შემოქმედება

 

 

პროზა

 

ჩანახატები

 

თარგმანი


პოეზია

<<<   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13    >>>

ვიცი გულს მატკენ...
15.11.2009

მე ვიცი,
გავა წლები უშენოდ...
და ბოლოს მაინც ჩემი იქნები...

იცი, გულს მატკენ,
დამითვლი წამებს...
გაივლის დრო და ათასი თოვლიც...
მერე, ოდესღაც ეს გაგაწამებს...
და დაიჩემებ უაზრო ლოდინს...

იცი, გულს მატკენ,
ჩამიკლავ გულში...
შეხვდები სხვას და გაგახსენდები...
თავს შეგახსენებს, რა იყო გუშინ...
და მერე უკვე არ გაჩერდები...

იცი, გულს მატკენ,
ოდესღაც წასულს...
მოგენატრები სულ მოკლე ხანში...
თუ, სიყვარული ჩაბარდა წარსულს...
რატომ მიხსენებ, რა გინდა მაშინ...

იცი, გულს მატკენ,
მაგრამ შენს თვალებს...
სიზმარში ვნახავ და ავტირდები...
მე, წლები ისევ, კვლავ მითვალთვალებს...
მაგრამ, არაფერს აღარ მპირდები...

იცი, გულს მატკენ,
გაივლის წლები...
ჩემი თვალები მანდ დამრჩენია...
ღმერთს, დაბრუნებას შეეხვეწები
წლების...
რომელიც თურმე ჩვენია...

მე ვიცი,
გავა წლები უშენოდ...
და ბოლოს მაინც ჩემი იქნები...

* * *
15.11.2009

არ დაუჯერო,
თვალებს...
ნუ მიენდობი,
ყურებს...
არ მიატოვო მთვარე,
ასე რომ შემოგყურებს...

რ დაუჯერო,
ღიმილს...
ნუ მიენდობი,
ღამეს...
მე ხომ წვეთი ვარ წვიმის
და, ველოდები წამებს...

არ დაუჯერო,
ზამთარს...
გაზაფხულდება მალე...
ყველა კაცი გავს აფთარს...
ნურავის შეიბრალებ...

არ დაუჯერო,
სიტყვას....
ნუ მიენდობი,
ფიქრებს...
მე ხომ, არასდროს მითქვამს
დღემდე,

ასე რომ ვითმენ...
მიენდე მხოლოდ,
გულს...
გჯეროდეს,
მხოლოდ... მისი
ვისაც მშვიდობა სურს...
ვინც არის შენი ღირსი...

არ დაუჯერო,
თვალებს...
ნუ მიენდობი,
ყურებს...

* * *
15.11.2009
მე,
დედამიწა დავამძიმე,
ჩემი ცოდვებით...
ღმერთო შემინდე,
მაპატიე...
ცოდვა ამხელა...
ამ ბოლოს ისე ავირიე,
უფალს ვშორდები...
ვიცი რაც ქვია
ჩემისთანას თუნდაც სახელად...
ტკივილი მტანჯავს...
ცრემლი მტკივა...
ისე მაშინებს...
ლოცვა უშენოდ...
უღმერთობა იცი რამხელა?
ღმერთო შემინდე,
მომიტევე,
გადამარჩინე...
რომ ვერ შევძელი,
ღმერთო შენთვის ცოდვის გამხელა...
მე,
დედამიწა დავმძიმე,
ჩემი ცოდვებით...
განკითვხის წამებს,
შენთან ერთად დაველოდები...

ისევ წახვალ...
13.11.2009
შენ,
შენი გზა გაქვს, შენი ცხოვრება...
შენი წარსული, შენი სამყარო...
მე ვინ ვარ,
მე რა მომეპოვება...
შენს სამყაროსთან ასე გაგყარო...

გივლია დღემდე,
ასე ფერებით...
შემეძლო, დღემდე რაღაცა მეთქვა...
მაგრამ,
ვიცი რომ მომეფერები...
და მე, დაგრჩები წარსულში ფერფლად...

სათნო ხარ,
დღემდე ასე გივლია...
ასე აგრძელებ ცხოვრებას ჯერაც...
ვიცი,
მე წლები ვერ მომივლიან...
მე მხოლოდ, შენი ფიქრების მჯერა...

და ასე,
შენზე ფიქრები მნაცრავს...
ფეხდაფეხ მომსდევს იმედი ქარის...
ვიპოვი,
შენში დამალულ მარცვალს...
რომელიც შენში აშკარად არის...

შენ,
შენი გზა გაქვს, შენი ცხოვრება...
არავის ეძებ, არავის გავხარ...
მე ვინ ვარ,
მე რა მომეპოვება...
მიპოვი სადღაც და ისევ წახვალ....
 

მეფერები...
12.11.2009

ჟრუანტელმა დამიარა,
როცა შემეხე, და...
ნეტავ,
შენი თვალებისთვის, კიდევ შემეხედა....

მეფერები,
ჟრუანტელი მივლის ტანში...
გადამრია შენმა სუნთქვამ, ტუჩის გემომ...
ვზივართ, სადღაც... მიტოვებულ, ვიწრო ნავში...
და ფიქრები წყალს მიყვება, სადღაც ქვემოთ....

მეფერები,
ეგ ტუჩები კოცნად მაწვიმს...
ქარი ჩუმად გაშიშვლებულ ვნებას ათოვს...
ტუჩები გაქვს ალუბლების, ხანაც მარწყვის...
შენი კოცნა მზეზე უფრო ძლიერ მათბობს...

მეფერები.
უსაშველოდ დიდხანს მკოცნი...
ნავში ვზივარ, გაგიჟებულ ფიქრებს მივდევ...
მე შენი ვარ სულითაც და თუნდაც ხორცით...
ამიტომაც უშენობას ვეღარ ვითმენ...

მეფერები,
შენი კოცნა ნიავს არხევს...
ფიქრებივით ჩამიკარი ისევ გულში...
ქარი და მე, შემოტმასნულ კაბას გახევთ...
მიყვარხარო ჩამჩურჩულებ ისევ ყურში...

ჟრუანტელმა დამიარა,
როცა შემეხე, და...
ნეტავ,
ჩემი თვალებისთვის, მაინც შეგეხედა...

ვითმენ...
12.11.2009

შენი,
გამოხედვა მინდა...
ისევ,
უშენობას ვგლოვობ...
შენ ხომ,
ხატება ხარ წმინდა...
მე კი,
მლოცველი ვარ მხოლოდ...

თვალებს,
დაგიკოცნი დარდით...
მკერდზე,
თავს დაგადებ მხოლოდ...
ხედავ?
ისევ შემიყვარდი...
ისევ,

დამაბრმავე, ბოლოს....
ხედავ,
მიობდება სევდა...
კოცნით,
დაგისველებ თვალებს...
ხედავ?
ისევ დაგვათენდა...
ისევ,
მომანატრე ხვალე...

როგორ,
ამერია ფიქრი...
შენი,
გაღიმება მშველის...
შენსკენ,
უსასრულოდ მივქრი...
ჰოდა,
მომაგებე ხელი...

კაბას,
აფრიალებს ქარი...
თმები,
ეფერება თითებს
მაინც.
მტკივნეული არის...
მაგრამ,
უშენობას ვითმენ...

სანამ მე მეყვარები...
11.11.2009

მე ვცოცხლობ შენით...
რწმენით გრაალის...
უმანკო ფიქრი გულზე მედება...
თუ სიყვარული, ჩემში არ არის...
რა არის, ჩემი შემოქმედება?

მე ვცოცხლობ შენით...
ვარსებობ შენით...
საავრდოდ ღრუბელს არ ვემეტები...
დავყვები ფიქრებს, ფოთლების ფრენით...
და ვიცი, სადმე შემეფეთები...

მე ვცოცხლობ შენით...
შენი ფიქრებით...
ნუ ცდილობ ისევ, ჩემგან გარიყვას...
ხომ იცი, ბოლოს ერთად ვიქნებით...
და უსასრულო გზაზე წაგიყვან...

მე ვცოცხლობ შენით...
ფიქრით, გოდებით...
მაინც დარეკავს ჩვენი ზარები...
ვიცი, ყოველდღე მოგაგონდები...
მანამდე, სანამ მე მეყვარები...

სევდიანი მაჟორები...
10.11.2009

გეხვეწები...
ნუ მაშინებ დაშორებით....
თითქოს, სადღაც დარჩენია გული წარსულს...
მე ხომ, დარდი დავანგრიე, მაჟორებით...
იცი, რაც მსურს...

გეხვეწები...
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...
მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...
გეტყვი რატომ?..

გეხვეწები...
ნუ ამბობ, რომ დაიღლები...
მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ...
წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები...
სიზმრად გნახავ...

გეხვეწები...
ნუ დამტოვებ ასე, მარტო...
მე ხომ, შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა...
აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო...
შენთვის მეთქვა...

გეფიცები...
ოცნება ვარ შენი მხოლოდ...
გეხვეწები,
ნუ მაშინებ დაშორებით...
ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...
სევდიანი მაჟორებით...

მაგ ქარის მჯერა...
9.11.2009

წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში,
შენს მეტი თურმე არავინ მსურდა...
და სიყვარულის ამ, ნიაღვარში...
გეძებდი დღემდე, გეძებდი მუდამ...

არ დამშრობია, წყურვილი შენი
და გულში ცეცხლი ყოველთვის მენთო...,
გეძებდი ასე, უაზრო რწმენით...
წუხელ, სიზმარში ვიყავი, ღმერთო...

შენ ხარ მიზეზი, რადაც შევცოდე,
რისთვისაც ასე დავქროდი კენტად...
მინდა, დუმილი შენი მესმოდეს...
და კიდევ უფრო მიყვარდე, მეტად...

წუხელ, მე გულის კარებს მიმტვრევდა...
შენი ღიმილი, ჩემი სადარდო...
ქუჩაში უცხო ხალხი გვიმზერდა...
როგორც ყოველთვის, როგორც არასდროს...

მე ვიცი, ჩემს თავს შენს ქარებს ვანდობ...
ყველაზე მეტად მაგ ქარის მჯერა...
გიხსენებ ახლაც და მაინც ვდარდობ...
მომინდა შენი თვალების მზერა...

და მაინც, ისევ ამ წუთებს ველი...
მაგიჟებს შენი თვალების ბრწყინვა...
წუხელ, არ იყო მზე ასე მწველი...
და დილას შენთვის მოვედი წვიმად...

წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში...
როგორ მიყვარდი, ეხლაც ვიხსენებ...
და სიყვარულის ამ ნიაღვარში...
ვფიქრობ შენზე და ასე ვისვენებ...

ნუ მომკალი...
6.11.2009

ვღელავ,
თითქოს მეკარგები, ისევ ისე...
ვდარდობ, იქნებ ერთხელ მაინც დამენახე...
სიარულში უსასრულო ფიქრებს ვისმენ...
და ვინ მოსთვლის, მერამდენედ დამეკარგე...

ვხარობ,
თითქოს მენატრები, ფიქრებს მისევ...
უშენობას დარჩენია ჩემში კვალი...
მეშინია, არ დამტოვო მარტო ისევ...
გენახე და მერე, თუნდაც მოგეკალი...

ვფიქრობ,
თითქოს აკვირტებულ იმედს ავსებ...
გამაკვირვე უსაშველო ერთგულებით...
მენატრება შენი სუნთქვა, სევდით სავსე...
შენ ხომ აქვე, ჩემს მახლობლად, მეგულები...

გიცნობ,
თითქოს დაგინახე, აი ახლა...
შენ და ფიქრი მიდიოდით სადღაც ორნი
იმედი მაქვს ფიქრს დააღწევ თავს, და მნახავ...
ისევ ისე დამიბრუნებ ჩემს თავს მგონი...

მიხმობ,
თითქოს მომეხვიე, მკოცნე დიდხანს...
შენც ხომ იცი, იმედი მაქვს მაინც ხვალის...
მხოლოდ ერთს გთხოვ,
სხვას ნურაფერს ნუღარ მკითხავ...
დამენახე, უშენობით ნუ მომკალი...

გამაგიჟებ, ვიცი...
5.11.2009

შენ გიჟი ხარ...
როცა გხედავ მეც მაგიჟებ...
შენთან რომ ვარ,
სისხლი გულში კოცონს მინთებს...
როცა ველი შენს მოსვლას და
შენს ნაბიჯებს...
ვფიქრობ,
როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...

მეც გიჟი ვარ...
და უშენოდ როგორ გავძლო...
მინდა,
ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც...
ეს ცხოვრება,
მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო...
მე ხომ,
მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...

ჩვენ გიჟი ვართ...
და სიგიჟეს თავის დრო აქვს...
არ გვჭირდება,
უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი...
შენ რომ ფიქრობ,
ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს...
ქარს მოჰყვები,
გამაგიჟებ ისევ, ვიცი...

სიზმარში...
3.11.2009

მესიზმრე,
სიზმარში გხატავდი ფუნჯებით...
მზე იყო მოლბერტი...
ათასი ფერებით...
სიყვარულს ხანდახან,
მთელი გზა ვუნდებით...
ვერ ვხვდებით ამ გზაზე,
ჩუმად რომ ვბერდებით...

მესიზმრე,
სიზმარში ვეძებდით ერთმანეთს...
და იყო ფიქრები...
და იყო ალერსი...
მე შენი ვიქნები, იცოდე ღმერთმანი...
ვიცი რომ მიგონებ,
მიხსენებ ამ ლექსით...

მესიზმრე,
მელოდი ერთგული ქალივით...
და თავბრუს მახვევდა,
კვლავ შენი სურნელი...
სიწითლე სახეზე მეკიდა ალივით...
და სევდა მათრობდა მე,
განუკურნელი...

მესიზმრე,
რამდენჯერ ვეცადე მენახა...
შენ კი არ მოხვედი,
მაინც არ მენდე...
იქნება არ იცი?
სიზმარი შენა ხარ...
გიცდი და გნატრულობ სიზმარში დღემდე...

სევდის ბრალია...
29.10.2009

და როცა მიჭირს,
ჩავისუნთქავ ისევ, ალიონს...
გულში სიცივე უშენობის,
მაინც იქროლებს...
ეს ყველაფერი,
მონატრების,
სევდის ბრალია...
და დავაბრალებ,
ყველასათვის ნაცნობ სტრიქონებს...

და როცა ფიქრი,
ყოველ დილას, უშენოდ ლოთობს...
ვგრძნობ ჩემი გული,
შენს კლანჭებში როგორ გაება...
შენ მომაგონებ,
მარტოდმარტოდ დარჩენილ ფოთოლს...
არ ვიცი, მაგრამ...
დაგინიშნავ სადმე პაემანს...

და როცა ვხვდები,
მივეჩვიე შენთან უბეში...
ქარები დილას,
უშენობით როგორ ლეწავენ....
ჩემი თითები მონატრების,
მაინც უხეშით...
არ ვიცი რატომ,
ყოველ დილას, მაინც გძერწავენ...

მინდა ფრენა...
27.10.2009

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ათოვს...
მზე,
ღრუბლებში უმიზეზოდ შემალულა...
მზე კი არა, ისევ შენი მზერა მათბობს...
მინდა ფრენა,
მაგრამ ფრთები დაღალულა...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ერთვის...
და მზე,
თავზე უსაშველოდ სხივებს გვაღვრის...
სხვა კი არა, მე ვღიღინებ ისე... ჩემთვის...
მინდა ფრენა,
მაგრამ ვიცი, ფრთები დამღლის...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს არწევს...
ნელი სიო,
სუნთქვასავით იწყებს შრიალს...
შენი სუნთქვა, ჩემს გულამდე მაინც აღწევს...
მინდა ფრენა,
და უშენოდ ვიწყებ ღრიალს...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ავსებს...
ვიცი,
მალე დაზამთრდება, ისევ მოთოვს...
სიყვარული მეფერება ფიქრით სავსე...
მინდა ფრენა,
გული ისევ შენით შფოთობს...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ელის...
და ფოთლები ეცემიან მიწას მძიმედ...
უშენობით,
ჩემი გული ვეღარ მღერის...
მინდა ფრენა,
ნუ მომიკლავ ახლა იმედს...

* * *
23.10.2009

მე გელი შენ...
შენ ელი სხვას...
სხვა ელის მზეს...
მზე ელის ზღვას...
ზღვა ელის ცას...
ცა ელის დღეს...
დღე ელის როცა...
მე შენთვის ვწერ...
ვწერ შენთვის მე...
შენ მელი როცა...
დღე ელის ცას...
ცა ელის ზღვას...
ზღვა ელის მზეს...
მზე ელის სხვას...
სხვა გელის შენ...
შენ მელი მე...

არაფერია...
22.10.2009

მე მეშინია,
მარტო დარჩენის...
წვიმამ მომისწრო,
წვიმის წვეთები...
თავზე მადნება ობლად დარჩენილს...
და ელვასავით ცაზე ვენთები...

მე შემაშინა,
შენმა დუმილმა...
ნუთუ,
არაფერს ნაღვლობს ბუნება...
გული გამიპო მე,
ცის ქუხილმა...
და წვიმაც ცივად მესალბუნება...

რომ შემეშინდა,
მარტო დარჩენის...
კვლავ დაგიმალე ჩემი სიმართლე...
თავბედს ვიწყევლი, ობლად გაჩენილს...
რად არ მეღისრა,
შენი სინათლე...

არაფერია,
სხვა დანარჩენი...
ჩემი აწმყო და ჩემი წარსული...
მე მეშინია,
მარტო დარჩენის...
როგორც გაზაფხულს,
ცხელი ზაფხულის...

ქარივით...
22.10.2009

ისევ გაბრაზდი, გული გატკინე...
ისევ გესტუმრე გიჟი ქარივით...
გთხოვ, ეს ცხოვრება გამიმარტივე...
და გამიტაცე ნიაღვარივით...

ისევ მოვედი, ახლა მივდივარ...
ისევ ჩუმად და ისევ ფარულად...
შენი ლანდი და შენი ბინდი ვარ...
არსაიდან რომ შემოპარულა...

რაღაც მაწუხებს და არ მასვენებს...
და ვხეტიალობ შენს შორიახლო...
მე უშენობა სევდით მასველებს...
გიყურებ ისევ და ვფორიაქობ...

შენა ხარ ჩემი დარდიც, ნუგეშიც...
ეს გულიც, შენზე ფიქრმა დალია...
ეგ ხმა ჩამესმის, ისევ ყურებში...
არადა, ვიცი ჩემი ბრალია...

ისევ გაბრაზდი, გული გატკინე...
ისევ გესტუმრე გიჟი ქარივით...
გთხოვ, ეს ცხოვრება გამიმარტივე...
და გამიტაცე ნიაღვარივით

წლები მაგიჟებს...
21.10.2009

გვიან გიპოვე,
ლოცვად ვიქეცი...
და ახლა, ფიქრი დარდებად მათოვს...
მე, ჩემი გული, ყველას მივეცი...
და დავრჩი ქვეყნად ობოლი, მარტო...

მე მტკივა,
გულის ჩამესმის ძგერა...
გიხსენებ ეხლა, ისევ გიგონებ...
ვერ დავივიწყებ, ვერაფრით, ვერა...
შენს სიყვარულზე დაზრდილ სტრიქონებს...

გეძებდი დიდხანს,
მაინც გიპოვე...
და ახლა, დღეებს ლანდივით დასდევ...
ვერ ვხვდები, გული რად დამიტოვე...
გული, რომელსაც ნაღველი ადევს

წუხს ჩემი ფიქრი,
წლები მიდიან...
ალბათ ბოლომდე უნდა ვღელავდე
შენამდე ალბათ უფრო დიდია...
რა მანძილია ახლა, შენამდე...

ვბერდები,
წლები ისევ მაგიჟებს...
და მაინც, ისევ მომაგონდები
მივდივარ, ისევ ვითვლი ნაბიჯებს
ჩემში ხარ, მაგრამ მაინც მშორდები...

ვერ ვხვდები...
20.10.2009

სულ ზემოთ, სადღაც...
ზეცა ნავარდობს...
მთის წვერზე ყვირის, მაღალი ვერხვი...
მე, ზეცას მინდა ფიქრი გავანდო...
ზეცას შევყურებ და თვალებს ვერ ვხრი...

მე, ზეცა...
ისევ მიწესებს ვადებს...
სიო ნიავობს, სიო მარაობს...
და ჩემში ისევ, შეკითხვებს ბადებს...
თავისთან მიხმობს, მოდი ჩქარაო...

ზეცას დავიპყრობ...
მაინც ვეცდები...
ვიცი უმიზნო რბოლა დამრჩება...
ვერ შეგაყვარებს მერე ტექსტები,
სიკეთისა და ცუდის გარჩევას...

ვერხვი შრიალებს...
ქარიც სულელი...
ზეცას ეკრობა და თან დინჯდება....
მთაზე ვდგევარ და წვიმას სულ ველი,
და მაღლა თითქოს ზეცაც გიჟდება...

და აი, ვდგავარ...
როგორც სტუმარი...
თეთრ ღრუბელს თითქოს ხელით ვეხები...
ვერხვის ფოთლებში, ასე მდუმარი...
ვფიქრობ და თითქოს, მაინც ვერ ვხდები...

გამიღიმე ახლა...
20.10.2009

ნეტა მოხვიდოდე, ახლა...
ისევ, ამიშლიდე ფიქრებს...
ვიცი მაკოცებ და წახლავ....
მე კი, გაკოცებდი იმდენს....

ისევ მიმაწყვდიე, კართან...
ისე მომაცქერდი მტრულად...
ოღონდ მაკოცე და მართლა
თუნდაც, მიმატოვე სულაც....

ტუჩებს გაუფრთხილდი, მაინც...
იქნებ გამოგადგეს, ისევ...
მე ხომ, იმედი მაქვს ხვალის...
და დღეს, უშენობით ვიწყებ...

თვალებს დაგიკოცნი, ურჩებს...
და გულს დაგიამებ, სიტყვით,,,
რჩევას ვუკარნახებ, ვურჩევ...
ისევ შენს სიყვარულს ვიტყვი...

მაინც გაკოცებდი იმდენს...
ვიცი, მაკოცებ და წახვალ...
მე ხომ, უშენობას ვითმენ...
ჰოდა, გამიღიმე ახლა...

 

+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×
+

ზვიად კეჭაყმაძის ფოტო გალერეა

×

×