემარჩინეს...
მიკვირს აქამდე, 
ცოცხალი რომ ვარ...
ზამთრის სიცივე ვერ შემაშინებს...
და გაზაფხულზე იებად, მოვალ...

ძვალსა და რბილში ატანს სიცივე...
წამართვეს გული,
შეცვალეს ახლით...
მე ვარ წარსული, 
მაინც იგივე...
უშენოდ, სხვაგან არა მაქვს სახლი...

მე მაინც შენი სუნთქვით ვიცოცხლებ...
არადა ფიქრებს, 
არა აქვს ბოლო...
ერთი წამია თურმე, სიცოცხლე...
და მაინც, დღემდე, ბოლომდე ვბრძოლობ...

სტრიქონებს, შენზე ფიქრით ვაოცებ...
ირგვლივ, 
ნისლების თეთრი მოლია...
ზამთარში თოვლად მოვალ, გაკოცებ...
და დაგიტოვებ ტუჩებს, თოვლიანს...

ვერ შემაშინებს მერე, ზამთარი...
ვერც ქარი, 
სულ რომ სხვაგან მივქონდი...
ვცოცხლობდი, შენი კოცნით გამთბარი...
და მაინც, ისევ შენზე ვფიქრობდი...

ფიქრებს უშენოდ, შველა არ ვთხოვე...
დათბება მალე, 
და შენთან მოვალ...
შემინდე, 
სული ზამთარს ვათხოვე...
ამიტომ მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ...

ლექსებად გჩუქნი...
3.02.2012

მთელი ცხოვრება სიყვარულს გჩუქნი...
დაგეძებ, 
დღემდე ბევრი ვითმინე...
ხან, მზე მათბობდა,
ხან, მთვარის შუქი...
ხანაც, ვებრძოდი ქარის წისქვილებს...

ხანდახან, ფიქრებს ვეღარ ვიოკებ...
დღეებიც ისე, მოსაწყენია...
მოვალ, 
ლექსებით დაგაწიოკებ...
და მოხდეს ის, რაც მოსახდენია...

ეს თოვლი, შენთან ყოფნას მახსენებს...
არადა წლები, 
სულ სხვაგან მრიყავს...
გახსოვს? გათოვდა, 
მზე რომ მაჩვენე... 
და ამიტომაც, ეს თოვლი მიყვარს...

როგორ ღელავდა ზღვა, ასე ჩუმი...
ჩვენ, 
სიყვარულის თოვლით გვათოვდა...
მინდოდა მეთქვა, 
შენ გამაჩუმე...
და მთელი ღამე, კოცნა მათბობდა...

ისე მიყვარხარ, აწმყოს ვართულებ...
მახსოვს, 
გაყინულ თითებს გითბობდი...
ო, როგორ მინდა შენთან – გნატრულობ...
შენი ტუჩები, ახლაც მიხმობენ...

არ ვიცი, ზამთარს რა ემართება...
ან რა მოხდება,
შენ რომ გნახავდე...
მე ისევ, 
ჩემი დამემართება...
და მაინც, შენით ვსუნთქავ აქამდე...

ზამთარს ვუმღერებ, მაინც ნისლიანს...
საგზლად მეყოფა, 
მე თოვლის შუქი...
ვიცი მე,
წლები სადღაც მიცდიან...
და ზამთარს ისევ, ლექსებად გჩუქნი....

მარტო...
1.02.2012

ახლა, 
ისე მეფერება თოვლი...
და ცა, ისევ ფანტელებად ცვივა...
უკვე თეთრად შეიმოსა მოლი...
მე კი, ისევ მარტო ვარ და მცივა...

თოვს და, 
მაინც უშენობა მათოვს...
ახლა, 
ისე მენატრები დილას...
შენს ნაკვალევს მივყვებოდი მახსოვს...
თოვლს თითებით ვეხებოდი ფრთხილად...

ახლა, 
დილა მონატრებით მათოვს...
ისევ მესმის, 
შენი თოვლის სუნთქვა...
შენს მაგივრად მოგონება მათბობს...
შენ ლოდინში გავიყინე, სულმთლად...

ახლა, 
ისე გამეტებით ბარდნის,
მახსოვს გუშინ, 
რა, ლამაზად წვიმდა...
ეს ზამთარიც უშენობით გადის...
მე კი, შენი სიყვარული მინდა...

ახლა, 
ფიქრებს ვეღარ ვიტევ გულში...
ახლა, მართლა, 
უშენობით ვკვდები... 
მე სიზმრებმა გადამრიეს გუშინ...
დღეს კი, ისევ გათოვდება ვხვდები...

ახლა, 
თოვლით მეგებება დილა... 
ახლა, 
ისევ ძველებურად გნატრობ...
თოვლს თითებით ვეხებოდი ფრთხილად...
და შენს კოცნას დავეძებდი, მარტო...

დარდი - ჩემი ფიქრები...
26.01.2012

გულში მიყუჩდი,
ტკილივად დარჩი...
და ახლა, სხვაგან ქრიან ქარები...
ვერ მივხვდი დღემდე,
ან რატომ გავჩნდი...
ან ღრუბელს ცაში რად ვემალები...

რამ დაგავიწყა,
წლები - წარსული...
ხომ იცი ახლა, 
ვკვდები უშენოდ...
ცხოვრებას ისევ რისკით ვასრულებ...
ვმკურნალობ დღეებს, მინდა ვუშველო...

მიჭირს ყველაფრის, 
ისევ დაწყება...
ძნელია, უკვე აღარ მიმართლებს...
ბოროტი, 
ვიცი, მუდამ მარცხდება...
კეთილი, 
მაინც მუდამ იმარჯვებს...

ცოდვილ მიწაზე, 
ვეღარ ვეტევი...
მტკივა, 
ყოველი ფიქრი – მაცდური...
ახლა მე ვკვდები გულის შეტევით...
და მაინც ისევ, ჩემთვის ვმაცდურობ...

ახლა წარსული,
ისე ახლოა...
ისე მიება დღეებს დღეები...
მე ცასთან ფიქრმა დამაახლოვა...
და ცისარტყელას ვღებავ ფერებით...

დარჩი ტკივილად,
თუ ასე გინდა...
და წლებს გავატან ფიქრებს სევდიანს...
მე, ოცნებები გაჩუქო მინდა...
ქვეყნად არასდროს, რომ არ კვდებიან...

და მაინც, 
წარსულს ვეღარ ვერევი...
წლებს მიაქვს დარდი – ჩემი ფიქრები
შენზე ოცნებას ვერ შეველევი...
მოვკვდები, მაინც შენი ვიქნები...

მიცხოვრია - წამი...
23.01.2012

ახლა, ისევ მზე მიცინის ციდან...
შენთან მინდა,
შენთან ყოფნას ვნატრობ...
წუხელ, მთვარე მოვაბრუნე გზიდან...
დღეს კი, ისევ უშენობას ვდარდობ...

ცა ისეთი ლამაზია, წმინდა...
ახლაც, დილა დაათენდა ფიქრებს...
შენთან ერთად,
სიყვარული მინდა...
რომ წარსული დამიბრუნო იქნებ...

მზე მაწვიმდეს უსაშველოდ, ციდან...
რომ გზა, ისე გაიწელოს ფიქრით...
მე ზღვა მინდა, 
და ცა, ერთი ციდა...
შენთან მინდა, მე კი, სხვაგან მივქრი...

ყოველ დილით, 
ახალ დღეებს ვიპყრობ...
შენთან მინდა
და შენს კოცნას ვნატრობ...
მთელი ღამე მხოლოდ, შენზე ვფიქრობ...
ვერ გავიგე, რად დამტოვე მარტო...

მერე სადღაც ჩამოვჯდები, ბოლოს...
და მთვარესთან, 
ფიქრს გავატან დილას...
მინდა, ისევ ღამე იყოს მხოლოდ...
და მძინარეს მოგეპარო ფრთხილად...

თურმე დღემდე მიცხოვრია – წამი...
მზეს ხელებით, 
მერამდენედ გითბობ...
მთვარე, შენთვის მოვაბრუნე ღამით...
მთვარესთანაც, მხოლოდ შენზე ვფიქრობ...

ასე ლამაზად...
17.01.2012
 
ჩემს გულში შენი წარსული ფეთქავს...
წარსული,
შენი მზე რომ აცვია...
ვიცი, დრო მოვა,
ვიქნებით ერთად...
დრომ სიყვარულად გადამაქცია...
 
ვიხსენებ იმ დროს, ვიგონებ წამებს...
და ფიქრებს,
ნაცნობს, შენთვის ნაპარავს...
ვიცი, დრო მოვა,
დამცინებს მწარედ...
და მზეს, ღრუბლებში ისევ დამალავს...
 
მე ახლა, შენი კოცნა მწადია...
მარტო, სამყაროს არ ვეპუები...
უშენოდ,
ზამთარს რაღაც აკლია...
და ვერც, გაზაფხულს ვერ ვეგუები...
 
ახლა სიზმარი ისე ცხადია...
დღეები ისევ,
მზეზე შრებიან...
ცაზე ღრუბლები ისევ დადიან...
და ბოლოს, მაინც სადღაც ქრებიან...
 
წარსულზე ფიქრებს ვეღარ ვიშორებ...
დრო გავატანე,
წლებს და ფორიაქს...
ისე მაშინებს, შენი სიშორე,
რომ ვკარგავ, დროის ტრაექტორიას...
 
წარსული გულში ისევ ხმაურობს...
ისე გავლიე,
წლები - ტრამალი...
მე ახლა ვშფოთავ, აურვზაურობ...
შენა ხარ ჩემი შვება, წამალი...
 
დრომ კარი ახლა, ისე ჩარაზა...
გულშიც,
წარსულის ნაკვალევია...
მე რომ მიყვარხარ, ასე ლამაზად...
დღემდე არავის არ ყვარებია...

მარტივად...
10.01.2012

შეხედე, ცხოვრებას მარტივად...
რას შეცვლი, წარსულზე ფიქრით...
ვინ იცის, იქნება, მარტი ვარ...
ან დრო ვარ, ასე რომ მიქრის...

ნუ დარდობ, რაც უკვე წავიდა...
ნუ ეძებ წარსულში, აწმყოს...
რითმებად, მოგძებნი თავიდან...
რომ მერე, ლექსები ვაწყო...

წარსულმა, წლები რომ იარა...
ვინ იცის, დაიწყო როდის...
იქნება ეს, თოვლი კი არა...
გრძნობაა, თოვლად რომ მოდის...

შეხედე, ცხოვრებას ადვილად...
აჩუქე წამები წუთებს... 
ოღონდაც, გიყვარდე ნამდვილად...
რომ შენთვის, სიკვდილი მსურდეს...

იარაღს მიმიზნებს წარსული...
დე მომკლას, უკვდავი როდი ვარ...
სიცოცხლეს რითმებით ვასრულებ...
და მერე, ლექსებად მოვდივარ...

მითხარი, წარსული სად არის...
ან გზა – გავლილი დღენი...
გაქრება ცხოვრება – ზღაპარი...
დარჩება ზღაპარი ჩვენი...

არ ღირს უმიზნო ლოდინი...
რა იცი, იქნება მარტი ვარ...
წარსული მაწევს ლოდივით...
ვსწავლობ ცხოვრებას მარტივად...

ახალ გაზაფხულს...
9.012.2012

არ ვიცი, აწი როგორ გავძლო,
როგორ ვიცოცხლო...
ვის დავაბრალო მარტოობა, ვისი ბრალია...
მე უშენობამ მომაბეზრა, უკვე სიცოცხლე...
მას მერე, რაც შენ მიმატოვე, გული მკვდარია...
 
არ ვიცი, აწი რა იქნება...
იქნებ, არც იყოს...
ეგება გული გამიყინოს, ზამთრის სიცივემ...
თოვლმა წარსული, მოგონებად სადღაც წაიღოს...
და გაზაფხულზე განმეორდეს მაინც, იგივე...
 
არ ვიცი, უკვე რით ვუშველო...
დარდს და იარებს...
წუხელ არ თოვდა, დამიჯერე, ახლა გათოვდა...
დრო მოვა წარსულს, მოგონებებს გავუზიარებ...
ფიქრებს რომელიც, მთელი ღამე შენით მათბობდა...
 
არ ვიცი, რატომ მენატრები...
მინდა მოხვიდე...
ან გულს რა უნდა მოვუხერხო, რომ არ ეტკინოს...
არ მინდა, ზამთრის სიცივეში ისევ მომინდე...
და გაზაფხულის დადგომამდე ობლად მეძინოს...
 
არ ვიცი, ასე რატომ მტკივა,
გული ძალიან...
ან ზამთარს, რატომ ვემალები - თეთრი ფერებით...
ეს ყველაფერი, წარსულის და შენი ბრალია...
ჩემთან რომ არ ხარ და უზომოდ ვერ გეფერები...
 
არ ვიცი, ვინ ვარ,
ან ზამთრისგან დღემდე რა მინდა...
ან ამ ზამთრამდეც, შენს გარეშე როგორ მივედი...
სიცოცხლე მინდა გავაგრძელო შენთვის, თავიდან...
ახალ გაზაფხულს დაველოდო, ისევ იმედით...

აღარ მეშინია...
6.01.2012

ისევ მოგონება,
სევდა წამიერი...
გულში საშინელი ფიქრის არითმია...
ისე მემტერება დილა, ცარიელი...
რომ ეს სიყვარულიც, შენთვის დამითმია...

გულში სიყვარული,
თუ არ დამეტევა...
და დრო, ულმობელი, სხვაგან არ გამიშვებს...
შენი მოგონება, გზაში დამეწევა...
ტუჩებს დამიკოცნის, ისე გამაგიჟებს...

ისევ მონატრება,
ვნებამორეული...
ღამე ვარსკვლავებით სავსე, მოჭედილი...
თითქოს ჩემი ხარ და მაინც, შორეული...
მე კი, მარტო ვარ და ისევ მოწყენილი...

მოდი, მომაგებე...
დილა იმედებით...
თუ არ გეყვარები, ისე მოდი, ხოლმე..
და ეს მარტოობაც, წარსულს შეატოვე..
შენი სიყვარული, ისევ მომანდომე...

წლები უშენობით,
ისე გაილია...
უკვე გვიანია, ახლა სინანული...
ვიცი, გასავლელი, უკვე გავლილია...
წინ კი, მელოდება ისევ სიყვარული...

დილა ოცნებებით,
ისე ჩაიხუთა...
და ცაც უმიზეზოდ ისე შეშლილია...
გულში მოგონება, ისე ჩავიხუტე...
უკან მოხედვისაც აღარ მეშინია...

ითოვოს დილამდე...
29.12.2011

ახალ წელს,
თოვლივით მოვალ და...
გაჩუქებ,
მთელი წლის ფიქრებს...
შენ მხოლოდ სიცოცხლე მომანდე...
სამარის კარამდე ვიფრენთ...
 
და მერე,
ითოვოს დილამდე...
ახალ წელს დაასწროს მოსვლა...
მე მინდა,
თოვლივით მიყვარდე...
შენს ტუჩებს ვაჩუქო კოცნა...
 
თოვლივით ფაქიზი როდი ვარ...
ყოველ წელს,
ვშორდები წარსულს...
ახალ წელს,
თავიდან მოვდივარ...
სხვაგვარად სიცოცხლე არ მსურს...
 
ვითოვებ,
დილიდან დილამდე...
და თეთრად მოვხატავ სურათს...
ეს ღამეც,
სიყვარულს მივანდო...
სულში კი, დამთოვოს სულაც...
 
და თოვლი,
გარეთ რომ ორსულობს...
ფანტელი,
სადღაც რომ მირბის...
ახალი წელი მოსულა...
ძველი, წარსულში მიდის...
 
შეხედე,
თორმეტიც გამხადარა...
და ზეცა, ფერებად იწვის...
ამ ღამეს,
პერანგი გავხადე...
და ახლა, შიშველი მიცდის...
 
დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
მე თოვლი,
სხვა ფერი არ მინდა...
ფიფქები,
შენ მინდა, გგავდეს...

შენი კოცნა მშია...
13.12.2011
 
ღამე აშიშვლებს ფიქრებს...
ახლაც ღამეა, ვფიქრობ...
უშენოდ ვეღარ ვითმენ...
და ვერც სიყვარულს ვიქრობ...
 
ახლა გნატრობ და ისევ...
ტანს მეტმასნება, ფიქრი...
წყურვილს რომ კოცნით მივსებ...
ერთად, სადღაც რომ მივქრით...
 
შენი ხორცსავსე ტანი...
სევდანარევი მზერა...
ისევ, დავკარგე თავი...
და ახლა, იმის მჯერა...
 
სადღაც ობლად რომ გდია...
ჩემი ოცნება, ჩუმი...
მე შენი კოცნა, მშია...
ხელში მიჭირავს გული...
 
ტანზე დაგისვამ თითებს...
მკერდზე გაკოცებ, ურცხვად...
ვნებააშლილი, ფიქრებს...
ტანზე მოგახვევ უხვად...
 
ტუჩებს დაგილბობ კოცნით...
ყელზეც გაკოცებ, ფრთხილად...
შენი ვიქნები ხორცით...
შენში დავრჩები ტკბილად...
 
თმებს აგიწეწავს სუნთქვა...
თავს დაგავიწყებს, წამით...
მინდა ქვეყანას ვუთხრა...
რა ლამაზი ხარ, ღამით...
 
მაგ თეძოების რხევით...
ვნება აშლიათ, რითმებს...
მე შენს ტუჩებში ვდნები...
ვინ იცის, გკოცნი იმდენს...
 
ღამეს, დილისფრად ვღებავთ...
და სიყვარულის ბუღში...
ტანგოს რითმებზე ვცეკვავთ...
ეშმაკს ვაგიჟებთ სულში...
 
და ავაფეთქებ ღამეს...
მკლავზე დაგიწვენ, დაღლილს...
მერე, გიამბობ რამეს...
და შემოგახვევ მანდილს...
 
ცა, ნისლისფერი, მაღლა...
თითქოს ღრუბლებთან ვიწვე...
ღამეს შევატყვე დაღლა...
შენ კი,­ ხელახლა მიწვევ...

ვედრება...
12.12.2011
 
უფალო ახლა, ისე გიწამე...
ისე ახლოა, გზის დასასრული...
შენი თვალები ყველგან მიცავენ...
მე კი, მეძახის ჩემი წარსული...
 
უფალი, ახლა ისე ახლოა...
განგებას ვერსად ვერ დავემალე...
მე სადღაც აქვე, შორიახლო ვარ...
ხელში მიჭირავს მთვარე მთვლემარე...
 
უფალო, ახლა ისე გიწამე...
უფალო, ახლა მე ისე მჯერა...
მე სინანულით ვიხსენებ წამებს...
უღმერთოდ როცა შემეძლო ფრენა...
 
ხელით ნაფერებ სიტყვებს გაჩუქებ...
სამაგიეროს არავის მოვთხოვ...
ზამთარში, თოვლის ბედი მაწუხებს...
და დეკემბერის სიცივით მოვთოვ...
 
უფალო, შენგან რჩევას, სულ ველი...
მირჩიე ახლაც და მას ვიწამებ...
გავფრინდე ცაში, როგორც ღრუბელი...
თუ, ისევ აქვე, დავრჩე მიწაზე...
 
უფალო, მინდა ლოცვა ვიცოდე...
გულს კი, შეეძლოს სევდის ატანა...
რომ სიყვარულის ცეცხლში ვიწვოდე...
და ვერ ვამჩნევდე, ცბიერ სატანას...
 
ეს სიყვარული, ღმერთივით სუფთა...
ერთადერთია, რაც რამ მაბადია...
უღმერთოდ მიჭირს და ვეღარ ვსუნთქავ...
ღმერთო გეხვეწები, ახლაც მაპატიე...

ხელახლა შეგიყვარებდი
7.12.2011

დრო ვერ მაშინებს,
უდროობა უფრო ძნელია...
ახლა ჟამია, შეჩერების,
უნდა გავჩერდე...
მინდა, რომ ძალა შენს ლოდინში, გამომელიოს...
და ყოველ ღამე,
სიყვარულს და ლოცვას მაჩვევდე...

შენ კარგად იცი,
რომ შენსავით ამაყი არ ვარ...
რომ გული,
ასე მარტოსული ვერ უძლებს ქარებს...
თუ ასე გინდა, მითხარი და
მე სხვასთან წავალ...
და შენზე ფიქრით გადაღლილი...
სხვას შევიყვარებ...

სულ გააშიშვლებს მოგონებებს,
ცივი ზამთარი...
არადა, ახლა,
შენი კოცნა, ისე მომშივდა...
მე დილა სადღაც მივატოვე, სევდით გამთბარი...
და ახლა, მზეს რომ შევეგებო...
შენთან მოვდივარ...

მე გზაში დილა მეგებება,
გზა კი გრძელია...
მზემ სითბო გზაში დამაწია, შემომაპარა...
ათასი წელიც რომ გავლიო,
მაინც ძნელია....
ცხოვრება,
შენზე ოცნებით და სევდის ამარა...

და მაინც, როგორ მენატრები,
ან რომ ხედავდე...
ჩემი თვალები,
გათენებას როგორც ელიან...
ან ახლა,
შენთან დაბრუნებას რომ გავბედავდე...
ან უცებ, შენი სიყვარული გამომელიოს...

გეტყოდი როგორ მომენატრე,
შენთან მწყურია...
ზაფხულის წვიმას მაჩუქებდი, შემიბრალებდი...
მერე, ბოლომდე გადავშლიდი,
წარსულს სრულიად...
ისევ თავიდან...
და ხელახლა შეგიყვარებდი...

უნდა დაგელოდო...
5.12.2011

ახლა,
მზე ისეა თოვლში დამალული...
ისე მენატრები,
ზამთარს ვერ ვპატიობ...
ისევ გელოდებით, მე და გაზაფხული...
ვიცი,
ერთ ზამთარსაც კიდევ მაპატიებ...
 
ვეღარ გადავიტან ისევ უშენობას...
ისევ მოიწყინეს,
თოვლის ფანტელებმა...
ახლა ოცნებაა,
გვერდს რომ მიმშვენებს და...
ისევ ველოდები ახლა, გათენებას...
 
სულში მიფათურებს ხელებს მონატრება...
ბოლოს ჩამეძინა,
ღამემ შემაცია...
ვიცი,
სიყვარული დილას მოვარდება...
შენი თვალებია ტანზე რომ მაცვია...
 
ახლა, წარსულია ისე გათელილი...
შენსკენ მომავალი,
გზით და ბილიკებით...
როგორ გვიხაროდა გრძნობა გამხელილი...
და დარდს,
სიყვარულით როგორ ვივიწყებდით...
 
მე თუ ვერ გიპოვი,
წავალ სამუდამოდ...
მოვალ სიზმრებით და მოვალ ზმანებებით...
ზამთარს,
თოვლთან ერთად ვაგუნდავებ...
და თოვლს, გაზაფხულზეც დავნებდები...
 
გული ისე ფეთქავს,
ლამის ამოვარდეს...
რა ქნას მონატრებამ, გულში ჩამალულმა...
უნდა დაგელოდო ბოლო აკორდამდე...
ასე გადავწყვიტეთ,
მე და გაზაფხულმა...

წერტილი და მძიმე...
 
წვიმა ისე შემომაშრა ტანზე...
რომ შენამდე, მოსვლაც ვერ მოვასწარი...
შენ თუ გინდა,
მე გავდგები განზე...
თუ არადა, სიყვარული მაცალე...
 
მაგიჟებდა კოცნა, გარეთ წვიმა...
იწვა ღამე...
ქარი კაბას გახევდა...
როცა არ ხარ,
ზამთარსაც კი სცივა...
მიჭირს შენთვის სიყვარულის გამხელა...
 
შენით მთვრალი,
მთვარეული დავდივარ...
მეძნელება ხშირად, თავის პოვნა...
მე უშენოდ,
დანისლული დარდი ვარ...
ლექსების და სიყვარულის მონა...
 
დამიბერავს შენი თმების ქარი და...
სულელივით,
გამაგიჟებს ისევ...
დაღამდება ღამე ნაომარი და...
დილას ისევ, უსასრულოდ მივსდევ...
 
ასდიოდა მიწას შენი სურნელი...
შენთან ყოფნა,
მიხაროდა მორცხვად...
მე გიჟი ვარ,
ოღონდ ცოტა სულელი...
ყოველ დღე რომ, ელოდება კოცნას...
 
დღეებივით თან დამყვება დარდი...
ახლა გეტყვი,
რაც არ მითქვამს, იმას...
შენ თუ გინდა,
სამუდამოდ წადი...
მე თან, შენი სიყვარული მიმაქვს...
 
დღე მიგორავს, წუთებს მისდევს წამები...
მერამდენე დღეა, შენით ვსუნთქავ...
მენატრება,
შენი ფართო თვალები...
ვნატრობ ვნახო და ხელახლა ვუთხრა...
 
როგორ მიყვარს, და თან, როგორ ჩემია...
ეგ თვალები...
წლებია რომ მიცდის...
შენი გული,
ჩემად დავიჩემიე...
და ამ გულსაც, სიყვარულით გიწვდი...
 
შენს ლოდინში ამღერდება ქარი...
დამილეწავს ოცნებებს და იმედს...
მე ვარ,
შენი მეოცნებე ქმარი...
შენ ხარ, ჩემი წერტილი და მძიმე...
 
დამიბრუნე სითბო...
29/11/2011
 
ახლა, ისე მენატრები, ძლიერ...
ახლა, გული გაგიჟებას ლამობს...
შენს სიყვარულს, ვერაფერი ვძლიე...
დრო კი, ასე უსაშველოდ ჩქარობს...
 
ახლა, ისე მენატრები, მინდა...
ჩემთან იყო... და არასდროს გათავდე...
წვიმდეს ისე, როგორც მაშინ წვიმდა...
გაშიშვლებულ, შეშლილ ღამეს ვხატავდე...
 
ახლა, ისე მენატრები, ისევ...
წვიმდეს მინდა, მოგეპარო ციდან...
შენზე ფიქრი, გულს იმედით მივსებს...
შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა...
 
ახლა, ისე მენატრები, როცა...
შენით მთვრალი, ვეფერები მთვარეს...
მენატრება, შენი ნაზი კოცნა...
დაბრუნდი და ისევ შეგიყვარებ...
 
ახლა, ისე მენატრები, დღესაც...
მინდა ისევ, ჩემს მკლავებში იწვე...
შენს სიყვარულს ვუმტკიცებდე მზესაც...
როგორც მაშინ, მაგიჟებდე ისევ...
 
ახლა, ისე მენტარები, ხანდახან...
ახლა ისე, გაგიჟებით მაწვიმს...
დამიძახე, ვერ გიპოვე, სადა ხარ...
დაბრუნდი და გაპატიებ, მაშინ...
 
ახლა, ისე მენატრები, ალბათ...
როგორც, ახალს ენატრება ძველი...
გაწვიმდა და წვეთებივით დალბა...
შენს თვალებზე მოვარდნილი ცრემლი...
 
ახლა, ისე მენატრები, ვნატრობ...
მინდა ისევ, ჩემს სიყვარულს გრძნობდე...
აღარ ვიყო, უშენოდ და მარტოდ...
და ეს ღამეც შევატოვოთ გრძნობებს...
 
ახლა, ისე მენატრები, მაინც...
და ერთ ღიმილს, ყველაფერზე გითმობ...
წვიმაა და სიყვარულიც არის...
დაბრუნდი და დამიბრუნე, სითბო...

შექსპირივით...
25/11/2011

მე შექსპირივით, პოეტს ვთამაშობ...
დრო კი ბრაზობდა,
რომ ვერ ვამჩნევდი...
ხედავ?
ლოდინმა როგორ დამაშრო...
და უსაშველოდ, როგორ დამჩემდი...

მე გუშინდელზე მეტად მიყვარხარ...
როგორც ოდესღაც შავი ვარდები...
ვარდებს ხვალისთვის შემოგინახავ...
რადგან,
ხვალ უფრო შემიყვარდები.....

სონეტებივით ზეციდან ცვივა...
ფიფქები,
ჩვენი ზამთრის ზღაპარი...
მე ისევ გელი,
მე ისე მცივა...
როგორც ზამთარში მცივა ჭადარი...

დღე იმალება ცაზე, ღრუბლებთან...
როგორც მზე...
ვიცი, ისე ამოხვალ....
დაგელოდები, ატმის ბაღებთან...
ხვალ შეგიყვარებ, დღეს თუ არ მოხვალ...

მონატრებისთვის არავის სჯიან,
შენ დარჩი ჩემში - ღამის სიზმრებად...
ხვალ თუ არ მოხვალ,
იქნება გვიან...
და მერე, ეშმა დამესიზმრება...

მე ავიჩემე, რომ მზე ჩემია...
რომ სიყვარულით ცრემლებს დავაშრობ...
რომ ლექსი,
ჩემი განაჩენია...
და შექსპირივით, პოეტს ვთამაშობ...

ოღონდ იყავი ჩემი...
10/11/2011

მე შენ გადარებ,
წვიმას...
გულში დარჩენილ წვეთებს...
შემოდგომაა,
მცივა...
იქნებ გამათბო, გეძებ...

მზეს გული სტკივა,
ისევ...
წვიმს, ვეფერები დილას...
ცრემლებს სასმისად ვივსებ...
და დარდი მაწვიმს,
წვრილად...

ოსრულობს ზეცა ფერებად...
ცას დასტყობია,
მუცელი...
ყვავილს თუ მოწყვეტ ღერებად...
მერე,
ვერაფერს უშველი...

გული,
წვიმაშიც ფეთქავს...
თმა გამითეთრა ლოდინმა...
ვნატრობ,
მოხვიდე შენ და
მე ხომ,
ისედაც მოვდივარ...

წვიმა,
ასფალტზე ცეკვავს...
გული,
თავისთვის მღერის...
უკვე გათენდა, ხედავ?
მე შენ მიყვარხარ, გელი...

მინდოდა,
რაღაც მეთქვა...
ქარს გავატანე წლები...
ოღონდ,
დაბრუნდი ჩემთან....
ოღონდ, იყავი ჩემი...

როგორ მაკლიხარ, ხედავ?...
4/11/2011

თვალებში ჩამხედე....
ხედავ?
როგორ მაკლიხარ ისევ...
მაინც,
სიყვარულს ვბედავ...
და გულს,
იმედი მივსებს...

სულში ჩამხედე...
ხედავ?
რა ფერებია სულში...
ახლა რომ იყო,
ჩემთან...
მე ჩაგიკრავდი გულში...

დამიძახებდე ნეტავ...
დღესაც,
როგორმე გავძლებ...…
ოღონდ,
ვისუნთქო შენთან...…
და შენი ცქერით გავძღე...

ზეცას ახედე...
ხედავ?
ობლად დარჩენილ ღრუბელს...
როგორ მტკიოდი მე და...
როგორ,
მიყვარდი წუხელ...

და საოცარი დილა...
თენდება,
შენით მთვრალი...
თვალებს,
მისველებს წვიმა...
ცრემლის ატყვია კვალი...

წარსულს,
ფეხდაფეხ მივდევ..
მე ხომ,
შენს თვალებს ვენდე...
რა ვქნა,
მიყვარხარ ისევ...
და მენატრები დღემდე...

მე გულს, იმედით ვივსებ...
შენზე ოცნებას, ვბედავ...
მოდი,
დაბრუნდი ისევ...
როგორ მაკლიხარ,
ხედავ?..

ვერ გავძლებ უშენოდ...
26/10/2011


გაკოცო მინდა, და...
გეფერო დილამდე...
და საბნად გვეხუროს,
ორივეს სიგიჟე...
შიშველი ფიქრები,
ბნელ ღამეს მივანდე...
და მაინც, მაგიჟებს
ღამე და სიშიშვლე...

მოვარდეს უეცრად,
ღელვა და წამიღოს...
გკოცნიდე ხარბად და
ღრუბლებში ვფრინავდე...
ამ ღამეს, სიბნელე
მოვტაცო ფაქიზად...
და ტუჩებს ვკოცნიდე...
უაზროდ დილამდე...

საწოლთან აგდია,
ეს ღამეც – ორსული...
ასე რომ ვნატრობდი...
ასე რომ ველოდი...
ჯერ, სადღაც წასული...
და მერე მოსული...
და ისევ ნაცნობი,
ტუჩების გემოთი...

სიშიშვლე ღამის და
სითეთრე სხეულის...
და შენი თითების,
ნაცნობი შეხება...
და დღემდე ნაწერი,
ფერადი რვეული...
მოკლული გულივით
აგდია ფეხებთან...

და ისევ, ეს ღამე...
წარსულად ქცეული...
ლამაზი სურათი,
კედელს რომ ამშვენებს...
მე, მაინც მარტო ვარ...
და ისევ წყეული
ღამეა, ისევე...
შენ თავს რომ მახსენებს...

ნატკენი ცრემლები,
დააშრო, კოცნამ და...
ტუჩები ისევე...
შენს ტუჩებს მივანდე...
მე ისე მიყვარხარ,
ვერ გავძლებ უშენოდ...
და ისევ, გკოცნი და
გაგიჟებ დილამდე...

ჩემი ნება რომ იყოს...
19/10/2011


ღია საფლავებიდან,
მიმზერს ჩემი წარსული...
ხავსი მოკიდებია
დროს...
უხმოდ, რომ დავცილდი...
სად მოხვდება არ ვიცი,
ჩემი სული ტანჯული...
ჩემი ნება რომ იყოს ...
ცას, მიწაზე გავცვლიდი...

დედამიწას შევცვლიდი,
მზეს მივცემდი არჩევანს...
სიტყვას მივაგებებდი
დროს,
სასწორზე დავდებდი...
რომ შემეძლოს სიკეთის,
ბოროტისგან გარჩევა...
ცასაც მოვინდურებდი
და მიწაზე გავძლებდი...

მგლოვიარე ფერები,
ცას ცრემლებად ატყვია...
დროს მივყვები ფეხდაფეხ,
ამოსუნთქვას არ ვაცლი...
მაინც ვემშვიდობები
დროს,
დაღლილს და ნატყვიარს...
წარსულს მივატოვებ და
სიყვარულში გადავცვლი...

თავზე წამომდგომია,
მთვარე ჭირისუფალი...
ისევ ჩასძინებია
ღამეს,
მზე რომ ესიზმრა...
მინდა სულ რომ გიმზირო,
ვიყო თავის უფალი...
ის სიზმარი გაჩუქო,
ჯერ რომ არ დაგესიზმრა...

მთელი გზა რომ გავლიო,
მაინც,
შენსკენ მოვდივარ...
შევუნდობდი წარსულს და
დროს, ლოცვაში დავცლიდი...
როგორც ყველა ჩვენგანი...
უცოდველი როდი ვარ...
ჩემი ნება რომ იყოს...
ცას, მიწაზე გავცვლიდი...
 

იყო და... არა იყო...
8.08.2011
 
შენი სურნელი ამდის...
ტუჩებს,
ვილოკავ მორცხვად...
მზე, მერამდენედ ჩადის...
მე კი ვიხსენებ კოცნას...
 
თითქოს, გაშინებს წამი...
წუთი,
ახლა რომ დგება...
მე მზეს, გაჩუქებ ღამით...
იმ მზეს, გულში რომ რჩება...
 
ღმერთს,
შეგავედრებ ლოცვით...
ისე,
გაკოცებ ფრთხილად...
თავბრუს,  დაგახვევ კოცნით
და გაგითენებ დილას...
 
ღამე,
გაჩუქო მინდა...
შენი,
სურნელით დავტკბე...
რომ, გაგიტაცო მინდვრად
და სიყვარულით დავთვრე...
 
და გავაგიჟოთ ბოლოს...
ეს ღამე,
ამად ღირდა...
შენ რომ, მიყვარდე მხოლოდ...
მე შენთან ყოფნა მინდა...
 
შენი სიშიშვლე ახლა...
ისე,
მიგიჟებს ღამეს...
მე მზესთან ერთად წავალ...
და დაგიტოვებ წამებს...
 
წამებს,
რომელიც მინდა...
ასი,
ათასი მქონდეს...
ახლა, გაწვიმდეს მინდა...
და წვიმა ჩემთვის ქროდეს...
 
ღამე,
შიშველი ფერებით...
საწოლი,
თავბრუდამხვევი...
შენ შემომხვიე ხელები...
და შენს სურნელში გამხვიე...
 
და
სიყვარულის ფერები...
ისე,
მაკლია ახლა...
მოვალ და მოგეფერები...
მოვალ და ისევ გნახავ...
 
მზე,
შემოგახევს კაბას...
და
შენც ჩუმდები, თითქოს...
მე შენ, გიამბობ ამბავს...
იყო და...  არა იყო....

შენს გამო გავჩნდი..
29.07.2011
 
ჯერ კიდევ დროა,
ჯერ კიდევ მოთოვს...
ჯერ ისევ ასდის მიწას ალმური...
ვზივარ და,
ხელში ვაწვალებ ფოთოლს...
და როგორც ადრე, ჩუმად ვხმაურობ...
 
გაშინებს?
ისევ რომ მოგეჩვიო..
არ იტყობ მაგრამ, სიშფოთეს გამჩნევ...
გარბიხარ,
თითქოს სულ სხვა არჩიე...
და მაინც ცდილობ,
ჩემს გულში დარჩე...
 
წარსულზე ვფიქრობ
და გულიც, ფეთქავს...
მაშინებს, აწმყო მათოვს ზეციდან...
მომინდა,
ახლა რომ იყო ჩემთან...
და ისე ახლოს, როგორც მე მინდა...
 
გაშინებს?
ისევ, ისე რომ გნატრობ...
როგორც სიცხეში ცივი ფანტელი...
მე შენთვის,
კუთვნილ სიცოცხლეს დავთმობ...
და დროს,
წასულს და ფეხით გათელილს...
 
თუ მოგენატრო,
მე ცრემლად მოვალ...
გაკოცებ, ტკივილს უკვალოდ წავშლი...
მე ვიცი, მოთოვს...
ჯერ კიდევ დროა...
და ისიც, მე რომ შენს გამო გავჩნდი...
 
მე ღამეს მაინც,
მოვუგებ ნიძლავს...
და კოცნას, სხვას რომ არ ღირსებია...
გპირდები,
მაინც ვიპოვი სიზმარს...
ჯერ რომ არავის არ სიზმრებია...
 
შენთვის ამოვალ...
27.07.2011
 
მე მზე ვარ შენში...
ასე რომ გათბობს...
სხვაგან რომ ეძებ,
ფიქრობ, სად არის...
მე უშენობით ისევ დამათრობს...
ზღვა,
უსასრულო, მზესთან ნაყარი...
 
მახსოვს,
წუთები მისდევდა წამებს...
ყოველი დილა,
შენთვის მინდოდა...
მესაიდუმლედ ჩვენ გყავდა, ღამე...
და ღამეც,
როგორ სწრაფად მიჰქროდა...
 
მე ყოველ დილას, მომქონდა ვარდი...
შენ კი,
ჩუქნიდი უცხოს და სტუმრებს...
მე ახლა მივხვდი,
როგორ მიყვარდი...
და დღემდე,
რისთვის ვიცოცხლე თურმე...
 
ნაცნობი ტალღა,
შორს რომ მივყავდი...
მეძახის ახლა, რომ დავეუფლო...
მეგონა,
მაშინ ძლიერ მიყვარდი...
არადა,
ახლა მიყვარხარ უფრო...
 
ვინ იცის,
რა სჭირს ჩვენს ნაცნობ მინდორს...
შენს ღიმილს,
მე რომ მაჩუქა ღმერთმა...
მე ახლაც,
ისევ ვიხსენებ იმ დროს...
და კოცნას,
მზეს რომ ვჩუქნიდით ერთად...
 
მთელი ცხოვრება ნაპირთან ვდგავარ...
მაღლა ზეცაა,
დაბლა ზღვა არი...
ვწუხვარ,
რომ წარსულს, ისე არ ვგავარ...
არადა,
ზღვა ხომ ასე ღრმა არის...
 
ხედავ?
მზე ზღვაში როგორ ჩავარდა...
ღამეა, მელი...
მე კი, არ მოვალ...
მე ღამით მზესთან ერთად, ჩავალ და
მე ყოველ დილას, შენთვის ამოვალ...

უშენობაცაა..
25.07.2011
 
ხვალ ხომ,
გაწვიმებას აპირებს...
სევდას,
ვერ დაიტევს ცა და...
ისევ მიატოვებს ნაპირებს...
და ზღვა,
დაგუბდება სხვაგან...
 
ხედავ?
რა ფერია დილა...
და ცაც,
გაბერილა ნისლით...
ტალღებს ვეფერები, ფრთხილად...
კენჭებს,
მერამდენედ ვისვრი...
 
მე,
ზღვას ნიჟარაში ვუსმენ...
ტალღა მელოდიას არწევს...
ვიცი,
გაწვიმდება უცებ...
და მზეს...
დაუსველებს ღაწვებს...
 
ფეხქვეშ მიწაა და, მაღლა...
სადღაც,
უსასრულო ცაა...
თითქოს,
მომენატრე ახლა...
თითქოს უშენობაცაა...
 
ხელის გაუნძრევლად,
ვწევარ...
ზღვაზე, ჩაძირული გემი...
შენ რომ,
მიმატოვე მე ვარ...
შენი სიყვარული, ჩემი...
 
ზღვას და
მელოდიას ვუსმენ...
წვიმას შემატოვებ,
წახვალ...
მგონი მყვარებიხარ,
თურმე...
ისე მენატრები, ახლა...

ტრაგიკომედია...
20.07.2011
 
დრო მიზანსცენას ჰგავს...
და თეატრალურ სამზადს...
ჯერ, გაპოვნინებს თავს...
მერე კი, შენში სხვასაც...
 
ცხოვრება თამაშს ჰგავს...
როლებს საჩვენოდ ვირგებთ...
თითქოს, საკუთარ თავს...
სხვისი ცხოვრებით ვიგებთ...
 
ცხოვრება თეატრს ჰგავს...
გვასწავლის უნდა, რასაც...
როგორც, საკუთარ თავს...
ისე ვთამაშობთ სხვასაც...
 
სცენა არ გვყოფნის ხან...
და გაგვიტაცებს, როლი...
როგორც ზამთარში ქარს...
გამოყოლილი თოვლი...
 
ცხოვრება ნიღაბს ჰგავს...
საკუთარ აზრებს ვფარავთ...
თითქოს, ვთამაშობთ სხვას...
სახეს ნიღბებში ვმალავთ...
 
ცხოვრება სცენარს წერს...
ცაში ფრაზებად გაშლის...
გინდა თუ არა, წლებს...
დრო უკითხავად წაშლის...
 
როგორც გაფრენილ ფრანს...
და გათენებულ ღამეს...
ვეღარ იპოვი გზას...
ვერ დაეწევი წამებს...
 
როლებს გვირიგებს დრო...
ის ხომ, რეჟისორს ჰგავს...
ხან კომედიას გვთხოვს...
ხან ტრაგედიას დგამს...

ი...
18.07.2011
 
რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ...
სიყვარულს ამიკრძალავდი...
 
მაინც,
მოგეპარები...
თვალზე,
ხელს აგაფარებ...
თუ მიხვდები,
ვინა ვარ...
ხელის გულზე გატარებ...
მინდა,
სულ რომ მინდოდე...
და შენს მზერას ვუყურო...
წადი,
ოღონდ, იცოდე...
კარი არ მომიხურო...
რა დამალვა გცოდნია...
შენი
ძებნით გავთავდი...
რა ლამაზად
დაიწყე და...
რა ლამაზად
დამთავრდი...
როცა გეტყვი ეს...
არ გამოხვიდე...
თუ გითხარი ი...
ჩემთან წამოდი...
 

შენ დამასწარი...
18.07.2011

მე საუკუნე ტანზე შემაშრა...
მტკივა სხეული,
ცოდვების ზიდვით...
ნეტა შემეძლოს, მოვკვდე ხელახლა...
რომ მერე,
აღარ ვიცხოვრო ნიღბით...
 
მომბეზრდა უკვე,
ყალბი ღიმილი...
უაზრო ლოდინს არა აქვს ბოლო...
მჭირს უშენობა, მტკივა ტკივილი...
და ასე,
ნატვრა, იმედი მხოლოდ...
 
მე იმედს დღესაც,
ისევ არ ვკარგავ...
არადა,
წლები სადღაც გაფრინდა...
როცა წავა და როცა დაკარგავ...
მერე მიხვდები,
შენთვის რად ღირდა...
 
გაივსო ზეცა ნისლით, ნიღბებით...
თავს იმძინარებს ღამე, ზღაპარი...
გინდოდა,
მაგრამ მერე მიხვდები...
რამდენი რამე ვერ მოასწარი ...
 
ისევ, ის ძველი სიმღერა ისმის...
და ბნელი ღამეც, თითქოს ნათდება...
იმ სიყვარულზე,
არაფერს იტყვი...
ყველაზე მეტად რომ გენატრება...
 
და მაინც,
შენს თავს ვიპოვი ჩემში...
არ ვკარგავ იმედს,
ვიცი, მოვა დრო..
უშენოდ გული, მაკვდება ხელში...
და უნდა, შენი ნახვა მოვასწრო...
 
წარსულმა გული ისე ჩარაზა...
დამტოვა ასე, ნაავადარი...
მინდოდა წასვლა,
მაინც ლამაზად...
და ახლაც,
წასვლა შენ დამასწარი...

როცა გულები დუმს...
15.07.2011

როცა ფიქრები დუმს
და სულერთია, როცა...
იცი რა უნდა, გულს...
და მაინც, გამჩენს ლოცავ...

როცა დღეები დუმს,
დროს ელოდები, როცა...
როცა, ვიღაცა გძულს...
და მაინც, იმას ლოცავ...

როცა წარსული დუმს
და გენატრება, როცა...
ვერცხლებად ჰყიდი სულს
და მაინც, იწყებ ლოცვას...

როცა სიჩუმე დუმს,
დროს უშენობა ათოვს...
როცა ფიქრები დუღს...
და მაინც, ლოცვა გათბობს...

როცა გულები დუმს
და ეს გაშინებს, როცა...
როცა გაფრენა გსურს
და მაინც, გიწევს მოცდა...

როცა გიყვარს და დუმს...
უფალს ავედრებ, როცა...
სიჩუმე გიღრღნის სულს
და მაინც, იწყებ ლოცვას...

როცა სამყარო დუმს...
თითქოს დამთავრდა, მორჩა...
ისევ მოვუსმენ გულს...
ისევ დავიწყებ ლოცვას...

ვიცი, რომ ჩემთან გსურს
არადა, თითქოს შორს ხარ...
ახლა, წუთებიც დუმს...
და მაინც, ჩემთან მოხვალ...

რა უნდა ღამეს...
29.06.2011
 
ნეტა რა უნდა ღამეს...
არ დაბადებულ დილას...
ან ასე, დაღლილ მთვარეს...
ან ღრუბელს, თოვლის კბილას...
 
ნეტა რა უნდა თოვლს...
სისხამ დილას რომ თოვს...
და ირგვლივ, თეთრად გლოვს...
უშენოდ დავდევ დროს...
 
ნეტა რა უნდა დროს...
ასე უბრად რომ დევს...
რაც უნდა იყო, შორს...
მაინც გინდება, მზე...
 
ნეტა რა უნდა მზეს...
უთენია რომ მწვავს...
მზეს რომ შევაკვდე დღეს...
ვერ შევაჩერებ წამს...
 
ნეტა რა უნდა წამს...
წუთებს. რად დასდევს ასე...
მე შენი ფიქრი მწამს...
და მთვარე, ასე სავსე...
 
რად არ ჩერდება წამი...
მე შენ დაგეძებ შორს...
და უსაშველო ღამით...
კვლავ ველოდები, შტორმს...
 
ვიცი რა უნდა უფალს...
და მაინც, ღამეს დავდევ...
მინდა გვიყვარდეს, მუდამ...
ადამიანებს ვგავდეთ...
 
ნეტა რა უნდა ღამეს...
რად არ მანებებს თავს...
სულში რომ მითვლის წამებს...
უშენობით რომ მკლავს...

შენ და დილა...
28.06.2011

ხედავ?
როგორ მოიღრუბლა ცა უშენოდ...
გაწვიმდება,
მერამდენედ დავრჩი მარტო...
სველ ქვიშაზე ოცნებები დავაშენე...
უშენოდ და მაინც გნატრობ...
ხედავ?
როგორ მოწყენილა ცაზე მთვარე...
უშენობით ნაავადარს,
რაღაც სტკივა...
მე სიცოცხლე შენს გარეშე დავამთავრე...
და უგონოდ სადღაც ვგდივარ...
ხედავ?
როგორ დაეკიდა ცას ვარსკვლავი...
აღარც მოსწყდა,
ველოდები უკვე დიდხანს...
მე უშენოდ ამერია. გზა და კვალი...
ნუთუ დღემდე, ეს არ მითქვამს?
ხედავ?
როგორ მოენატრე გულს და თვალებს...
დავიღალე,
უსასრულო ცაში ცქერით...
ვიცი,
წლები შენს გარეშე მითვალთვალებს...
შენ არ ხარ და მაინც გელი...
ხედავ?
როგორ მენატრება მარტის სუნთქვა...
მზე და მთვარე
მელანდება მთელი ღამე...
ყოველ დილას გაღვიძება შენთან მსურდა...
მე, უშენოდ დავიღალე...
ხედავ?
როგორ როგორ აყვავილდა ბაღში ვარდი...
ან მზეს,
როგორ ეფიცხება ნაზი ია...
გაწვიმდება,
გაიღვიძებს გულში დარდი...
ქუჩაში რომ, ობლად გდია...
ხედავ?
დილა შეეპარა ღამეს, თითქოს...
ამოვიდა მზე უშენოდ, ასე მწველი...
მე კი ,
შენთან დაბრუნებას ისევ ვითხოვ...
შენ და დილას ერთად გელით...

ეს ის მზეა...
15.06.2011

მზე ათბობდა სარეველა ბალახებს,
ცას ბოლომდე დაეხოკა სახე...
ჯერ მე მოვალ,
ჩემს გულს უხმოდ განახებ...
მერე მოდი და თუ გინდა მნახე...

შენზე დარდით გაილია წუთები,
გელი,
გული ვერ აიტანს ამდენს...
მე სიყვარულს ყოველი დღე ვუნდები...
ჩემი გულიც შენს სიყვარულს ვანდე...

მთვრალი მთვარე მესიზმრება ღამით,
ყოველ დილას, ველოდები მნახველს...
მხოლოდ,
ერთხელ შემომხედე წამით...
და ცას, ისევ შევატოვებ ნაღველს...

ოღონდ მნახე, შენი გულის დარდი,
ჭაღარა რომ შეპარვია, თითქოს...
მე ვარ,
შენი შავისფერი ვარდი...
შენს სიყვარულს ამაოდ რომ ითხოვს...

მზე იცინის, შენებური სიცილით...
ეს ის მზეა,
შენს ნახვას რომ ნატრობს...
მე შენამდე მთვარემ გამომაცილა...
და სიყვარულს შემატოვა, მარტო

სიყვარული, მუნჯი...
13.06.2011

ისევ დავწერ,
ჩემი სულის, საწერელს...
უკვე მორჩა,
კალამს, გვერდზე დავდებ...
რაც შემეძლო,
აჰა, უკვე დავწერე...
მთელი ღამე,
შენზე ფიქრებს დავდევ...
შუა ცეცხლით
განათებულ ოთახს...
თითქოს,
ცა რომ შეპარვია მიწას...
ჰორიზონტზე,
შენი ლანდი მოჩანს...
თითქოს,
ცაზე შენი სუნთქვა იწვეს...
მათოვს ფიქრი ციდან,
როგორც სეტყვა...
მე და ღამე,
ყოჩივარდებს ვრგავდით...
გული,
ისევ საგულეში ფეთქავს...
დილა,
ისევ დაისერა დარდით...
ვინ დაითვლის,
დღემდე რა არ ვეცადე...
ჩემი სული,
ეშმაკსაც კი ვათხოვე...
ახლა,
დავდევ მრუშებსა და მეძავებს...
და ქუჩაში,
ვეფერები მათხოვრებს...
ისევ წვიმს და
ცა, ცრემლებად დალბა...
მე დაგხატავ,
ცაა ისე ლურჯი...
მე ვარ შენი,
სევდიანი ტალღა..
მე ვარ შენი,
სიყვარული, მუნჯი...

მაინც მენატრები...
10.06.2011

ახლა გაკოცებდი,
ისე მონატრებით...
ისე მენატრები, სულსაც გაჩუქებდი...
ღამის გათენებას, ერთად მოვასწრებდით...
ოღონდ, მენახე და სულაც, გავჩუმდები...
მე ვარ, შენი სული,
ერთი სხეულიდან...
შენი სიყვარულის უხმო ჰარმონია...
ისევ ამედევნა, სევდა წყეული და
ისევ მენატრება, ჩვენი მაგნოლია...
ისევ მომენატრა,
შენი ნელი სუნთქვა...
შენი მოფერება, კოცნა ვნებიანი...
გახსოვს?
მთელი ღამე, როგორ ჩაიხუთა...
დილა მოგაგებე, მაინც სევდიანი...
მალე გაზაფხული წავა,
მოგონებად...
და მზე გააშიშვლებს, ზაფხულს აჩქარებით...
მე კი, შენი კოცნა ახლაც მაგონდება...
და დღეც, დაღამებას სულ, რომ ვაჩქარებდით...
ისე შემომაცვდა,
ტანზე გაზაფხული...
ახლაც, ყოველ ღამე, ისევ მელანდები...
მე შენ მოგიძღვენი,
ჩემი სიყვარული...
მაინც მიყვარხარ და ისევ მენატრები...


მაისს, შეპარვია მარტი....
20.05.2011

მაისს,
შეპარვია მარტი....
თითქოს, გაზაფხულდა, წამით...
წუხელ,
შეყვარებულს ვგავდი...
ისე მომენატრე, ლამის...
გული გამიჩერდა,
გუშინ...
როგორ დამესიზმრე, ვერ ვხსნი...
მე,
მზეს შეგინახავ გულში...
მაისს მოგილოცავ ლექსით...
ახლა,
გაღვიძების დროა...
მე კი,
გაღვიძება არ მსურს...
შენ ხარ,
ჩემი სულის ტროა...
სულ რომ, ეფერება წარსულს...
ზღვაზე,
თოლიების გუნდი...
მზეს, რომ ეფიცხება დილა...
მინდა,
დამესიზმრო წუთით...
რომ მზე, მომანატროს წვიმამ...
მაისს,
მოგონებით ვივსებ...
ახლა, სიყვარულის დროა...
უცებ მიმოვფანტავ ნისლებს,
ცაზე, მოქუფრული როა...
მაისს,
მოვინატრებ ახლა...
და მზეს,
გავუგზავნი ღიმილს...
სიზმრად გიპოვი და გნახავ...
და კვლავ,
უთავბოლოდ ვივლი

სიცოცხლე, ეს ჩემი ნაკლია...
12.05.2011

რამდენი გეძებე,
სადა ხარ...
უშენოდ, რამდენი ვიარე...
მე. წარსულს აწმყოში დავმარხავ...
და იმედს ავაფრიალებ...
და ისევ გარბიან,
წუთები...
და წლებიც, გავლიე უშენოდ...
მე ისევ,
ძველ დროში ვბრუნდები...
და ვცდილობ, რამეთი ვუშველო...
რამდენი წუთია,
წყენამდე...
ვინ იცის, რამდენი დარდი ვარ...
და მაინც, შორია შენამდე...
და ისევ,
უშენოდ დავდივარ...
არ ვიცი,
რამდენი წელია...
ქარივით გავთელე ქუჩები...
ეს გულიც, უშენოდ ძველია...
და კოცნაც,
მაგ შენი ტუჩების...
და თითქოს,
რაღაცა მაკლია...
და გულიც,
სიყვარულს მპირდება...
სიცოცხლე,
ეს ჩემი ნაკლია...
და მაინც, ეგ კოცნა მჭირდება...

მთვარე მეხურა...
26.04.2011

ხელის გულებით ვატარე, გული...
გილიოტინა...
წუთებს, მაჭრიდა...
და სიტყვა,
ჩემი, ლექსებად თქმული...
დავკარგე,
მაშინ, როცა დამჭირდა...
ჯერ იყო სიო, მერე ნიავი...
მზეც იყო ცაზე,
თითქოს,
არც წვიმდა...
მე დრო,
უშენოდ გავანიავე...
და ახლა,
ისევ გიმზერ ფანჯრიდან...
დარდით გავტენე,
და თოფის ლულა...
შემოვუმიზნე,
გულში იარებს...
მინდოდა მეთქვა,
რაც კი, არ თქმულა...
და მაინც,
ისევ დავიგვიანე....
გული მღლის,
თითქოს, ფინიშთან ვიდგე...
ვჩერდები,
სხვაგან წასვლა, არ მსურდა...
მე,
მეორმოცე გაზაფხულს მივდევ...
და მაინც,
ბოლოს, ვხვდები წარსულთან...
ვერ გავაღვიძე შენში პოეტი...
და მაინც,
გული, დავტოვე ღია...
მეგონა,
თითქოს ადრე მოვედი...
მაგრამ,
ყოფილა ძალიან გვიან...
მშიერი მიმზერს, აწმყო ზეციდან...
ვიწექი,
თავზე მთვარე მეხურა...
და მე,
უშენოდ ისე შემცივდა...
როგორც,
ზამთარში ობოლ ბეღურას...

ისე მიყვარხარ, რომ...
20.04.2011

ისევ მომენატრე,
ახლა გამეტებით...
ისევ, დამიტოვე გულში იარები...
აპრილს ველოდი და
აქაც, ვერ ვეტევი...
მთელი გაზაფხული,
ჩუმად ვიარები...

მაინც დაგეწევი,
არსად დამემალო...
მაინც, შემოგხედავ ღამის თვალებიდან...
ისე აირია,
ირგვლივ არემარე...
რომ ვერ ამოვედი, მარტის ვალებიდან...

მაინც გელოდება,
ღამე მთვარეული...
დილა უსაშველო ლოცვად გამიგრძელე...
ისევ გავიღვიძე,
ცოტა არეულმა...
უკვე, მერამდენე მარტი გამიძელი...

მაინც დავეწევი,
წარსულს, სიარულით...
გულში ჩავიხუტებ, ღამეს გამეტებით...
უკვე,
აღარა ვარ, ისე მხიარული...
და ერთ გაზაფხულშიც, უკვე ვერ ვეტევი...

მაინც შევეცდები,
სხვას არ შეგადარო...
ისევ გავაღვიძებ ცას და დედამიწას...
სულ რომ მიმატოვო,
ისე მიყვარხარ, რომ...
კიდევ ერთ გაზაფხულს, ვეღარ გადავიტან...

გაზაფხულის მოსვლას მილოცავს…
5.04.2011

ისევ,
აყვავდა ახლა, ტყემალი…
შენი სურნელი, უფრო მაგიჟებს…
გაზაფხულს,
ვერსად ვერ დავემალე…
აპრილი,
ისევ არსად არ მიშვებს…
ატმების შრიალს,
მე ახლაც ვუსმენ…
ფიქრები,
აქეთ-იქეთ მოვყარე…
ცაში აფრენა მომინდა, უცებ…
და აპრილს,
შენი სუნთქვა მოვპარე…
და მაინც,
მინდა ისე მაწვიმდეს…
რომ ფიქრებს სხვაგან,
სადღაც მივყავდე…
მე შემიძლია,
მართლა წავიდე …
და
სამუდამოდ, ისევ მიყვარდე…
მაინც,
უშენოდ აყვავდა ნუში…
იასამნისფერ კაბას იმოსავს…
აპრილიც,
თითქოს აფეთქდა გულში…
და
გაზაფხულის მოსვლას მილოცავს…

ნუ მტოვებ...
4.4.2011

ნუ მტოვებ, ოცნების ამარა...
რა იცი,
იქნება, გაწვიმდეს...
ეგება,
მეშველოს აღარა...
და ძველმა აჯობოს აწინდელს...

ნუ მტოვებ, უშენოდ, რა მინდა...
რა იცი,
იქნება გათოვდეს...
ეგება,
რაც იყო წავიდა...
და ისევ, შენი მზე მათბობდეს...

ნუ მტოვებ, ოცნების პირადა...
რა იცი,
იქნება გაფრინდეს...
ეგება,
გათენდეს დილა და...
კვლავ, ისევ ლამაზად გაწვიმდეს...

ნუ მტოვებ, ნაცნობი ღიმილი...
რა იცი,
იქნება ჩემია...
ეგება,
გულშია ტკივილი...
და მეც, სხვა რა დამრჩენია...

ნუ მტოვებ, მე წარსულს დავეძებ...
რა იცი,
იქნება, მაწვიმდეს...
ეგება,
უშენოდ დავეცე...
და ისევ წარსული დამჭირდეს...

რა იცი,
იქნება, გაწვიმდეს...
ნუ მტოვებ, ოცნების ამარა...
ან ძველმა აჯობოს აწინდელს...
და... მე კი,
მეშველოს აღარა...

აპრილთან მინდა...
29.03.2011

გათავდა მარტი,
აპრილს მოველი...
და მაინც,
ზამთრის სიცივით მცივა...
ეგება,
სხვებისთვის დასრულდა ყოველი...
ჩემს გულს კი,
უშენოდ დარჩენა ტკივა...

ვინ მეტყვის სადაა,
შვება და იმედი...
გათავდა მარტი და
არ წყდება წვიმა...
დავიწყე თავიდან,
აპრილთან მივედი...
და მაინც, უშენოდ გათენდა დილა...

წავა ეს მარტიც და
დადგება აპრილიც...
მე ნაცნობ ქუჩასთან,
უშენოდ მივალ...
არ ვიცი,
ვისია უშენო ნაპირი...
ჩემია ის გული, რომელიც მტკივა...

უშენოდ არ მინდა,
მოვიდეს აპრილი...
და ისევ,
მაწვიმდეს ცრემლები ციდან...
ვიცი,
რომ არაა ცხოვრება ადვილი...
და მაინც,
შენს გამო სიცოცხლე მინდა...

თუ წავა, წავიდეს...
მე მარტმა დამღალა...
არადა,
რამდენი აპრილი მჭირდა...
მე მარტი დავტოვე,, წვიმების ამარა...
და ისევ, აპრილთან გაფრენა მინდა...

შენ რომ, მაპატიო...
21.03.2011

ღია ფანჯრებიდან, ვხედავ გაზაფხული...
ისევ მელოდება,
მარტი კაპრიზებით....
ახლა ფიქრებში ვარ, ისე ჩახლართული...
თითქოს,
შენ სიყვარულს, სულ არ ვაპირებდე...

ისე ჩაიხუთა ირგვლივ, ყველაფერი...
ვდარდობ,
მერამდენე წელი გაილია...
მე მარტს ვერ გავუგე, მაინც ვერაფერი...
ეს თვეც,
უშენობით, უხმოდ დაილია...
მესმის წვიმაა და დღეა მგლოვიარე...
მე სხვა,არ მაწუხებს,
მაინც არაფერი...
თურმე, მერამდენე მარტი მოვიარე...
წლებს კი,
ვერაფერი, ვეღარ დავაკელი...

წვიმა მეფერება, მარტის გაგიჟებით...
დილას ჩაეძინა,
მე რომ ვაღვიძებდი...
ახლა მოხვიდოდე, სადღა გაგიშვებდი...
მარტს და გაზაფხულსაც ერთად გაგიძლებდით...

ფიქრებს შევატოვე ცა და დედამიწა...
გულს კი,
შენს დაკარგვას, დღემდე ვერ ვპატიობ...
ვიცი,
მერამდენე მარტი გადამიცდა....
და ღმერთს ვევედრები, შენ რომ მაპატიო...

დღეს...
17.03.2011

დღეს,
ყველა გზები შენთან მოდიან...
გზაში, დაღლილი ფიქრები დამრჩა...
ხედავ?
ძვირფასო, ხეებს შორიდან...
ისევ ჩაუცვამთ, ხავერდის ფარჩა...

დღეს,
მერამდენე გაზაფხულია...
რაც გული, ისევ უშენოდ ფეთქავს...
ხედავ?
მდუმარე... დგას მაგნოლია...
და თითქოს, დღემდე არავის ეთქვას...

რომ,
არის წამი, დროგადასული...
და მონატრება, ასე ძლიერი...
ხედავ?
ქუჩაში მიდის წარსული...
და უკან რჩება, კვალი მშიერი...

დღეს,
მოგონებით აივსო ზეცა...
ნაცნობი ქუჩა, შენი ფერებით...
გახსოვს?
მე, მაშინ, ეგ გული მეცვა...
ეგ გული,
დამაქვს ახლაც ხელებით...

დღეს ახლა,
ისევ იმ დღეებს ვნატრობ...
როს გადაკვრია აწმყოს ბინდივით...
ხედავ?
ქუჩაში დამტოვე, მარტო...
მე კი,
გარდასულ დღეებს მივტირი...

ერთხელ მაკოცნინე...
16.03.2011

ვნატრობ,
გადავიქცე წვიმად...
ღრუბლებს,
ავედევნო გზაში...
მინდა მოგეპარო, ფრთხილად...
და.,
სულ დაგასველო, წამში...

მინდა,
დამათენო დილა...
და მზე,
უსაშველოდ მწვავდეს...
ღრუბელს,
გამოვექცე წვიმად...
და შენს ბაგეებთან დავდნე...

მე მზე,
გამიღვიძებს დილას...
ტუჩებს დაგიკოცნი, ნამით...
მოვალ,
მონატრებულ წვიმად...
და თმებს დაგისველებ, წამით...

გნატრობ,
მენატრები, ახლა...
დილას შევაგებე წვიმა...
ვიცი...
შენ, უდროოდ წახვალ...
მე კი... შემატოვებ დილას...

მღერის,
მონატრება სულში...
ჩემს გულს, უშენობით, ცივა...
მე მზე....
მივატოვე გუშინ...
ტანზე შემოვისხი წვიმა...

ვიცი,
დაგაბრუნებს ბოლოს...
გული,
არ დაიშლის წადილს...
ერთხელ მაკოცნინე მხოლოდ...
მერე მიმატოვე, წადი...

ვერ მოვედი გაზაფხულად...
10.03.2011
 
ხომ არ ბრაზობ?
ვერ მოვედი გაზაფხულად...
ვერ მოვყევი:
წვიმას, წვეთად...
თოვლს, ფანტელად...
დროში ჩავრჩი...
მონატრების ნაკადულად...
სიყვარული რომ დაარქვი,
შენ სახელად...

ვერ მოვყევი, 
დილის ნამად, ვარდს და იას...
მიწის სუნთქვას,
ვერ ვუსმინე მოთმინებით...
თითქოს მსჯიან,
ვიცი, 
უკვე, არის გვიან...
უშენობა მადევს... 
გულზე ბორკილებად...
 
ქარს ავყევი...
მოვიარე მთა და ბარი...
გამიტაცა ოცნებებმა,
ჩქარმა ქროლვამ...
ვერ ვიპოვე,
შენისთანა მეგობარი...
და ვინ იცის...
ჩემთან ისევ, 
როდის მოხვალ...
 
ვხვდები, 
მორჩა...
სიყვარულის ისტორია...
ვიცი, ბრაზობ...
და მე, აღარ მეკარები...
შენ იქნები, 
მუდამ ჩემი ვიქტორია...
მიყვარხარ და მარად,
ასე მეყვარები...
 
ხომ არ ბრაზობ?
ვერ მოვედი გაზაფხულად...

მაინც, გავები და...
9.03.2011

პირი დაუღია,
ისევ მარტოობას...
ფიქრი მანადგურებს,
დღეა, საშინელი...
ვერ ვხსნი, მერამდენედ...
მარტივ განტოლებას...
ისევ მენტარება,
ის დრო, მაშინდელი...

ცეცხლი მოსდებია,
ფიქრებს ნაავადარს...
გულში ხანძარია,
და ცაც, ალისფერი...
ირგვლივ ყველაფერი,
ისე დაავადდა...
ვერ ვგრძნობ,
დილა თუ...
მზეა ნაცრისფერი...

ისევ გელოდება,
გული, წარსულიდან...
ძველი მოგონება,
სევდამორეული...
ვიცი, ყველაფერი...
უკვე წარსულია...
უკვე ნანახი და
ასე შორეული...

ვიცი, მეფერები...
უცხო თვალებიდან...
ჩემი სიყვარული,
გზაში მიატოვე...
ვხვდები, მერამდენედ...
მაინც, გავები და...
ისევ მელოდება...
მაინც, სიმარტოვე...

გინატრო...
7.03.2011

მახსოვს, დილა...
შევატოვეთ ალიონს...
და დღე,
ასე, სიყვარულში გავლიეთ...
მე ხომ,
შენთან ერთად ყოფნა ვინატრე...
ყოველ ღამე,
წუთებს ვითვლი დილამდე...

მინდა დილას,
გაღვიძება მიყვარდეს...
ახალი დღე,
წარსულს,
ისე ჩრდილავდეს...
გულში შენმა ფეთქვამ,
უფრო იმატოს...
მე კი, ისევ...
ძველებურად გინატრო...
 
დღე და ღამე,
მზე მჩუქნიდეს სინათლეს...
ამაზე მეტს,
აბა. რაღას ვინატრებ...
თავს არასდროს,
არაფერში ვიმართლებ...
ხან, არადა...
ხან, უზომოდ მიმართლებს...
 
მინდა ისევ,
გეალერსო დილამდე...
ისევ ისე...
ძველებურად მიყვარდე...
ყველაფერში ვეძებ,
მხოლოდ სიმართლეს...
წინ მივდივარ,
დრო კი, უკან მიმათრევს...
 
ახლაც, დილა...
შევატოვე ალიონს...
და უზომოდ მენატრები, ძალიან... 

მაოცებ...
4.03.2011

გთხოვე და...
მაკოცე...
იცი, რომ მაოცებ...
ღმერთისგან დალოცვილს,
ცრემლებიც გიხდება...
მე, ჩემი ოცნებით...
გაგიქრობ ნაოჭებს...
და მერე,
სიცოცხლეც...
სულერთი იქნება...
 
გთხოვე და...
მაჩუქე...
და ახლაც მაწუხებს...
ეგ კოცნა,
ტუჩებზე მადნება წარსულად...
მე შენთვის ვილოცებ,
დავითვლი ამ წუთებს...
წუთები,
რომელიც, უშენოდ წასულა...
 
მე დილა მაოცებს...
მზე,
ისევ მაკოცებს...
უშენოდ,
სიყვარულს დავეძებ ამაოდ...
შეშლილი წარსული,
დრო და დრო, მაოსებს...
-შეჩერდი,
მომძახის ცხოვრება...
-კმარაო...
 
მინდოდა,
გაკოცე...
გთხოვე და...
მაკოცე...
ეგ კოცნა,
სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება...
დრო გადის,
არადა...
სულ უფრო მაოცებ...
სულ,
შენზე ვფიქრობ და
სულ,
შენთან მინდება...

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×