შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

რომ, არაფერი არ გამიგია...
2.08.2010

ღამეა,
ზღვაზე მთვარე ჰკიდია...
ვეცადე, მაგრამ ვერაფრით მივწვდი...
რა უნდათ წუთებს, დროს რომ მითვლიან...
ნაპირთან ვდგავარ და წუთებს ვითვლი...

ღამეა,
ნავში ვზივარ, ვანკესობ...
წუთები ისევ, წუთებს მისდევენ...
ვღიღინებ გულში, სევდას ვაკვნესებ...
ფიქრები ისევ ღამეს მიმტვრევენ...


ღამეა,
წყალზე ცეკვავს ტივტივა...
და გული მწყდება, მოკვდავ თევზებზე...
მე მიწას ვტოვებ და შორს მივდივარ...
როგორც, დაღლილი ძველი მეთევზე...

ღამეა,
გეძებ, ნეტავ, სადა ხარ...
უჩემოდ, დღემდე, შენ ხომ ვერ ძლებდი...
და მიხსენები, მახსოვს ხანდახან...
მე კი, ყოველდღე, დღემდე გეძებდი...

ღამეა,
ფიქრებს ანკესზე ვაცვამ...
ანკესზე ოქროს, ფართხალებს - თევზი...
მე მომკლა, შენი ფიქრების ძარცვამ...
მთელი ცხოვრება, დღემდე რომ ვებრძვი...

მაკლიხარ ახლა,
ისევ ღამეა...
და მთვარეც, ცაზე ობლად ჰკიდია...
ის ოქროს თევზიც, ისე გამექცა...
რომ, არაფერი არ გამიგია...

ჩვენ რომ წვიმა გვეგონა...
28.07.2010

ახალ ფიქრებს ვაშენებ,
წარსულს ყავლი გასვლია...
ვცდილობ რითმა რითმაზე დავაშენო - სურვილი...
ეს ცხოვრება ძვირფასო, სიყალბე და ფარსია...
არასოდეს დაკარგო მომავალის წყურვილი...

წუხელ შენი ფიქრები,
შევისყიდე ნისიად...
ჩემი ჩავაბარე და შენი ფიქრით ვერთობი...
აღარ მახსოვს ეს ცრემლი, ჩემია თუ სხვისია...
მაგრამ ვიცი, მაგ ცრემლებს უმიზეზოდ ვენდობი...

სანამ ჩვენი გულები,
სიყვარულით თბილია...
სანამ ფიქრებს წარსულში, მოგონებად გავშლიდე...
შენს ქუჩაზე, ვინ მოთვლის. მერამდენედ მივლია...
ფიქრებს შემოგაპარებ, ვიდრე წარსულს წავშლიდე...

მინდა შენთვის მოვკვდე და
გადავიქცე ნისლებად...
რომ ცხოვრებას ფეხდაფეხ და ყვირილით მივდევდე...
ხედავ, ჩემი ფიქრები შენით როგორ ივსება?
მინდა ჩვენი გულები, ამ სიყვარულს იტევდეს...

მზე პირს იბანს ცრემლებით,
ჩვენ რომ წვიმა გვეგონა...
და წვეთები ასფალტზე, ნაცნობ ფიქრებს მღერიან...
ისევ მოვა დილა და ისევ დაგეწვეთები...
ვიცი, შენი ფიქრები წვეთებივით მელიან...

ბოლოში მივედი...
28.07.2010

ცხოვრებას ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებ...
ვამაყობ წარსულით, რომელიც არა მაქვს...
მე, ყველა მიყურებს,
თვალებით - მუშტარის...
და აწმყო წარსულში, ხელახლა გადამაქვს...

წაქცეულს, ვიღაცა მაბიჯებს სახეზე...
სიმძიმე ცხოვრების, მტკივა და მაგიჟებს...
შენს კოცნას ხელახლა,
ვილოკავ ბაგეზე...
და წარსულს, ისევე ვუზომავ ნაბიჯებს...

წუხელი დამახრჩვეს მდინარის ნაპირას...
რამდენი ფიქრები ბორგავენ, ზეცაში...
მე მგონი,
ცხოვრების ბოლოში გავდივარ...
თვალებში ჩამდგარი, წარსულის ძერწვაში...

ობოლი თვალებით მიყურებს ცხოვრება...
უჯიშო ძაღლივით, თან დამდევს იმედი...
მე, უფალს ვევედრე,
მადლი და ცხონება...
და აი, ცხოვრების ბოლოში მივედი...

სიყვარულისთვის, არ არსებულა დაგვიანება...
27.07.2010

ზეცას, მალულად ფიქრი მოვპარე
მე რომ ვეძებდი, მთელი წლებია
მას მერე, როცა შენ მომეპარე
რაც იყო, ისიც დამვიწყებია...

დღეს ყველაფერი პირობითია...
გარდასულ დღეთა, თეთრი ზმანება...
ჩემს გულში, ცეცხლი არ დამინთია ...
ასანთი მომე, ნუ გენანება...

ვიცი, წამიღებს ბოლოს ზამთარი...
ამიშრიალებს დღეებს, საოცარს...
მოვა ზაფხული, მზისგან დამწვარი...
და მერე, როგორც დედა დამლოცავს...

ვიცი, დავრჩები მალე მარტოკა...
და მომაკითხავს, ჟამი შენდობის...
არ ვიცი, რატომ, მაგრამ რატომღაც...
მაგ გულზე მეტად, თვალებს ვენდობი...

ახლაა წამი, ფიქრის, მოთმენის...
ახლა დილაა და სევდა მათოვს...
როგორც ხეს, ისე მცვივა ფოთლები...
ეულად ვდგავარ, მინდროში მარტო...

ჩვილი ბავშვივით, ახლა ვისწავლე...
ფეხზე დგომა და თვალის გახელა...
ო, ღმერთო ჩემო, როგორ ვიწვალე...
და ვერ შევძელი, შენთვის გამხელა...

რომ, შენთვის ვცხოვრობ, მაინც ყოველდღე...
რომ, შენთან მუდამ მაგვიანდება...
მაგრამ, იცოდე... სიყვარულისთვის...
არ არსებულა, დაგვიანება...

ვდგები განზე....
26.07.2010
 

პირობას ვდებ, ვდგები განზე...
გაიღიმე,
წვიმა გათოვს...
გეფერება, წვეთი თმაზე...
გაუხსენი გული ფართოდ...

შურს და ტკივილს, დარდს და ნაღველს...
არ დანებდე,
ფიქრს და გლოვას...
ნუ იმღერებ სხვისთვის სამღერს...
მე სიმღერად, ისევ მოვალ...

ცისარტყელას შენთვის ვქარგავ...
რა ვინატრო,
ამის მსგავსი...
შენი, მოფერების გარდა...
ანდა, შენი კოცნის ფასი...

დღეს ჩიტებმა, ისე მკენკეს...
გზაში,
მომაბრუნეს ციდან...
ვეღარ მოგახედე ჩემსკენ...
მე კი, ცაში ფრენა მინდა

ატამს მოვატეხავ ტოტებს...
შენთვის,
ლოცვას ვაიძულებ...
და ატმების ტოტებისგან...
გაგიმზადებ თაიგულებს...

შენთვის გავუღიმებ ეშმას...
სევდას,
შემოვიხვევ თავზე...
ოღონდ შენი გულის მესმას...
მტკივა, მაგრამ... ვდგები განზე...

დუელში..
24.07.2010

დილა, ტავერნა...
ბოთლებივით ყრია ლოთები...
სადღაც კუთხეში...
ვისკით ხელში,
სევდას ვალოთებ...
ვიცი, მე ახლა...
მელოდება ეშმა დუელში...
მთვრალი ვარ...
ვგდივარ ლოთებთან და ისე ვაბოდებ...

და აი, დილაც,
სეკუნდანტებს, ასე სჩვევიათ...
სიკვდილი არა...
მე სიცოცლე მინდა დავწერო...
შენზე ფიქრები...
დუელამდეც არ მეშვებიან...
ვცდილობ...
სიცოცხლე რამდენიმე წამით გავწელო...

ბურუსი, ჯანღი,
ხეებსაც კი სცვივათ ფოთლები...
შიში თვალებში...
ჩასდგომიათ ჩიტებს ფრთებიანს...
ნეტავ, სადაა ტავერნა და
ჩემი ლოთები...
ერთი, რა მაგრად გადავკრავდი,..
სასმელს ღმერთიანს...

დამბაჩის ლულა,
შემომცქერის სადღაც შორიდან...
თვალს მიკრავს ეშმა...
მელოდება მისი ღიმილი...
მიმიზნებს მტრულად,
უეჭველი, უკვე მკვდარი ვარ...
მთვრალი ვარ, მაგრამ...
მაინც მტკივა ჩუმად ტკივილი...

ეს ერთი წუთი,
გადამექცა უკვე თვეებად...
ველი გასროლას...
სულერთია ახლა ყოველი...
ახლაა წამი...
სიკვდილსაც, რომ მტრულად შევება...
მაგრამ არ ვიძვრი...
და ჩემს გულში ტყვიას მოველი...

დილა, ტავერნა...
ბოთლებივით ყრია ლოთები...
სადღაც კუთხეში...
თვალებს ვახელ...
ტვინი გამოვრთე...
ვიცი, მე მაინც...
მელოდება ეშმა დუელში...
ვიხსენებ სიზმარს.
და ამ დღესაც, ვისკით ვალოთებ...

სისხლი მომდის, შენი ტუჩიდან...
23.07.2010

მტვერი აყრია ჩვენს სიყვარულს,
ახლა ღამეა...
და ვნანობ,
წლები ასე სწრაფად, ბრმად რომ ჩათავდა...
შენი ღიმილი, ახლა ჩემთვის ერთი რამეა...
მაგრამ,
წარსულმა ჩაიარა, ვიცი გათავდა...

ნეტა ვინ მოთვლის,
მერამდენე დილა ბრუნდება...
მხოლოდ ფიქრების, ოცნებების, სევდის ამარა...
ან ჩემს თვალებში,
შენი ლტოლვა რატომ გუბდება...
ან ღმერთმა შენი განშორება რატომ მაკმარა...

საკუთარ ტკივილს მთელი წლები ღამე ვუთენე...
ისევ მეძახის,
ნაცნობი გზა, პალმის ქუჩიდან...
უცხო ქუჩიდან,
რომელიმე უცხო სრუტემდე...
ვიკბინე, ახლა სისხლი მომდის შენი ტუჩიდან...

შენი ვარსკვლავი არ ანთია, აღარც შენ არ ხარ...
ბედი გამექცა,
დამიბნელდა, დილა მკვეხარა...
ნეტავი, შენთან განშორება სულ არ მენახა...
მაგრამ პატრონი აღარა ყავს, თურმე ქვეყანას...

მტვერი აყრია ჩვენ სიყვარულს, ახლა ღამეა...

მე უკვე არ მახსოვს...
22.07.2010

მე უკვე არ მახსოვს,
დაიწყო საიდან...
ოღონდ კი ჩამქრალი მზე, არსად მენახა...
მე მზად ვარ, ცხოვრება დავიწყო თავიდან...
კარდებად დავშალო, ცხოვრება ხელახლა...

ფოტოებს მოვფანტავ,
ჰაერში ღრუბლებად...
აპარატს გიმიზნებ და ფოკუსს ვასწორებ...
შავი-თეთრი არ ვარგა...
ფერადი გიხდება...
ღიმილი გიხდება აშკარად იცოდე...

ღრუბლები...
ფოტოებს ჩამოყრის წვეთებად...
მეცემა სახეში წვიმა და მასველებს...
შენს ღიმილს, ზეცაში ვაგზავნი ღმერთებთან...
ბოლომდე ვსველდები და არც კი მაღელვებს...

ღრუბლებმა განგაშის ზარები ჩამოკრეს...
ჩემს ფიქრებს გიგზავნი,
წვიმად და ღრუბლებად...
იცოდი, ოცნება მანძილს რომ ამოკლებს?
და დრო რომ ხელახლა უკან არ ბრუნდება?

მე უკვე არ მახსოვს,
დაიწყო საიდან...

ღმერთო, ნუ დატოვებ მარტო...
22.07.2010

ღმერთო, ნუ გამოლევ ღამეს...
მზიანს,
შენი ფიქრით სავსეს...
შენს ლოდინში, დაღლილ წამებს...
გულს, რომ სიყვარულით ავსებს...

ღმერთო, დაიფარე ყველა...
ვისაც,
სიყვარული ქვია...
შენზე ფიქრმა გამახელა...
და სიზმრებში გამახვია....

ღმერთო, ნუ დატოვებ მარტო...
ვისაც,
მზე და ღამე ათბობს...
რომ, უცებ არ გიღალატოს...
და უშენოდ არ გაათბოს...

ღმერთო, ნუ მიაჩვევ ტკივილს...
ვისაც,
სიყვარული უყვარს...
თორემ, გული უკვე კივის...
და ვინ იცის, სად წაიყვანს...

ღამეს, აკივლებულს დღეში...
ცაზე, ღრუბლებად რომ გდია...
ღმერთო, ნუ გამოლევ ჩემში...
ღამეს,
გათენებულს, მზიანს...

რა გამოლევს...
20.07.2010

რა გამოლევს შენი ცქერით,
ამღერებულ შიშველ პალმებს...
სიოც, ზღვიდან მონაბერი...
თვალებს შენსკენ, რომ აპარებს...

რა გამოლევს ზღვაში ქვიშას,
შენს ფეხებთან გართხმულ ბალახს...
ქარმა, უფრო გამაგიჟა...
დარდმა, უფრო გამაწვალა...

რა გამოლევს გულში იმედს,
შენ რომ ვერ გრძნობ, მე კი ვდარდობ...
და სიცოცხლით კმაყოფილებს,
ჩვენს სიყვარულს, დროს რომ ვანდობთ...

რა გამოლევს შენი ფიქრით,
გათენებულ მზიან ღამეს...
ხან სიზმარში, შენსკენ მივქრი...
ხან სიზმარი, მითვალთვალებს...

რა გამოლევს ღამე ფიქრებს,
და იმ ღამეს, შენ რომ განდობ...
დილას, ასე ვინ იფიქრებს...
ღამე ვფიქრობ, ღამე ვდარდობ...

რა გამოლევს შენი ნახვით,
გაშიშვლებულ, ნაცნობ ღამეს...
ძველს, რომ შეაბრუნებს ახლით,
დარდს და მომაგონებს, რამეს,,,

რა გამოლევს შენი ცქერით,
გაღიმებულ დღეებს მზიანს...
სიოც, შენთვის მონაბერი...
შენს ფეხებთან, ბრმად რომ გდია...

აედევნა ღრუბელს ქარი...
17.07.2010

აედევნა ღრუბელს ქარი...
დაბლა დარჩა, მწვანე მოლი...
და ფიქრების ნიაღვარი...
მაგ თვალების თანასწორი...

დამისველა ფიქრმა გზები...
დღესაც,
ვნაყრობ დარდით უხმოდ...
მე უშენოდ, ისეც ვკვდები...
და საშველად, ფიქრებს ვუხმობ...

აედევნა ღრუბელს ქარი...
ცაში შენთვის, კოშკებს აგებს...
დღესაც, თუ ვერ მოგისწარი...
გულს არასდროს, არ გავაღებ...

მომენატრა შენი ნახვა...
დროც,
ტაატით გაიწელა...
მხოლოდ შენით, ვსუნთქავ ახლა...
გეფერები ნელა, ნელა...

აედევნე ღრუბელს ქარი...
მარტოობა, უნდა ფანტოს...
ეგ თვალები, საოცარი...
ყოველ დილას, უხმოდ ხატოს...

აედევნა ღრუბელს ქარი...
მიატოვა წამით, ხატვა...
შეყოყმანდა ქროლვით მთვრალი...
მოენატრა შენი ნატვრა...

აედევნა ღრუბელს ქარი...
ცამ, ნისლები მომაყარა...
ეგ თვალები, ასე წყნარი...
ქარმა უფრო შემაყვარა...

რა იქნება ნეტავ, ხვალე?...
16.07.2010

დამეკარგა სადღაც მთვარე...
რა იქნება ნეტავ, ხვალე?...

უკვე მერამდენე, ღამე დამეღალა...
ისევ შენს ფანჯრებთან, დილა მომერია...
შენი მოლოდინით, მთვარეც გამეპარა...
ცაზე,
ვარსკვალებიც აღარ მომელიან...

თურმე, ეს ცხოვრება ასე იოლია...
თურმე,
გიყვარდი და მე კი, გილოდინე...
ასე უთავბოლოდ, რატომ მიომია...
ასე უმიზეზოდ, რატომ გალოდინე...

ასე ნაჩქარევად, როდის დამეკარგე...
გეძებ,
დილაა თუ ღამე, სულერთია...
ერთხე მენახე და ოღონდ დამენახე...
მერე ყველაფერი სხვისთვის დამითმია...

დღემდე გითმინე და მერე ავეკიდე...
სიოს შემოვახტი,
ზურგზე გარეტებულს...
მერე, მზეს სხივებად წავეკიდე...
სითბო მიმოვფანტე ისევ, გამეტებით...

თურმე,
ბედისწერა ჩემთვის გინახავდა...
რაღას ვწუწუნებ და
ვიღას ვემართლები...
მაინც ძველებურად, ვიცი მიყვარხარ და
მაინც ძველებურად, ისევ მენატრები...

დამეკარგა სადღაც მთვარე...
რა იქნება ნეტავ, ხვალე?...
ღმერთო,
მთვარე მაპოვნინე...
მე, სიყვარულს გაპოვნინებ...

ჩემი ანაკლია
13.07.2010

ჩემი ანაკლია,
ფიქრებს ეწებება...
ტანზე შემომასკდა ღამე შენებური...
დილას გრილი ზღვა და ზეცა მეგებება...
ისევ სურნელია ირგვლივ ძველებური...

ჩემი ანაკლია,
ზღვას რომ ეფერება...
მზეს რომ ესალმება, სადღაც კაბადონზე...
ჩემი სიყვარული, სხვას რომ ებევრება...
ისევ რომ ამივსებს, გულის კალაპოტებს...

ჩემი ანაკლია,
ისე ლამაზია...
თვალსაც უხარია მისი სილამაზე...
ახლა უშენობამ ისევ გამაცია...
ისევ მენატრება, ზღვა და სილა თმაზე...

ჩემი ანაკლია,
უკვე წარსულია...
ისევ შეერია ფიქრებს სინანული...
აქ ხომ, სიყვარული ასე მოსულია...
აქ ხომ, სიცოცხლეა თავად სიყვარული...

ჩემი ანაკლია,
ზღვაში ჩაძირული...
მზე და სიყვარული შენთან მომელიან...
ახლა,
კილომეტრებს ვითვლი გარინდული...
ახლა,
სხვაგან ვარ და სევდა მომერია...

ველი ხვალეს...
12.07.2010

უკვე მერამდენე თვეა...
ხან წვიმაა,
ხანაც მზეა...
ცის ფერდობზე,
დავდევ ღრუბელს...
მზე, ცრემლებად დავაგუბე...

უკვე მერამდენე ღამე...
ხან წლებს ვითვლი,
ხანაც წამებს...
ღრუბლებს ვეფერები მთვრალებს...
ცივი ოფლი ასხამს მთვარეს...

უკვე მერამდენე დილა...
როცა გნატრობ,
გულში თბილა...
ყოველ დილას სარკმელს ვაღებ...
და მზეს ამოწვერვას ვასწრებ...

უკვე მერამდენე დღეა...
წარსულს აწვიმს,
მერე მზეა...
საღამომდე სიცხე მათრობს...
დილას მონატრება მახრჩობს...

მერამდენედ ველი ხვალეს...
უშენობას,
მზეს და მთვარეს...
ჩემი ხელით მოვკლავ წამებს...
და სიცოცხლით გავაწამებ...

ოცდამეთვრამეტე წელი...
ვითვლი წუთებს,
ისევ გელი...

პაემანზე...
24.06.2010

დღე გაიპარა ისევ მალულად...
ჯანღმა, ბურუსმა მთვარე დაფარა...
შენ შემომცქერი რაღაც ქალურად ...
და კოცნას ვითვლით, სხვისთვის ნაპარავს...

შენი ღიმილი სურვილებს ბადებს...
ევა ხარ,
ქალი ჩემი ნეკნიდან...
მინდა, ჩემს გარდა არავინ გყავდეს...
მუდამ, თვალებზე ცრემლად გეკიდო...

ღამე ამბორით მივსებს სტრიქონებს...
გახსოვს?,
მდინარე ნაპირს ლეწავდა...
მთელი საღამო შენთვის ვიქროლე...
და ჩემი სითბო, შენთვის მეწადა...

სავსეა მთვარე შენი სითბოთი...
ღამეა,
მზე კი. ისევ შორს არი...
რომ ვიქნებოდით ერთად, ვიცოდით...
შენში ვსუნთქავდი ატმის რტოსავით...

ზეცას შავ-თეთრი ფარდა მოვხიე...
და მოგაფარე ტანზე, მძინარეს...
გახსოვს?
უჩუმრად ხელი მოგხვიე...
და შევატოვეთ... მთვარე მდინარეს...

მენატრები...
23.06.2010

მენატრები...
ვაფერადებ დღეებს დარდით...
არ მადარდებს, რა მოჰყვება...
შენ რომ,
ასე შემიყვარდი...

მენატრები...
წლებმა ისე ჩაიარა...
მეგონა, რომ გამივლიდი...
მაგრამ,
აღარ გამიარა...

მენატრები...
წლები ფიქრით მოვიარე...
არ ვიცოდი,
ხე ვყოფილვარ,
ოცნებებით მსხმოიარე...

მენატრები...
დღე და ღამე, შენით ვსუნთქავ...
ველოდები,
შენს თვალებს და
კოცნას, მუდამ...

მონატრების...
წვიმა მოდის, თქეშა-თქეშით...
წვეთებს დავდევ აღმა - დაღმა...
დაგეწიე,
ფიქრით ხელში...

მელანდები....
მენაღვლები...
და უზომოდ მედარდები...
ენის წვერზე მაკერია...
ერთი სიტყვა - მენატრები...

სატრფიალო...
20.06.2010

თამაშ,
თამაშ,
თამაშით...

მზე დავტოვე ყანაში...
სიცილ,
სიცილ,
სიცილით,
საქმე გადავიცილე...

ლოდინ,
ლოდინ,
ლოდინით,
მზე დამაწვა ლოდივით...

ფერებ,
ფერებ,
ფერებით,
ჩრდილში მოგეკერები...

სვენებ,
სვენებ,
სვენებით,
ხეზე ავალ ხველებით...

სიმღერ,
სიმღერ,
სიმღერით.
ჩამოგიშვებ გიდელით...

ტოტებ,
ტოტებ,
ტოტებით,
ვიღიღინებ ნოტებით...

მე,
ხის ძირას დაგხვდები...
და, ვერაფერს გახდები....

რა ახლოა...
20.06.2010

ვეღარ გავიგე-
სად ტყუილია და სად სიმართლე...
წიქარასავით, ამ ცხოვრებას...
მხრებით მივათრევ...

მთელი ცხოვრება -
ცაში გაფრენის სურვილი მკლავდა...
მზე მაგიჟებდა, ყოველ ღამე...
ლოდინი მწვავდა...

ეხლა ღამეა -
შავი ცა და შავი ღრუბლები...
შავკაბიანი საღამოა,
ჩემი მზრუნველი...

ვეღარ გავიგე -
ტკივილს ვინ და როგორ ამრთელებს...
ცოცხლებს, ცა რჩებათ...
მკვდრებს კი, მიწა თუ გაამრთელებს...

ვიფრინე მაღლა -
ცაში ღმერთი უფრო ვიწამე...
არადა, თურმე რა ახლოა...
ახლა მიწამდე...

მადლობელი ვარ, უფალო...
20.06.2010

წარსულს უშენოდ მივტირი...
შენი ლოდინი მღლიდა...
არ მინდა შენთვის სიკვდილი...
შენთვის, სიცოცხლე მინდა...

წლები უშენოდ გაფრინდა...
დღეებს დღეებზე ვიცვლი...
არ ვიცი, შენგან რა მინდა...
მე რომ მიყვარხარ, ვიცი...

დღემდე უშენოდ ვიცოცხლე...
და მაინც, გელი, გნატრობ...
მარტომ გავლიე სიცოცხლე...
ახლაც არ ვიცი, რატომ...

ხო იცი, მე ვარ უბრალო...
ნუ მიმატოვებ, მენდე...
მადლობელი ვარ, უფალო...
ისევ რომ მიყვარს, დღემდე...

ბინდისფერი მოლი...
18.06.2010

ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა,
მთვარის შუქით ავსებული თასი...
მახსოვს,
თეთრი პენუარი გეცვა...
და თვალები, სევდით გქონდა სავსე...

მე შენთან ვარ, კვლავ გისინჯავ მაჯას....
მსაყვედურობ - როცა დუმან სხვები
დარდობ,
დროს, რომ უნამუსოდ ვხარჯავ...
რომ სიცოცხლემ დამილეწა ფრთები...

მე გაწყნარებ,
გული მაინც ღელავს...
დარდი მქეჯნის და სიცრუე მიჭირს...
მე ვერ ვხვდები - რას უყურებ ყველას...
ასე რატომ გემტერება იჭვი...

მაღლა ფიქრი - ბინდისფერი მოლი...
დაბლა სევდა - მობიბინე ხავსი...
მე და შენ და...
ღამე ფიქრით სავსე...
შენი თეთრი პენუარის მსგავსი...

მინდა, გადავიქცე მერცხლად...
18.06.2010

მზე მინთია,
გულში ლექსად...
დარდს და ტკივილს,
მაინც ვლექსავ...
შენი ყველა ნატვრა, მსურდა...
შენზე ვფიქრობ,
მაინც მუდამ...
სანამ გული,
ისევ ფეთქავს...
შენთვის,
რაღაც მინდა მეთქვა...
ზაფხულია,
ხედავ? კარგო...
უცბად არსად დამეკარგო...
მითხარ,
მიყვარხარო, ვითომ...
მეტს არაფერს აღარ ვითხოვ...
არ დავეძებ,
მტყუანს, მართალს...
როცა,
ღამე ვრჩები თავთან...
ჩიტებივით ვეძებ სარჩოს,
შენი მონატრება მახრჩობს...
მზესთან,
გელოდები გარეთ...
ვიცინი თუ,
ვკვნესი მწარედ...
მზე მინთია,
გულში ცეცხლად...
მინდა,
გადავიქცე მერცხლად...
ცაში ვინავარდო, მარტომ...
ამას,
ყოველ ღამე ვნატრობ...
გაზაფხულს რომ გამოვეკრა...
შენ ფანჯრებთან, ბუდე შევკრა...
ბარტყებივით,
ვზარდო ფიქრი...
ცაში ვნავარდობ და მივქრი...
დარდს და ტკივილს,
მაინც ვლექსავ...
მზე მინთია,
გულში ლექსად...

ჩემი მაგნოლია...
17.06.2010

ისევ მენატრები,
ჩემი - ამორძალი...
გარეთ ჩაიხუთა, ცაა ცარიელი...
მინდა სიყვარული, ასე საოცარი...
თუნდაც უიმედო, თუნდაც წამიერი...

ფიქრი უშენობით,
ცამდე აკალთული...
ღამეს შევაგებე დარდი, სინანული...
რაა სიყვარული, ფუნჯით დახატული...
თუ არ გყვარებიაა, რაა სიხარული...

ისევ მენატრება,
ზღვაზე ხეტიალი...
კოცნა უნებართვო, ფიქრი წამიერი...
წვიმად მოვარდნილი ტალღა სევდიანი...
მთვარე მდუმარე და მაინც ღამიერი...

საწოლს მიჯაჭვული,
შენი მონატრება...
ღამე გაბანგული, შენი სურნელებით...
თითქოს წამიერი, მაინც საოცრება...
დილა მოვარდნილი, შენი სურვილებით...

ისევ მენატრება,
ჩემი - მაგნოლია...
შენი ღიმილი და კოცნა წამიერი...
თავი მომაბეზრა ღამის ჰარმონიამ
ახლა დილაა და...
ცაა ცარიელი...

მოვალ...
16.06.2010

ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...

ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...

ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...

ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...

წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...

ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...

ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ,
პაემანზე დამხვდი...

ზღვაში ჩაძირული მზე...
14.06.2010

ზღვაში ჩამივარდა მზე...
შენ რომ გამიღიმე, მაშინ...
ფიქრებს გაგატანე მე....
სევდა მოგაბნიე თმაში...

სადღაც ჩაძირული მზე...
ტალღებს ეფერება, ახლაც...
უფრო ადვილია დღე...
როცა, სიყვარული ახლავს...

გული ელოდება მზეს...
ღუზა ექაჩება, წარსულს...
ზღვაში ჩამივარდა დღე...
მე კი, დავიწყება არ მსურს...

ნაპირს მოვარდნილი მზე...
ვიცი, შენი მზერა დამწვავს...
ფილტრი მოვატეხე ღერს...
ფიქრი გავატანე, ნამწვავს...

ისე დაიცალა დღე...
შენც კი აგერიე, სხვაში...
მაინც, ვაპატიე მზეს...
ზღვას რომ შემატოვა, მაშინ...

შენ ხარ ფანტაზია...
6.06.2010

შენ ხარ ფანტაზია, ჩემი ოცნებების...
ჩემი სურვილების ფიქრი - ოაზისი...
უცხოდ ნუ მიღიმი, ასე მოჩვენებით...
არც ცა არ მჭირდება, იცი, არავისი...

შენ ხარ ფანტაზია, ჩემი სურვილების...
ჩემი ოცნებების დარდი - არითმია...
იცი? თუ ოდესმე მოგესურვილები...
ჩემი სიყვარული შენთვის დამითმია...

შენ ხარ ფანტაზია ჩემი სიხარულის...
ჩემი სიყვარულის - ბოლო მოჰიკანი...
ასე, რომ მაგიჟებს დარდი სინანულის...
და მეც, უშენობით თავი მოვიკალი...

შენ ხარ ფანტაზია, ჩემი მომავალის...
წარსულს რომ ატყვია - სველი ამინდები...
ცრემლით დატვირთული - ფიქრი თბომავალი...
გზად რომ ჩაივლის და მერე აყვირდება...

შენ ხარ ფანტაზია, ჩემი ნაბიჯების...
დარდი უბრალო და სევდა ნატყვიარი...
ჩემთან თუ არ მოხვალ, ბოლოს გავგიჟდები...
ეს ხომ ასეა და ეს ხომ, ნაღდი არის...

არც ცა ამ მჭირდება, იცი, არავისი...
ასე ნუ მიღიმი, უცხო მოჩვენებით...
ჩემი სურვილების, შენ ხარ ოაზისი...
ჩემი ფანტაზია, ჩემი ოცნებები...

ასეც ხდება...
5.06.2010

ასეც ხდება...
ისეც ხდება...
სიტყვებს იქეთ რაღაც გვრჩება...
და ეს რაღაც, დარდად გვაწევს...
გულზე მძიმედ გვექაჩება...

ასეც ხდება...
გიმზერ თითქოს...
მაგრამ, მაინც ვერსად გხედავ...
ახლა, ისე ახლოს ხარ და
კოცნა მინდა და ვერ ვბედავ...

ასეც ხდება...
თოვდეს მინდა...
ზაფხულია და არ მოთოვს...
ვიცი, მაგრამ ველოდები
ფიფქებს,
ყოველდღე რომ ლოთობს...

ასეც ხდება...
შენით მთვრალი...
დილას ვეგებები მარტო...
ქარი გიფრიალებს კაბას,
და სიშიშვლე შენი მათრობს...

ასეც ხდება...
ისეც ხდება...
სიტყვებს ისმენ, გულზე გხვდება...
ფიქრობ, გიცხოვრია თურმე...
ბოლოს, გული მაინც გწყდება...

ასეც ხდება...
ისეც ხდება...
სიზმარი რომ აგიხდება

ავირითმე...
4.06.2010

სიტყვებს ისევ ვეფერები, ვეძებ ახალს...
ასეც ხდება,
სიტყვებსშუა ვისმენ - პარდონს...
ატირებულ ტირიფებთან ვეღარ მნახავ...
აცრემლებულ სტრიქონებთან ვრჩები მარტო...

ახლა,
ისევ აივნისდა, ყოველ ღამე...
პაემანზე გელოდები, ფიქრი მათოვს...
არ მოხვედი,
ავირითმე თავიდანვე...
და მას მერე,, არაფერი აღარ მახსოვს...

ახლა,
ისევ გელოდები, გუშინს აქეთ...
მთელი ღამე მოგონებებს ვდიე მარტომ...
მთვარე სვამდა,
ვარსკვლავებთან ერთად ვნახე...
უშენობას, ახლა უფრო მეტად ვდარდობ...

ღამეს უბე შევუხსენი, ტირიფები...
აკერტებულ წვეთებს მასხამს,
მაინც გნატრობ...
ვარსკვლავებით ხელგაშლილი, ვიღიმები...
და თან გდარდობ...
ასე მარტო...

ამ ერთ თვეში...
3.06.2010

ერთი თვე, ხომ, დიდი დროა...
ეს დრო,
მოვანდომე ლოდინს...
თითქოს გუშინ დავიბადე...
მაგრამ, ვერ ვიხსენებ როდის...
ამ ერთ თვეში ბევრჯერ, ისევ...
მომიწია მარტოს, თმენა...
უშენობამ გამაგიჟა,
უშენობამ გამათენა...
ჰოდა,
ახლა მიტომ ვითმენ...
ჰოდა,
ახლა მიტომ გნატრობ...
თვალებით ნუ გამაწითლებ....
მე ხომ,
უშენობით ვდარდობ...
მეც, სიტყვებით გიქსოვ წინდებს...
ვარდობისთვეს ვკრიფე ვარდი...
ერთი თვე, ხომ,
დიდი დროა...
ამ ერთ თვეში, შემიყვარდი...

+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×