ჩემს შესახებ

ზვიად კეჭაყმაძე

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 26 აგვისტოს ოზურგეთის რაიონში.
2000-2005წ.წ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელე–რადიო ჟურნალისტის სპეციალობით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

სამუშაო გამოცდილება:
1997 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, მას–მედიასა და საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურში, ჯერ რწმუნებულის მრჩევლად, შემდეგ უფროს სპეციალისტად, ბოლოს კი მთავარ სპეციალისტად.
ამავე წლებში, პარალელურად თანამშრომლობდა მას–მედიის სხვადასხვა საშუალებებში:
1993-1995 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავში გამომავალ დამოუკიდებელ გაზეთ „რუსთავის ახალ გაზეთში“ ჟურნალისტად.
ამავე წლებში თანამშრომლობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-თან.
1995-1997 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავში გამომავალ გაზეთ „ქვემო ქართლში“ ჟურნალისტად.
1997 წლიდან 2000 წლამდე თანამშრომლობდა გაზეთ „ალია“-სთან, ქვემო ქართლის რეგიონალურ ფილიალის წარმომადგენლად.
2000 წელს საინფორმაციო სააგენტო „კავკას-პრეს“-სთან, ქვემო ქართლის რეგიონალურ ფილიალის წარმომადგენლად.
2001 წელს საინფორმაციო სააგენტო „გეა“-სთან, ქვემო ქართლის რეგიონალურ ფილიალის წარმომადგენლად.
2001 წლიდან 2002 წლამდე გაზეთ „რეზონანსი“-ს, ქვემო ქართლის რეგიონალურ ფილიალის წარმომადგენლად
2002 წლიდან 2003 წლამდე საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუს“-თან, ქვემო ქართლის რეგიონალურ ფილიალის წარმომადგენლად.
2003 წლიდან 2006 წლამდე, ასევე თანამშრომლობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწლებლობაში, ქვემო ქართლის რეგიონალურ ფილიალის წარმომადგენლად.

2011 წლიდან 2012 წლამდე იყო  რუსთავის მუნიციპალური თეატრის პიარ-მენეჯერი.
2011 წლიდან შპს "რუსთავის აზოტის"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მენეჯერია.

დამატებითი ინფორმაცია:
2004 წელს მიიღო მონაწილეობა კავშირის „ქ. რუსთავის ინგლისურენოვანი ახალგაზრდული თეატრალური დასი“-ს დაფუძნებაში. არის დასის ხელმძღვანელი.
2008 წელს დააფუძნა შპს "კლუბური თეატრი ბრავო".
2010 წლიდან არის ჯგუფი
"REGGAEON"-ის პროდიუსერი

ტრენინგები:
2004 წელს გაიარა ორგანიზაცია „აი-ეი-თი-ფი“-ს (IATP) ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა, კერძოდ: WEB გვერდის კეთების სრული კურსი.
2004 წელს მიიღო მონაწილოება და აიმაღლა ოპერატორის კვალიფიკაცია, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებლობაში მიმდინარე ტრენინგებში.
2005წ. სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი. სახელმწიფო მოხელეთა სასწავლო პროგრამა
2008 წელს გაიარა "გაეროს" განვითარების პროგრამის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის გაძლიერების" პროექტი, თემაზე: "კონფლიქტის მართვა" და "მოლაპარაკების წარმოება მედიაცია".

 

  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     
  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     
  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     
  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     
  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     
  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     
  • ზვიად კეჭაყმაძე

    About
     

×